https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მალადეც მაგენს! მალადეც! ტაში ეკუთვნით, მქუხარე!”

14:09; 29.09.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასული კვირა სპორტის სამყაროში საკმაოდ დაძაბული იყო _ მედიის და გუშემატკივრების ყურადღება სფფ-ს აღმასკომზე იყო მიპყრობილი, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, საბოლოოდ ვინ იქნებოდა სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნებზე გურიის დელეგატი.

აღმასკომის სხდომამდე იყო სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალის სხდომა, სადაც გადაწყდა, რომ გურიიდან ახალი კანდიდატი უნდა წარდგენილიყო.

გურიის რეგიონული ფედერაციის წევრებმა, ტრიბუნალის გადაწყვეტილება მესამე დღესვე აღასრულეს და კვირა დღეს სხდომა დანიშნეს, სადაც ხუთი წევრის მიერ დელეგატად იური ჩხაიძე იქნა არჩეული. თუმცა, სპეციალისტებმა განმარტეს, რომ ეს სხდომა არალეგიტიმური იყო, რადგან სხდომას ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე არ ესწრებოდა.

გრფფ-ს წესდების თანახმად, სხდომა ლეგიტიმურია, თუ მას პრეზიდენტი ესწრება. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბენო თავბერიძე, რომელმაც სხდომა მოიწვია, ამტკიცებდა, რომ ებრალიძე სხდომაზე არ მოვიდა:

_ ორი წერილი გავაგზავნე _ ლანჩხუთის და თბილისის მისამართზე. მეილზეც გავუგზავნე შეტყობინება და სმს-ის მივწერე, _ ამბობდა თავბერიძე, რასაც კატეგორიულად უარყოფდა კახა ებრალიძე.

მისივე თქმით, მსგავსი ოქმი ტრიბუნალმა უკვე გააუქმა:

_ ბენია თავბერიძეს თუ უხარია, ატაროს სხდომები. გარკვევით წერია დებულებაში, რომ სხდომას პრეზიდენტი უნდა ესწრებოდეს, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ასევე, რა იცის ბენია თავბერიძემ სმს-ის წერა. 6 წლის მანძილზე არ მოუწერია და ახლა გამომიგზავნა? _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კახა ებრალიძემ.

ბენო თავბერიძემ ფეხბურთის ფედერაციაში ორშაბათს გააგზავნა იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ებრალიძე სხდომაზე ნამდვილად მოიწვია და  გრფფ-ს ვიცეპრეზიდენტს, ზრდილობაც დაუწუნა:

_ ცუდია, როცა ახალგაზრდა კაცი, მამის ტოლა კაცს ასეთ შეურაცხყოფას აყენებს. ელემენტარული ზრდილობის საკითხია. რა იცის, რომ არ ვიცი, სმს-ის წერა? როგორც ჩანს, წაიკითხა სმს, რომელშიც, სავარაუდოდ, შეცდომები იყო და წესიერად ვერ გაიგო. დარწმუნებული ვარ, ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებებიც მიიღო, _ ამტკიცებდა თავბერიძე და დასძენდა, რომ მის სატელეფონო ზარებს ებრალიძე არ პასუხობდა:

_ შვილებს გეფიცებით, არანაირი მოწვევა არ მიმიღია და რომც მიმეღო, არ მივიდოდი სხდომაზე. რატომ არ მაცდიან მე?! დებულებაში გარკვევით წერია, რომ სხდომა მე უნდა მოვიწვიო. ტრიბუნალის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ასევე უკანონო იყო, უკანონოდ დანიშნა სხდომა თავბერიძემ. რატომ არ დამელოდნენ? იქნებ, მე ვნიშნავდი?! _ ამბობდა ებრალიძე ჩვენთან საუბრისას.

გრფფ-ს პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ გამგეობის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობდა: _ ბენია თავბერიძე ყველა ზღვარს გადასცდა _ "ორი თავის" თამაში არ გამოუვიდა.

მე ორი წლის წინ გავიგე, რა კაციცაა და ჩემთან ურთიერთობისას ადამიანობასა და ზრდილობაზე არ უნდა ილაპარაკოს.   ერთ-ერთი ბოლო "დავალების შესრულებისას" მითხრა _  ადრე "შემწვარ-მოხრაკულებით" გვხვდებოდი და ეს რა დაგვმართესო?!

მან მართლაც არ იცოდა სმს-ის გაგზავნა და ეს შეურაცხყოფის მოსაყენებლად არ მითქვამს. ამით მასზე ზეწოლას გავუსვი ხაზი, რითაც  პიროვნებასაც ვიცავდი გარკვეულწილად.

ჯერ ერთი, ვინც მიცნობს და თქვენ კარგად მიცნობთ, ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს დავცინე ოდესმე. სმს-ებს მამაჩემიც არ იყენებს, მაგრამ ბევრი შეედაროს გონიერებაში, პატიოსნებასა თუ პრინციპულობაში! ეს დასაძრახი სულაც არაა. საძრახი დავალების შესრულებაა, თანაც მამისტოლა კაცის მიერ. რომ წავიკითხე მისი კომენტარი, გაკვირვებული დავრჩი. ვიფიქრე, რამე ხომ არ მეშლება,-მეთქი და ჩემს ტელეფონში არქივს გადავხედე (რას იზამ, ძველი თაობა სმს-საც ახლა სწავლობს, ახალ თაობას კი ახალი თაობის ტელეფონები აქვს, რომელიც საუბარს ავტომატურად იწერს). ჰოდა, ბატონ ბენიას, ყველაფერი "ჩამოუყაჭავს"  ჩემთვის _ მაგალითად, ჩოხატაურში ერთი მაღალჩინოსანი რომ ავალებდა _  კახა კარგი ბიჭია, მაგრამ ახლა ზემოდან გვავალებენ და გადაწვეტილება უნდა შეიცვალოსო (მასთან გადიხართ კონულტაციებს, ისიც, თუ ვისთან კონტაქტობს ლანჩხუთში და ათასი დეტალი), მეორე კი "ძალიან კარგია და ამ საქმეში არ ერევაო". არ რცხვენია, ახლა ასე რომ ლაპარაკობს? მეწუწუნებოდა და მეუბნებოდა, ასე ბოზებსაც არ ექცევიანო…, _ აღნიშნავდა ებრალიძე.

ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფდა თავბერიძე და აღნიშნავდა, რომ მასზე არც ზეწოლა განხორციელებულა და არც "კახასთვის ჩაუბარებია "აჩოტები".

რეგიონში მიმდინარე ამ დაძაბული ურთიერთობის და პრესით გაჟღერებული ბრალდებების პარალელურად, თბილისში  არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს სპორტის საზოგადოებამ" ბრიფინგი გამართა და პროკურატურას ებრალიძის საქმიანობის  შესწავლა სთხოვა:

"ჩვენ სახეზე გვაქვს დეფექტური საარჩევნო გარემო, რომლის მთავარი მონაწილეები და მთავარი შემქმნელები დღევანდელი ფედერაციის მესვეურები არიან. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეჭვი არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულზე, აქ, უკვე, ფეხბურთის ფედერაციის წესდება არავითარ კავშირში არ არის. დანაშაული არის მხოლოდ ის, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშია ასახული.

იურიდიული თვალსაზრისით ასეა. სისხლის სამართლებრივ ეჭვზეა საუბარი და ვეყრდნობით კოდექსს. ერთ შემთხვევაში არის უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულება, ასევე, არის ეჭვი დოკუმენტაციის გაყალბებაზე და მრავალი სხვა დარღვევა, რომელსაც ვამუშავებთ და ძალიან მალე წარვუდგენთ საზოგადოებას", _ აღნიშნა პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცობეხიამ.

კახა ებრალიძე ამბობს, რომ დოკუმენტაცია არასდროს გაუყალბებია და არც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაუდენია: _ მეც დაველოდები მოვლენების განვითარებას. არ ვიცი, რაზე საუბრობს ბატონი ცობეხია, მაგრამ ის ვიცი, რომ კანონის წინაშე დანაშაული არ ჩამიდენია. შესაბამისად, არც არაფრის მეშინია. მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ მე მქონდა კანდიდატის ერთპიროვნულად წარდგენის უფლება და ეს არ არის დანაშაული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ებრალიძემ.

ამ განცხადებებს პროკურატურის მხრიდან განცხადება არ მოჰყოლია, თუმცა, 23 სექტემბერს სფფ-ს აღმასკომმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც გურიაში არავინ ელოდა _   ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გურიის რეგიონულ ფედერაციას გოჩა ტყებუჩავა წარმოადგენს. კადრი, რომელიც გრფფ-ს პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ ერთპიროვნულად შეარჩია და რის გამოც მასა და ფედერაციის გამგეობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ამ სხდომას სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია _  თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა:

"ამ უკანონობის "გაპრავებას" ხელს ვერ მოვაწერ. ისევ ტყებუჩავა წარადგინეს, კენჭი უყარეს და ახლა ამაზე მიდის მსჯელობა. იქ იყო მოწვეული ასევე იურისტი, რომელმაც განმარტა, რომ კახა ებრალიძეს აქვს უფლება, პირდაპირ წარადგინოს დელეგატი.

მე ვიცი, რომ ამის უფლება მას კანონით არ აქვს. ამდენი ხანია ,ხალხი ებრალიძეს დასდევს და ვერ ნახეს. ამ სიტუაციაში არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა, ეს არის უკანონობის დაკანონება და ეს არის ახლოს სისხლის სამართალთან", _ განაცხადა ფიფიამ.

კითხვაზე, განიხილა თუ არა აღმასკომმა რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციის აღმასკომის 4 წევრის განცხადება, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ როდის ტარდებოდა აღმასკომის სხდომა, ფიფიამ განაცხადა, რომ ის ამ საკითხის განხილვას არ დაესწრო: "მე არ დავრჩი რაჭა-ლეჩხუმის თემაზე მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ისევ ეს თემა იქნება. როგორც ვიცი, არასამთავრობოები პროკურატურაში ამ საკითხზე განცხადების შეტანას აპირებენ. კარგი იქნებოდა, ზვიად სიჭინავას ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დასახელების პარალელურად, აღმასკომის არჩევნების თარიღიც დაენიშნა. ყველა ადამიანმა თავის ქმედებაზე პასუხი უნდა აგოს. ეს ვუთხარი დღეს მე ჩემ კოლეგებს", _ განაცხადა ფიფიამ.

მისი თქმით, აუცილებელია ჩატარდეს აღმასკომის არჩევნები. ასევე, უნდა იქნას განხილული ძველი 4 წელი, თუ რა პირობებში იღებდა გადაწყვეტილებებს აღმასკომი, ასევე ახალი ბიუჯეტის თემაც და ა.შ.

ფიფიას თქმით, ის აღმასკომის სხდომაში მონაწილეობას მხოლოდ ახალი აღმასკომის არჩევის შემდეგ მიიღებს.

ამ სხდომიდან გაირკვა ისიც, რომ სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალის ხელმძღვანელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გურიის ფეხბურთის ფედერაციას ახალი დელეგატის არჩევა დაავალა და ებრალიძის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო,  გამოსაცვლელი იყო და გამოცვალეს კიდეც.

მართალია, ამაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას განმარტებები არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა  ზურაბ ბიწაძემ აღნიშნა, ის უკანონოდ გაათავისუფლეს: "არ ვიცი, რას მივაწერო ჩემი გათავისუფლება. სამართალს ვიცავდი, სამართლიანად ვიქცეოდი და ეს აღმასკომის წევრებს უნდა ჰკითხოთ, რატომ გადაწყვიტეს ჩემი მოხსნა. უნდა ვნახო, რა მიიღეს, რა გადაწყვიტეს, რატომ, რისთვის, არ ვიცი. ბატონი სიჭინავას დროსაც ხდებოდა აღმასკომის გადაწყვეტილების შეცვლა, მაგრამ ეს არ გამხდარა მოხსნის საფუძველი და დღეს რა მოხდა, არ ვიცი.

აღმასკომი არის გარანტორი დამოუკიდებლობისა და მან ისეთი გადაწყვეტილებები წესდების მიხედვით უნდა მიიღოს და არა იმის მიხედვით, ვინ რას უკარნახებს. ტრიბუნალზე ფაქტობრივად არცერთი მხარის მიმართ მიკერძოებული გადაწყვეტილება არ მიმიღია, ორივე მხარეს გავუუქმე, რადგან ორივე დელეგატი წესების დარღვევით იყო წარდგენილი. არც ის ვიცი გურიის დელეგატის საქმე როგორ განიხილეს, არც ამაზეა ოქმი ფედერაციაში. როგორც ჩანს, წელიწადნახევარი მათთვის სასურველი კანდიდატი ვიყავი და ახლა აღმოვჩნდი არასასურველი", _ აღნიშნა ბიწაძემ.

კითხვაზე, ხომ არ აქვს ეჭვი, რომ ეს უკავშირდება ტრიბუნალის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას გურიის დელეგატთან დაკავშირებით, დავების განმხილველი კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ ეს გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი, ეს ნიშნავს პირდაპირ ჩარევას დამოუკიდებელი ორგანოს მუშაობაში: "არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩემი გათავისუფლება გურიის ფედერაციის დელეგატის წარდგენას უკავშირდება. ტრიბუნალის მუშაობის გარანტი ფეხბურთის ფედერაციაა. აღმასკომის გადაწყვეტილებების გაუქმება ხდებოდა ადრეც, წელსაც მოხდა, მაგრამ აღმასკომს არც კი უცდია რაიმე ფორმით დამკავშირებოდა, ან რომელიმე მედიატორს და მოეთხოვა გარკვეული მოსაზრებების გათვალისწინება.

ახლა თუ ეს მოხდა იმიტომ, რომ ვიღაცის აზრები არ გავითვალისწინე, ეს არის აშკარა ჩარევა. ეს არის გაფრთხილება ფედერაციის ნებისმიერი სუბიექტისთვის, რომ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელიც გარკვეულ სუბიექტებს აწყობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უბრალოდ მოხსნიან. მოხსნა იყო ის ერთდერთი ბერკეტი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას ამ შემთხვევაში ჩემს წინააღმდეგ გააჩნდა.

ვერც წესდებით, ვერც დებულებით სხვანაირად ფეხბურთის ფედერაცია ჩემს საქმიანობაში ვერ ერევა. დავის შემთხვევაში ის ჩვეულებრივ მხარეს წარმოადგენს. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები ერთხმად გამოვლენ ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, დაგმობენ და ისინი, როგორც მომავალი პრეზიდენტები, დადგებიან გარანტორად, რომ დამოუკიდებელი ორგანოს მუშაობა იქნება გარანტირებული და აღიარებული", _ აცხადებს ბიწაძე.

მისი თქმით, სამართლებრივ დავას აუცილებლად აპირებს მას შემდეგ, რაც გაიგებს, რა გახდა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების მიზეზი.

"თუ ეს გადაწყვეტილება იქნება ყოვლად უსამართლო და არასწორი, სამართლის დამცველი, ადამიანი უსამართლობას არ შევეგუები. თუ საფუძველი სამართლიანი იყო, რა თქმა უნდა, ამას არ შევეწინააღმდეგები. მე ამ თანამდებობას იმიტომ დავთანხმდი, რომ ვიცოდი დამოუკიდებელი ვიქნებოდი და ჩემს საქმეში ვერავინ ჩაერეოდა. გუშინდლამდე ასე იყო. დამოუკიდებლად ვმოქომედებთ და შემდეგ სამართლებრივ დოკუმენტებს ვითვალისწინებთ.

ამიტომ არსებობს ყველა ფედერაციაში დამოუკიდებელი დავების განმხილველი ორგანო. შეიქმნა, მუშაობდა და ყველა კმაყოფილი იყო, რომ მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში დავა გადაწყვეტილი იყო. დღეს აღმოჩნდა, რადგან რაღაცა სწრაფად გადავწყვიტეთ, გავითვალისწინეთ, რომ არჩევნები მოსულია, აღმოჩნდა, ვიღაცეებისთვის ჩემი კანდიდატურა მიუღებელია. ჩემთვის ამ წუთას ჩემი გათავისუფლება დაუსაბუთებელია იმიტომ, რომ ოქმი არ არსებობს", _ განაცხადა ბიწაძემ.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ განცხადებას რეაგირება ამ დრომდე არ მოყოლია. განცხადებები არც გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებს გაუკეთებიათ. _ ისინი რამდენიმე სიტყვით  შემოიფარგლნენ:

_ მალადეც მაგენს! მალადეც! ტაში ეკუთვნით მქუხარე! _ ვინ დაიმსახურებს ტაშს, როგორ გააგრძელებენ საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლას დაპირისპირებული მხარეები, 3 ოქტომბრის  შემდეგ გახდება ცნობილი.

მანამდე არჩევნებია ჩასატარებელი, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებით, გურიის ხმას საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავა წარადგენს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

განქორწინება... იტალიურად

სიყვარული "იმათებურად"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

რა გამოწვევები გამოიკვეთა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომაზე

18:54; 11.02.2026
სამართალი

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო

18:18; 11.02.2026
ფინანსები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე

17:51; 11.02.2026
სამართალი

“ორ დაზარალებულს ჩაქუჩით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა”-ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17:39; 11.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 11.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

17:12; 11.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა

15:39; 11.02.2026
პოლიტიკა

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესიდან ადვოკატი გააძევეს

15:27; 11.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

15:00; 11.02.2026
საზოგადოება

სეს-მა არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოავლინა

14:49; 11.02.2026
საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14:44; 11.02.2026
საზოგადოება

უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს

14:24; 11.02.2026
სამართალი

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:15; 11.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვლის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება

13:25; 11.02.2026
სამართალი

ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი ადასტურებს, რომ პროკურატურის კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფია

13:02; 11.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026
0

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო