https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ერთი კომპანიის სამი ტენდერი _ რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მოწმეებს კარგად

10:09; 14.09.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის ს/გზის 29-ე კმ-ზე მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოების ჩატარების მიზნით, ელექტრონული ტენდერი გასული წლის 16 დეკემბერს გამოაცხადა.

სამუშაოების ღირებულება 434 630.00 ლარს შეადგენდა.

ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა. საბოლოოდ, გამარჯვება შპს "შარაგზამშენ პირველს" ერგო, რომელმაც სამუშაოების შესრულების ვალდებულება 323 000.00  ლარად აიღო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2015 წლის 20 თებერვალს გაფორმდა.

ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის თანხმად,  ქვაყრილის მოსაწყობად კომპანიას ლოდები უნდა შეეძინა, დაეტვირთა და ტრანსპორტირება მოეხდინა, რაშიც 218 091 ლარია გაწერილი.

სწორედ იმ პერიოდში, როდესაც კომპანია აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა, სურების ხეობიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში ლოდებით დატვირთული ათეულობით ავტომანქანა გამოვიდა, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში ნებართვა გაცემული არ იყო.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი დავით ღუღუნიშვილი განმარტავს, ხეობიდან ლოდების წამოღებას ნაპირსამაგრ სამუშაოებთან საერთო არაფერი ჰქონდა:

_ მოსახლეობაში იყო ქვა, რომელიც ხელს უშლიდა ტრანსპორტს. ავიღე, წამოვიღე და ჩავაგდე მდინარე სუფსაში, _ გვითხრა ღუღუნიშვილმა.

მისივე თქმით, სულ 4 კუბური მეტრი ლოდი წამოიღო. ამბობს, რომ ლოდები ნაპირსამაგრი მშენებლობისას არ გამოუყენებია და მხოლოდ მეგობრის თხოვნა შეასრულა:

_ სუფსაში ჩავყარე, აბა, სად წამეღო? მეგობარმა მთხოვა და შევუსრულე თხოვნა, _ ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც "მეგობრის" ვინაობას არ ამხელს.

ხეობიდან ქვების წამოღების შესახებ ინფორმაცია აქვს სოფელ დიდივანის გამგებელს ელენე ზაქარეიშვილს:

_ მე, პირადად, კომპანიის წარმომადგენლები არ მინახავს. თუმცა, ვიცი, რომ როცა სოფელში ამოვიდნენ, თქვეს, რომ ლოდებისგან გზას გაათავისუფლებდნენ.  მოსახლეობამ ისიც კი სთხოვა, საკარმიდამო ნაკვეთებში გვაქვს დიდი ლოდები და იქნებ წაიღოთო. დაპირდნენ, მაგრამ აღარ წაიღეს. როგორც ვიცი, ერთ-ერთ ოჯახთან სახლის წინ ჩამოცვენილი ლოდები წაიღეს. დანარჩენები ელოდებოდნენ, მაგრამ არ გამოჩენილან. ესაა, რაც ვიცი. ვერ გეტყვით ჰქონდათ თუ არა შესაბამისი ნებართვა, ან ვინ მოიყვანა სოფელში, _ გვითხრა ზაქარეიშვილმა, რომლის თქმით, სოფლიდან ლოდის წაღების შესახებ მას არავინ ჩაუყენებია საქმის კურსში.

სოფელ ზემოსურების მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ სოროზანიშვილის ინფორმაციით, ხეობიდან ლოდების წამოღების პროცესს პირადად შეესწრო და ამ ფაქტის შესახებ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასაც აცნობა:

_ მარტის ბოლოს, მეგობრებთან ერთად მოვდიოდი, როცა დავინახე, რომ ხეობიდან ლოდები გაჰქონდათ. დავინტერესდი, საქმის კურსში მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავაც ჩავაყენე და საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე დავით გუდავაძეც. მითხრეს, რომ ქვები კომპანიას კარგი საქმისთვის სჭირდებოდა და სამაგიეროდ, ადგილზე ხრეშს აიტანდა, _ გვითხრა სოროზანიშვილმა.

საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის დავით გუდავაძის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, რა გაკეთდა სურებში და სოფელ ბუკნარის შესასვლელში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიცაა:

_ რატომ მისვამთ მაგ შეკითხვას? მე რა ვიცი, სურებში ან ბუკნარის გადასახვევზე ვინ რა გააკეთა. რა იცით, რომ ვფლობ მაგ ინფორმაციას?!

_ სურების მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ სოროზანიშვილი ამბობს, რომ სურებიდან წამოღებული ქვების შესახებ თქვენც გაცნობათ და საქმეში გარკვევა გთხოვათ…

_ ოთარი რას ამბობს, მე დიდად არ მაინტერესებს, _ გვითხრა გუდავაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ კითხვების წერილობით გაგზავნა ითხოვა.

1. იცოდით თუ არა, რომ იმ პერიოდში, როდესაც "შარაგზამშენი პირველი" ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასრულებდა, სოფელ სურებიდან რამდენიმე ათეული ავტომანქანა ლოდი ჩამოიტანეს?

2. თუ დაინტერესდით, ჰქონდა თუ არა ნებართვა კომპანიას ლოდების წამოღებაზე და ვისგან? ან თუ აცნობეთ შესაბამის უწყებებს გადამოწმების მიზნით?

3. ფლობდით თუ არა ინფორმაციას, რომ ლოდების სანაცვლოდ სოფელში ხრეში აიტანეს?  დაინტერესდით თუ არა, რა მიზნით და ინტერესის გამო აკეთებდა ამას სრულიად უცნობი კომპანია? _ ამ შეკითხვებზე გამგებელს კონკრეტული პასუხი არ გამოუგზავნია:

"არანაირი კავშირი აღნიშნულ კომპანიასთან მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა მანამ, სანამ მათ არ მოიგეს ბუკისციხე-სურების საავტომობილო გზის დიდივანის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპანიის მიერ შესრულებულ ან შესასრულებელ სამუშაოებს, კონკრეტულად, ჩოხატაური-ოზურგეთის საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრის მოწყობას და სოფელ ბუკნარში ნაგავსაყრელის მშენებლობას, ეს ტენდერები ჩვენს შესყიდვების სამსახურს არ გამოუცხადებია და შესაბამისად, არც მათი გადამოწმებისა და კონტროლის პრეროგატივა გვქონდა," _ მოგვწერა ირაკლი კუჭავამ.

დავით ღუღუნიშვილი ამტკიცებს, რომ ქვები სრულიად უსასყიდლოდ, სოფლის მოსახლეობის თხოვნით წამოიღეს: 

_ ერთი ქვა წამოვიღე მხოლოდ, ერთ მანქანაზე ვერ დავდე და ოთხ ნაწილად გავყევი, სულ ეს იყო, _ განმარტავს  ღუღუნიშვილი.

თუმცა, სხვა ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი წყარო, რომელიც პირადად კურირებდა ლოდების წამოღების პროცესს:

_ მე მხოლოდ ათი დღე ვიმუშავე და იმ პერიოდში 30 თუ 32 მანქანა წამოვიდა. ვერ გეტყვით, ვისი ნებართვით. მე მხოლოდ შემსრულებელი ვიყავი. მითხრეს, რომ დამეტვირთა და გამეგზავნა ჩოხატაურში. ასეც მოვიქეცი, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომლის ვინაობას ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ღუღუნიშვილი და გვირჩევს, რომ "ჩვენს მოწმეებს კარგად გავუფრთხილდეთ": 

_ კარგად გაუფრთხილდით თქვენს მოწმეებს, კარგად! _ გვარიგებს და ადასტურებს, რომ ოთხი მანქანა ლოდის წამოსაღებად მას ნებართვა არ ჰქონია.

_ საერთოდ კი, იმ ნივთის წამოღებას, რომელიც მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენს, ნებართვა სულაც არ სჭირდება.

_ ბატონო დავით, თქვენ 200 000 ლარზე მეტი გაქვთ გაწერილი ლოდების შეძენაზე. გაქვთ დოკუმენტი, სად შეიძინეთ ქვა?

_ რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ თქვენ არ გაჩვენებთ _ ჩემი შიდა დოკუმენტია. ვისაც საჭიროა, იმას ვაჩვენე უკვე. და საერთოდაც, ვინ ხართ საერთოდ?! მე გუბერნატორს უნდა შევხვდე და ვეტყვი, რომ ეს "გურია ნიუსი" ისეთ საკითხებს წევს მაღლა, რომელიც ხელს შეუშლის უფრო კარგი პირობების შექმნას. ეგ სულაც არაა თქვენი საქმე. თქვენ არ ყოფილხარ ამ ქვეყნისთვის გულანთებული შვილი. რა ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობთ?! სირცხვილია ეს ყველაფერი! თქვენი საქმე არ არის, რაში რა თანხაა ჩადებული და სად წავიდა!   არავითარი კანონდარღვევა არ გამიკეთებია.  რასაც ვაკეთებ, ეს არის ჩემი პირადი სურვილი და ვაკეთებ სრულიად უსასყიდლოდ. ვიცი, რომ დაინტერესებული ხართ ამ თემით. დაანებეთ თქვენს მამამთილს თავი (ზემოსურების დეპუტატი ოთარ სოროზანიშვილი სტატიის ავტორის მამამთილია, თუმცა ეს კავშირშია არაა საზოგადოების ინტერსების დაცვასთან), სასწაული არ გამაკეთებინოთ!  თორემ ყველას გავაგებინებ სოფელში, რომ თქვენ არ გინდათ საქმის კეთება, _ გვითხრა ღუღუნიშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვითხრეს, რომ კონტრაქტორს მასალების შესყიდვის დოკუმენტები მათთვის არ მიუწოდებია, რადგან კომპანიას ამის ვალდებულება არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ ამ მოქმედებების პარალელურად, "შარაგზამშენი პირველი" იგებს  ბუკისციხე-ზემოსურების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ტენდერს, რომლის ღირებულება 386 990 ლარია.

პროექტზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვაში წერია, რომ მშენებელმა 4500 კუბური მეტრი მსხვილი ფრაქციის ქვა თვითმცლელზე უნდა დატვირთოს და რეზერვში გაიტანოს, რისთვისაც  30 735 ლარი აქვს გამოყოფილი.  დოკუმენტში ასევე დაზუსტებულია, მსხვილი ფრაქცია (ანუ ლოდი) კომპანიამ გზის მშენებლობიდან ხუთი კილომეტრის რადიუსზე უნდა დაასაწყობოს. თუმცა, როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, ლოდები, რამდენიმე დღის წინ, 20 კილომეტრში, ნაგავსაყრელზე ჩაიტანეს. 

 ნაგავსაყრელზე ამჯერად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიასთან 21 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მას სწორედ "შარაგზამშენი პირველი" აწარმოებს. 

ნაგავსაყრელს კი, როგორც ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებშია აღნიშნული, ნაპირსამაგრიც უნდა გაუკეთდეს.

შესრულებელმა უნდა გამოიყენოს ბერმის ლოდები 1.0 მ დიამეტრის ვულკანური წარმოშობის, მოცულობითი წონით 2.4. ტ/კუბ.მ. ამ სამუშაოებისთვის, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია ქვების ავტოთვითმცლელში ჩატვირთვა და ტრანსპორტირება,  რისთვისაც 56820 ლარია გამოყოფილი.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი დავით ღუღუნიშვილი ამტკიცებს, ლოდები ნაგავსაყრელზე შენახვის მიზნით დაყარა:

_ სხვაგან არ იყო საშუალება. პროექტში კონკრეტული ადგილი არ არის მითითებული. 

_ თუმცა, მითითებულია, რომ ხუთი კილომეტრის რადიუსზე უნდა დაასაწყობოთ.

_ იქ არ არის მსგავსი ადგილი. მე კი არ მიხაროდა ამხელა გზაზე წამოღება. აქ ისეთი ფერდობებია, რომ დამეგორებინა, ცუდ შედეგს მივიღებდით _ მდინარეს ჩაკეტავდა და კატასტროფა მოხდებოდა. ამიტომაც წავიღე ჩემს ობიექტზე.

_ თქვენს ობიექტზე იმიტომ ხომ არ წაიღეთ, რომ იქ გჭირდებოდათ?

_ არა, უკან ამოვიტან. და ვერ ვხვდები, რა კითხვებს მისვამთ?! კარგს ვაკეთებ ამ სოფლისთვის  და თქვენ რა გინდათ?! უფრო მეტიც _ სურებში, სადაც მაქვს საშუალება, ვცდილობთ, გავაკეთო უფრო ფართო გზა. მაგალითად, თუ პროექტში გზის სიგანე 4 მეტრია, ვცდილობ, გავაკეთო ხუთმეტრნახევარი, რადგან ეს მოსახლეობის თხოვნაა.  ვიწრო ადგილებს ვაფართოებთ და სრულიად უანგაროდ. ვაკეთებ იმიტომ, რომ ეს ეკუთვნის ამ სოფელს, ამ სოფლის ისტორიას.

_ ბატონო დავით, გზის გაფართოების მიზანი იმას ხომ არ წარმოადგენს, რომ სწორედ იმ ადგილზე, სადაც კლდეს ჭრით, თქვენივე  სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულიად უანგაროდ, ვულკანური წარმოშობის ლოდებია?! სწორედ ის, რომელიც ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოებისთვის უნდა შეიძინოთ?

_ მე რა ვიცი, როგორი ლოდებია?!  მე ის ვიცი, რომ პროექტია ცუდად შედგენილი. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, რადგან ყველაფერი თუ ვთქვი, ბევრი ვინმეს პასუხისმგებლობა დადგება! _ ამბობს ღუღუნიშვილი.

იგი ამბობს იმასაც, რომ მისი მიზანი საქმის ხარისხიანად კეთება და კმაყოფილი მოსახლეობაა, თუმცა, არ აკონკრეტებს, აქვს თუ არა გზის გაფართოების ნებართვა გარემოს დაცვის სამინისტროდან და არსებობს თუ არა გეოლოგიური დასკვნა მოსალოდნელი რისკების შესახებ.

 "გურია ნიუსი" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაც დაუკავშირდა _ ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის კოკა მელქაძის თქმით, საქმეზე მოკვლევა უკვე დაწყებულია, საკითხის შესწავლა გრძელდება და დასკვნაც მალე გახდება ცნობილი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ეგვიპტეში ტერორისტების ნაცვლად 12 ტურისტი მოკლეს

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები მოქალაქეებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში ამხილეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026
სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026
პოლიტიკა

,,ბიძინას ეს ტრიუკი უკვე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება“ – მერაბ მეტრეველი

9:34; 15.09.2026
საზოგადოება

“ეს ნიშნავს, რომ სულ მალე გვექნება ევროპული სტანდარტების საგანმანათლებლო სივრცე” _ ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა

9:18; 15.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

9:14; 15.09.2026
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანება უკეთეს კოორდინაციას უზრუნველყოფს

9:12; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო