გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდის, კატეგორიულად უაყროფს ბიძინა ივანიშვილი.
ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება ორგანიზაცია "მოქალაქემაც" გაავრცელა:
_ ბოლო დღეებში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა დეზინფორმაცია უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
საზოგადოება „მოქალაქე“ აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია – უტა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს როგორც ამ ეტაპზე, ისე – სამომავლოდ, _ აღნიშნულია "მოქალაქის" განცხადებაში, რომლის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.


































































