ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ადვოკატები საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვას ითხოვენ. კერძოდ, ადვოკატები ითხოვენ, საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"რუსთავი 2"- ის ადვოკატები აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადება ეწინააღმდეგება მისი წარმომადგენლების მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებებს.
"ე.წ. საბალანსო ნაშთები, რომელიც ხელმოწერილი იყო რევაზ ბერიაშვილის მიერ, ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მას ეს დოკუმენტები კომპიუტერში ჰქონდა. ეს ადასტურებს, რომ ეს დოკუმენტი 2006 წელს არ არის შედგენილი", _ განაცხადა "რუსთავი 2"-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.