https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არის თუ არა ნაპოვნი ოზურგეთში გურიელების სასახლის ნაშთები

9:03; 6.03.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

თემურ სალუქვაძე: “ისტორიულ მემკვიდრეობას ბულდოზერებით მიწა მიაყარეს!”

მანანა ლომაძე: “განა მარტო ოზურგეთში იპოვეს აბანოების ნაშთები, გურიაში, სხვა ადგილზეც იპოვეს”!

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში, იქ, სადაც იუსტიციის სახლს აშენებენ, გურიელების სასახლის და რომაული აბანოს ნაშთები აღმოაჩინეს. როგორც წყარომ გვითხრა, ამის გამო თბილისიდან სპეციალისტებიც იყვნენ ჩამოსული, მაგრამ ამ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენთან საუბრის დროს, არ ადასტურებენ. ოზურგეთელი ისტორიკოსი, აწ გარდაცვლილი ენვერ გოგუაძე, ათეული წლების წინ ამბობდა, რომ ამ ადგილზე გურიელების სასახლის ან რომაული აბანოების ნაშთები იყო.

“ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩაზე, უფრო კონკრეტულად, იუსტიციის სახლის მშენებლობის ადგილზე, ისტორიული წყაროების მიხედვით, გურიელის ციხე-სიმაგრე უნდა ყოფილიყო. ასევე, ორი აბანო: ერთი გურიელის სასახლესთან მდებარე და მეორე წინარე ანტიკური ხანის, მომდევნო პერიოდით დათარიღებული. მიმდინარე მშენებლობისას აღმოჩენილ იქნა სწორედ ზემოთ ნახსენები ძველი ისტორიული ნანგრევების ნაშთები, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. პირიქით, მათ ქართველ ხალხს დაუმალეს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და ძველ ისტორიულ მემკვიდრეობას ბულდოზერებით მიწა მიაყარეს”, _ ეს განცხადება გურიის თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა თემურ სალუქვაძემ გასული კვირის პარასკევს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლები ადგილზე იყვნენ მისული და ფოტოგადარებით დააფიქსირეს ძველი ისტორიული ნაშთების არსებობა.

“ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, ჩვენ მიერ მრავალჯერ გაჟღერებული აზრი იმის შესახებ, რომ აღნიშნული მშენებლობის ადგილი თავიდანვე არასწორად იქნა შერჩეული. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იმისა, რომ ზოგადად სამშენებლო ობიექტების ადგილის შერჩევა არ ხდება სწორად, არ ხდება ქალაქის განვითარება შესაბამისად და კომპეტენტური გეოლოგების დასკვნების საფუძველზე. ამ ხელისუფლებას სურს, წარსულის მოსპობით მომავალი ააშენოს, რაც არაკანონზომიერია და ბუნებაში არ ხდება. აღშფოთებას გამოვთქვამთ იმ ფაქტის გამო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი ხელისუფლების დაუდევარი და უზნეო ბუნება, ამჯერად ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ უღირსი დამოკიდებულების გამოვლენით”, _ აღნიშნა ბრიფინგზე სალუქვაძემ.

“თავისუფალი დემოკრატები” მოუწოდებენ ადგილობრივი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სპეციალისტებს, აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხის შესწავლაში, მოძიებასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში. ასევე, მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას, სასწრაფოდ საქმის კურსში ჩააყენონ ყველა შესაბამისი უწყება, რათა მოხდეს რეაგირება; _ ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა ისტორიულ ღირებულებასთან გვაქვს საქმე. შესაძლოა, ეს იყოს უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობა, ამიტომაც მოვითხოვთ, აღნიშნული მოვლენა შესაბამისი სამსახურებისა და პროფესიონალების მიერ იქნას შესწავლილი.

როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარმა მცველმა მანანა ლომაძემ უთხრა, მარტო ოზურგეთში კი არა, აბანოების ნაშთები გურიაში სხვა ადგილზეც არის ნაპოვნი: “მინახავს ძველი ფოტოები. განა მარტო ოზურგეთში იქნა ეს აბანოები ნაპოვნი, გურიაში სხვა ადგილზეც იპოვეს. მე ვმუშაობ მაგ მასალებზე. თუკი წითელი აგური ჩანს ფოტოზე, არის აბანოს ნაშთები. მე შემიძლია დავამტკიცო, რომ უშუალოდ მშენებლობის ქვეშ არაფერი არ არის. ეტყობა, ეს ნაშთები განადგურდა სხვა დროს და არა ამ იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს. შესაძლოა, 1958 წელს, როცა იზაბელას მშენებლობა მიმდინარეობდა და რომელიც 1978 წელს დაანგრიეს, მაშინ დაზიანდა”, _ გვითხრა მანანა ლომაძემ.

_ ქალბატონო მანანა, “თავისუფალი დემოკრატები” ამბობენ, რომ იქ გურიელების სასახლის ნაშთებია.

_ გეტყვით სიმართლეს. სანამდე შემოიფარგლებოდა ტერიტორია, ვიდეოთვალი დამონტაჟდებოდა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყებოდა, მიდიოდა მიწის სამუშაოები. მე და მუზეუმის დირექტორი ხშირად ჩავდიოდით და ვნახულობდით. ცალ მხარეს ხუთ მეტრზე გაითხარა და არაფერი არ იქნა ნაპოვნი, მეორე მხარეს სამ მეტრზე გაითხარა და არც იქ იქნა ნაპოვნი. მე მშენებელს ვუთხარი მაშინ, რომ აქ შესაძლებელია, იყოს ან აბანოთა ნაშთები ან გურიელის სასახლის ნაშთები, მაგრამ იმ ტერიტორიაზე, სადაც მიწის სამუშაოები შესრულდა, ნამდვილად შემიძლია დამტკიცება, რომ არაფერი აღმოჩენილა. ამბობენ, რომ ნაპოვნია რომაული აბანოს ნაშთები. შიგნით, რაკიღა დახურულია მშენებლობა, არ შეგვიშვეს. მე არ მაქვს ფოტოები და არ ვიცი, ახლა რა აღმოაჩინეს. ამდენად მე მინდოდა დაწერა, მასალები მოვამზადე, მაგრამ ვეძებ იმ ფოტოებს, რაც გადაიღეს, რომ მივხვდე რა აღმოჩნდა, თუმცა ეს ფოტოები ჩემთვის მიუწვდომელია. როცა ჩამივარდება ხელში, ნამდვილად დავწერ აღნიშნულზე.

_ ქალბატონო მანანა, ბრიფინგზე წარმოადგინეს ფოტო და ვიდეო მასალა, თუმცა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რა შეიძლება იკითხებოდეს აღნიშნულ ფოტოებზე.

_ თუკი წითელი აგური ჩანს და თაღის მაგვარი, ან ოთხკუთხედი ბოძები სვეტებზე დგას, ეს არის აბანოს პირველი სართული. თუკი ეს ყველაფერი ჩანს მაგ ფოტოზე, მაშინ არის აბანოს ნაშთები.

_ ქალბატონო მანანა, ფოტოზე ჩანს წითელი აგურის ნაშთები, თუმცა, ბოძები და სვეტები _ არა.

_ ჰოდა, ალბათ, ეს არის აბანოს ნაშთი, მაგრამ სადაც შენობაა აშენებული, იქ არაფერი არ არის. მე შემიძლია დავამტკიცო, რომ უშუალოდ მშენებლობის ქვეშ არაფერი არის. ეტყობა, ეს ნაშთები განადგურდა სხვა დროს და არა ამ იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს. ერთ ზოლზე, რომელზეც საუბარია, და მუზეუმის მხარეს გადის, ამ ზოლზე, მე არ ვიცი, რა მოხდა.

_ “თავისუფალი დემოკრატები” მოუწოდებენ შესაბამის სამსახურებს, აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხის შესწავლაში.

_ ჩემზე კარგად იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რა მოხდა.

როგორც გურიის გუბერნატორის მოადგილემ ლელა თავართქილაძემ გვითხრა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, რადგან არ აქვს მსგავსი ინფორმაცია: _ ბუნებრივია, ჭორების დონეზე ამ თემაზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ მივესალმებით, თუ ასეთი რამ დადასტურდება. ეს, ბუნებრივია, საჯარო გახდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესებს შემდგომი მსვლელობა მივცეთ, _ გვითხრა მან.

“გური ნიუსი” შეეცადა, ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს მარიკა ჯაყელს დაკავშირდებოდა, თუმცა, მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8 სექტემბერი, 2026

მეზღვაურთა ძებნა გრძელდება

ნათელა გიორგაძის პრეტენზიები "ავერსს"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო