კანადურმა სპორტულმა ვებ-გვერდმა lastwordonsports.com-მა რაგბის 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ხუთი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილს "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მამუკა გორგოძე იკავებს.
"ზელანდიასთან წაგებულ მატჩში გორგოძე საუკეთესოდ დაასახელეს, მისი რეაქციის შემდეგ კი ის მთელ მსოფლიოს შეუყვარდა. მამუკა მებრძოლი და თავმდაბალია. "მონპელიეში" მას "გორგოძილა", ხოლო საქართველოში "გულივერი" შეარქვეს."_ აღნიშნულია სტატიაში.
გორგოძის გარდა, ხუთეულში მოხვდნენ:
2. ბერნანრდ ფოლი (ავსტრალია)
3. ვან დერ მერვი (კანადა)
4. დენ ბიგარი (უელსი)
5. მაიკლ ლიტჩი (იაპონია).