საჭიროა: თითო ცალი წითელი, ყვითელი და მწვანე ტკბილი წიწაკა, 1 მუჭა დაჭრილი რეჰანი, 1 მუჭა კაპარი, 10 ცალი ანჩოუსი, 2 კბილი ნიორი, 8 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ცალი ლიმონის წვენი. ახალდაფქული შავი წიწაკა, მარილი გემოვნებით.
მომზადება: ღია ცეცხლზე შეწვით წიწაკა გამუქებამდე. ცხლად ჩააწყვეთ პოლიეთილენის პარკში, თავი მოუკარით, “ოფლი” რომ გამოუვიდეს; წიწაკას გააცალეთ კანი, ამოაცალეთ გული და დაჭერით სიგრძეზე წვრილ ზოლებად; ცხელ ტაფაში ჩაასხით ზეთი, ჩააწყვეთ ანჩოუსები, ჩააყარეთ დაჭყლეტილი ნიორი, შეწვით 8-10 წუთის. განმავლობაში, ჩადნობამდე. ამის შემდეგ მოაყარეთ შავი წიწაკა, მარილი გემოვნებით, კაპარი, ჩაასხით ლიმონის წვენი.
წიწაკა ჩაალაგეთ მინის სასალათეში, მოასხით ანჩოუსის სოუსი და მოაყარეთ რეჰანი.
ეს საუზმე შეგიძლიათ მიირთვათ ცივიც და თბილიც. კარგად ინახება მაცივარში.