ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიას" მთავარი მწვრთნელი კახი გოგიჩაიშვილი თანამდებობობიდან გაათავისუფლეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მიიღო:
_ გოგიჩაიშვილმა ვერ შეძლო გუნდის სათანადოდ მომზადება და ამიტომ მოუწია თანამდებობის დატოვება, _ გვითხრა ურუშაძემ.
მისივე ინფორმაციით გუნდის არასახარბიელო შედეგების გამო ბოლო გაფრთხილება მიიღო კლუბის დირექტორატმაც:
_ გაფრთხილებასთან ერთად ისინი დაჯარიმდნენ და ხელფასის 30% დაექვითათ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ურუშაძემ.
კახი გოგიჩაიშვილმა მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
ამ დროისთვის "გურიას" ხუთი თამაშიდან 2 წაგება, 2 ფრე, 1 მოგება აქვს და 5 ქულით სატურნირო ცხრილის მეთერთმეტე ადგილზე იმყოფება.