"ჩანჩურა კაცი, უღირსი, უსინდისო და სამარცხვინო კაცი" – ასე შეაფასა საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა არჩევანში მოსამართლე თამაზ ურთმელიძე. ალეკო ელისაშვილი 7 ნოემბრის მოვლენებთან პარალელებს ავლებს და ამბობს, რომ ხელისუფლებები წინა ხელისუფლებების შეცდომებზე ვერ სწავლობენ.
„ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც აქ ცხოვრება გვინდა. გააჩერეთ ეს პროცესი, ნუ აჯანჯღარებთ, თორემ ჯანჯღარს გაჩვენეთ, არ გამოგვიყვანოთ ასი ათასობით ადამიანი. ორი კვირაა ვსაუბრობთ აბა შევარდებიან თუ არ შევარდებიან. ბებიათქვენისა რა, მოეშვით ამ ყველაფერს.
ასევე მინდა აქ ამ სტუდიაში მყოფ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, სერგო რატიანს მივმართო _ თქვენი ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი დააოკეთ იქ,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

































































