საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს და ამბობს, რომ მტავრობა ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანს.
კითხვაზე – რას გულისხმობდა განცხადებაში, რომ პრეზიდენტი არღვევს კანონს, როდესაც ირჩევს, სად შევიდეს და სად – არა და ხომ არ უნდა ველოდოთ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მარგველაშვილთან მიმართებაში? _ ივანიშვილმა ჟურნალისტებს უპასუხა:
"კონკრეტული პასუხი არ მაქვს. მგონია, დღეს იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მთავრობამ უნდა მიიყვანოს ბოლომდე თავისი გადაწყვეტილება ოფისებთან დაკავშირებით. მე რაღაც ეტაპზე გაგებით მოვეკიდე მთავრობის დელიკატურობას, როდესაც ანგარიში გაუწიეს პრეზიდენტის ინსტიტუტს, არ გაამწვავეს ვითარება, არ მისცეს კანონიერი სვლა პროცედურას და დაელოდნენ, რომ პრეზიდენტი გონს მოვიდოდა და მოიქცეოდა ისე, როგორც ეკუთვნის კონსტიტუციას და ქართულ სახელმწიფოს. შეიძლება, ამას ჰქონდა გაგება და გამართლება, მაგრამ რამდენი შეიძლება ლოდინი? თუ ეს ლოდინი გახანგრძლივდა, მე კიდევ ამოვიღებ ხმას და მძაფრად მოვითხოვ, გადაწყვეტილება შესრულდეს. ამ საკითხში ბევრი თანამოაზრე მყავს", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში



































































