"ერთ ერთმა რეგიონალურმა გაზეთმა დაბეჭდა ცილისწამებული სტატია პირადად ჩემსა და იმ სკოლის წინააღმდეგ სადაც ვასწავლი" _ ასე იწყებს სოციალურ ქსელში განმარტებებს მამა ვახტანგი (თოხაძე), რომლის დასჯის მეთოდების შესახებ სტატია "გურია ნიუსმა" გამოაქვეყნა.
სტატიაში, ოფიციალური წყაროები ღიად საუბრობენ სამრველო სკოლის პედაგოგის, მამა ვახტანგის დასჯის უცნაურ მეთოდებზე. წერილის მომზადებისას, ბუნებრივია, ჩვენ მამაოსაც დავუკავშირდით, თუმცა, მან კომენტარი იმ მიზეზით არ გააკეთა, რომ მეუფისგან არ ჰქონდა კურთხევა (იხილეთ სტატია).
თუმცა, სტატიის გამოქვეყნებიდან მესამე დღეს "კურთხეული კომენტარი" სოციალურ ქსელში ვიხილეთ:
"მოკლედ მოხდა ასეთი ამბავი _ ერთ უდისციპლინო ბავშვს, ჩემი სიტყვით მეორემ მსუბუქად მიარტყა წკეპლა (და გადის რამდენიმე თვე და უცებ იბეჭდება სტატია, რომ ვიღაცას როზგავენ, არ გასულა რამდენიმე საათიც და მოვიდა რუ 2.. შემდეგ ბათუმიდან ამოვარდნენ (მათი განცხადებით წამებში ქონდათ დრო გათვლილი) მაესტრო და იმედი, ფარულად ჩაწერეს საუბარი, ამოჭრეს და დაამახინჯეს ასე ვთქვათ ინტერვიუები. შემდეგ სასწრაფოდ ჩართეს საქმეში განათლების სამინისტროს ყოფილი თუ მოქმედი ნაცწევრები, რომლითაც სავსეა განათლების სამინისტრო და ეს ხდება დღეს მოქმედი მთავრობის ე.წ ლიბერალური მიმდინარეობის თუ იდეოლოგიის მომხრე პარტიების მხარდაჭრით, და ახლა ველოდებით განათლების სამინისტროს კომისიას, რომელიც ელვისებურად იქნა დანიშნული და იმედი მაქვს მალე გვესტუმრებიან…
აი, რაც მინდოდა მეთქვა აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმე რათქმა უნდა უფრო რთულად არის რადგან ცდილობენ (როგორც მეგობრები მეუბნებიან დახურულ ჯგუფებში რუსოფილად მაცხადებენ და ჩემთვის ნათელია ერთსქესიანთა კავშირის მომხრე პარტიები და მათი მხარდამჭრერები როგორი გაცეცხლებულები არიან. ისე მათ საქებრად უნდა ითქვას დიდი სოლიდარობით გამოირჩევიან, რაც სამწუხაროდ ჩვენ მართლმადიდებლებსა და უბრალოდ ქართველებს არ გვახასიათებს)… აი რაც მინდოდა მეთქვა იმათთვის ვინც ნაც ტელეიზიების რეპორტაჟებიდან ვერაფერი გაიგო…
პ.ს ერთმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა გილოცავ ისეთი ტელევიზიები გაგინებენ, რომელთც საქართველოს მოსახლეობა ეზიზღებათო… მდლობა ნაც ტელევიზიებს ამ სიძულვილისთვის" _ წერს მამა ვახტანგი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ "გურია ნიუსის" მიერ გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ სტატიაზე, რომლის თანახმადაც მამა ვახტანგმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შსს-ს პრესსამსახურის იფნორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლითაა დაწყებული.
ფაქტს უკვე სწავლობს განათლების სამინისტრო და სახალხო დამცველი.