ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსების (კიკვაძე) 56 წლის იუბილე და შემოქმედის ეპარქიის აღდგენის 20 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა.
გურიის გუბერნიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტ იოსების დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა წმინდა ნინოს სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული -გუბერნატორი გურიის მხარეში გია სალუქვაძე, მოადგილესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.

































































