საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ ტელევიზიასთან დაყენებული კამერები "რუსთავი 2"-ს აწუხებს, მისი მოხსნა უნდა მოითხოვოს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ცენტრში განუცხადა.
"არსებობს კანონი და თუ ეს კამერები გაწუხებთ, მისი მოხსნა უნდა მოითხოვოთ. თუ რაიმე სახის უკანონობაა, მანამდე უნდა გააგრძელთ ბრძოლა, სანამ შედეგი არ დადგება. მე როგორც განმარტებებში ვნახე, ეს კამერები ეზოშია და ტელევიზიის უსაფრთხოებისთვისაა. ის არ შედის ტელევიზიის შიდა სამზარეულოში და არავის არ ამოწმებს. ძალიან დიდია აჟიოტაჟი და მე ასე წარმომიდგენია, რომ ეს აჟიოტაჟი გადაჭარბებულია. პარტიული ორგანიზაციის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის ზედმეტად ანგაჟირებული, უსაფუძვლოდ", _ განაცხადა ივანიშვილმა.