https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თამარ სანიკიძე: თუ ფაქტი დადასტურდა, ნამდვილად არ ვიქნებით სახარბიელო მდგომარეობაში

20:11; 11.11.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალურ ქსელში ფსიქოლოგ მაია ცირამუას განცხადება გავრცელდა. მაია ცირამუა განათლების და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძეს მიმართავდა. განცხადებაში საუაბრია 130-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე. მშობლის თქმით, მის შვილს შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც პედაგოგების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. დისკრიმინაცია კანის ფერის გამო მოხდა. 

"ჩვენ დღეს ველოდებით თქვენს პასუხს თბილისის 130 – ე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ, მშობლები, ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე პრაქტიკოსები, ვხედავთ, რომ მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობის და ბულინგის შემთხვევები ქართულ სკოლებში "ნორმალური" მოვლენაა. ჩვენ ხშირად ღიად ვსაუბრობთ ამაზე, როგორც სხვადასხვა სადისკუსიო სივრცეში, ასევე სოციალურ ქსელებში, მაგრამ ჩვენი ხმა თქვენამდე ვერ აღწევს. მითუმეტეს თქვენამდე ვერ აღწევს იმ მოსწავლეების ხმა, რომლებიც დუმილს ამჯობინებენ, რადგან ეშინიათ "სუსტის" და "ჩამშვების" იარლიყის, რომელსაც მათი მისამართით არ დაიშურებენ თანატოლები, პედაგოგები! ვერ აღწევს იმ მშობლების ხმა, რომლებსაც ეშინიათ, რომ ასეთი ფაქტების გახმაურების შემთხვევაში მაინც ვერაფერს შეცვლიან და მათი შვილები კიდევ უფრო ინტენსიური ჩაგვრის ობიექტები გახდებიან – სასკოლო კულტურაში დამკვიდრებული ტერმინით რომ ვთქვათ, იმიტომ, რომ მასწავლებლები მათ შვილს "გადაეკიდებიან".

თქვენ იცით, იმის შესახებ, რომ უმრავლესობისაგან რაიმე ნიშნით განსხვავებული მოსწავლე ხშირად საკუთარ თავს "ცარიელ ადგილად", გარიყულად, დაცინვისა და დევნის ობიექტად აღიქვამს, სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები კი ამას არ  ან  ვერ ხედავენ და არც კი იციან, როგორ იმუშაონ მსგავს შემთხვევებზე.

თქვენ იცით რა მოხდა აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სკოლაში იმის გამო, რომ სკოლის თანამშრომლები მშობლის პოზიციას – რომ შეეწყვიტათ მისი შვილის დევნა, "პანიკიორობად" აღიქვამდნენ.

თქვენ იცით როგორ დაუპირისპირდნენ გასულ წელს ერთ-ერთ მოზარდს, ერთ- ერთ საჯარო სკოლაში განსხვავებული მოსაზრების გამო.

სანამ თქვენ ამაზე დუმხართ, არაფერს არ ცვლით და კვლავ სასკოლო სივრცეში რჩებიან ადამიანები, რომლებიც პროფესიულ გულგრილობას იჩენენ ძალადობის შემთხვევების მიმართ და მეტიც – თავად გვევლინებიან მოძალადის როლში, ჩვენ გვაქვს განცდა, რომ თქვენ მათ ეთამხმებით!" – წერს მაია ცირამუა.

ქალაქ ოზურგეთში მეორე საჯარო სკოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, განათლების და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე იმყოფებოდა, რომელმაც "გურია ნიუსთან" ინტერვიუს დროს კომენტარი გააკეთა.

"  თბილისში, განცხადება გააკეთა მშობელმა, . სადაც ეწერა, რომ მის შვილს მიაყენეს შეურაცხყოფა, განაცხადის შემოსვლიდან ძალიან მალე  შიდა აუდიტის ჯგუფი და მონიტორინგის ჯგუფი შევიდა სკოლაში და იკვლევენ სიტუაციას, ეს ფაქტი რამდენად დასაბუთდება, მათ დასკვნას  ველოდები.  დადასტურების შემთხვევაში,  ნამდვილად არ ვიქნები სახარბიელო მდგომარეობაში, თუმცა ვერც უმიზეზოდ ვერ დავსჯით ვერავის," – თქვა თამარ სანიკიძემ.

"130-ე სკოლის კოლექტივი შეურაცხყოფილია, გაჩუმებულია, არა იმიტომ რომ სათქმელი არ აქვს… უფრო გაოცებულია, გაოგნებულია…

მესამე წელია მიმი ჩვენი სკოლის მოსწავლეა, ჩვენ გვიყვარს მიმიც და საბაც თანაბრად, განურჩევლად… ვიცავთ მათ უფლებებს, ვზრუნავთ მათზე და ვუფრთხილდებით ბავშვების მომავალს, ორივემ უნდა გააგრძელოს ცხოვრება საქართველოში.

მიმის წლების მანძილზე კარგი ურთიერთობა ჰქონდა კლასელებთან, დამრიგებელთან-დედაშვილური. რას ითხოვთ ქალბატონო რუსა ჩვენგან- ჩავქოლოთ საბა, რომელმაც იგრძნო დანაშაული და ბოდიში უკვე მოიხადა? მოვკვეთოთ ბავშვი სკოლიდან? ან რისთვის უნდა მოიხადოს დირექტორმა ბოდიში-მშობლის ზეწოლისგან რომ დაიცვა მოსწავლე? ნუთუ ქალბატონი რუსა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომ თუ მისი შვილის დისკრიმინაცია ხდებოდა,  ამ დროის მანძილზე ამას მოითმენდა?

საზოგადოება კი დღეს ტალახს ესვრის ჩვენს სკოლას და ვიტანთ, ვითმენთ. დღეს ჩვენ ვართ დისკრიმინაციის მსხვერპლი. კარგია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოპერატიულად ახორციელებს მოკვლევას, ველოდებით შედეგებს.

130-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს შესწევთ უნარი დაიცვან საკუთარი შელახული ღირსება!" – ავრცელებს განცხადებას 130-ე სკოლის დირექცია.

დირექციას კი სოციალურ ქსელში  იმ მოსწავლის ოჯახი ეპასუხება, რომელიც ამბობს, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

"პირველ რიგში, მინდა ამ სკოლამ  შეიგნოს, რომ ბოდიში აღარ მინდა, მე სამართლებრივად დავიცავ ჩემს კონსტიტუციურ უფლებებს სასამართლოში. ბოდიში მინდოდა იქ, მინდოდა, მოვითხოვდი, რომელიმეს ეთქვა და პირობა მოეცა რომ მსგავსი აღარ განმეორდებოდა. ამ სკოლის პრობლემა ისაა, რომ ვერ ხვდებიან რა შეცდომა დაუშვეს.

1. საბას ბოდიში არ მოუხდია. მე არავის ჩაქოლვას არ ვითხოვდი, არც ვითხოვ, ყოველი მათგანისგან ვითხოვდი, რომ მიტრიალებულიყვნენ, საბასთვის აგეკრძალათ მსგავსი საქციელი ჩემ თვალწინ და დამპირებოდნენ, რომ ეს აღარ განმეორდებოდა. მე წავიდოდი და ყელაფერი ჩაივლიდა იქამდე, სანამ ისევ არ გავიგებდი რასისზმის ფაქტებს, ასე უნდა გაგრძელებულიყო ? კიდევ რამდენ ხანს?

2. ზეწოლა ჩემზე იყო, საბა, დირექტორი ორი მასწავლებელი და მანდატური ქალი- მე მიყვიროდა და მიმის, რომ ეგ ამბავი ტყუილია, რომ მიმი იგონებს, რომ მიმიმ რატომ მითხრა, მე, დედამისს ეს ფაქტი. ხოლო, საბას თავზე ხელს უსვამდნენ და ეფერებოდნენ ჩემ წინ. მე არავის შვილს არ დავჩაგრავდი, არც ზრდილობა შემშლია და არც აზრი. ყველამ ჰკითხოს თავის თავს, როცა 5 ადამიანი გეჩხუბებათ – არ იყვირებთ? როცა თქვენ თვალწინ შვილის ატირებენ- არ იყვირებთ?

3. თუ ციცო თხინვალელსა და მიმის დედა-შვილური ურთიერთობა აქვთ, რატომ არ დაიცვა მიმი იმ მომენტში, როცა მის გვერდით საბა ქარსელაძე მაკუნა ზუბიაშვილსა და მიმის ეუბნებოდა რო რასისტია და მიმი აქედან უნდა წაეთრეს აფრიკაში? და ა.შ…

4. მე უკვე აღარ მოვითხოვ არავითარ ბოდიშს არც მაია კოპალიანისგან, არც ციცო თხვინვალელისგან, არც მანდატური ქალისგან და არც მაკა დევდარიანისგან, რომელმაც დღემდე ვერ გაიგო თურმე რატომ უნდა მოეხადა ბოდიში, რომელმაც მიმი და საბა გარეთ გაყარა გაკვეთილიდან იქ გაარჩიეთ ეგო, იმის ნაცვლად დაერიგებინა ის ბავშვი და სკოლის დირექტორისთვის ეთქვა ეს ამბავი…ფიზიკური შეურაცხყოფა რომ მიეყენებინა საბა ქარსელაძეს მიმისთვის, რას იზამდა მაკა დევდარიანი? დევდაირიანმა ჩემს შეკითხვაზე, თუ რა მოხდა მის გაკვეთილზე, განმიცხადა, რომ არ ეხებოდა ეგ საკითხი და არ აინტერესებს და მიმის გაკვეთილზე აღარ შეუშვებს.

5. ვერც ერთი ქალი თუ კაცი ვერ მოითენს 16 წლის ბიჭისგან ხელების შლას, თვალების გადმოყრას, ღრიალს, ყვირილსა და ჩასისხლიანებულ თვალებს. მე თავი ჩამეღუნდა და დარცხვენილი სახლში წავსულიყავი? თითიც არ დამიკარებია ამ ბიჭისთვის, ყვირილზე- ყვირილით ვპასუხობდი, აბა რამ მექნა ხალხო ნუ გადამარიეთ, რა! ჩემმა შვილმა რომ ჩემხელა ადამიანს უყვიროს, როგორც დაისჯება – იცის ეგ.

6. მიმის ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ ზრდილობა არ ეშლება, უბრალოდ თავის დაცვა შეუძლია. საბას უთხრა, მოდი, დამიჯექი გვერდით და ამიხსენი რა შუაშია ახლა აქ აფრიკაო, საბა ქარსელაძე შეურაცხყოფას აყენებს გოგონებს კლასში, მახინჯოს ეძახის, ხოლო მიმის ზანგს.

7. და დიახ, კარგა ხანს ითმენდა მიმი რასიზმს თქვენს სკოლაში, რას მიკეთებენ პედაგოგოები ამ დროს? სპორტის მასწავლებლემა, ზანგი ჩვენს სკოლაში უნდა იყოსო? რამდენ ხანს მომეთმინა? რამდენ ხანს? თქვენ მოითმენდით თქვენი თეთრკანიანი შვილის შეურაცხყოფას წლების განმავლობაში? ყოჩაღ თქვენ თუ მოითმიენდით! თქვენ არ ყოფილხართ დედები და უნდა ჩამოგერთვათ მაშინ დედობა!!!!

ეს ჩემი ბოლო პოსტია, ანუ მე აღარასდროს აღარ მივმართავ ამ სკოლას სასამართლოს გარეშე!"

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15 სექტემბერი, 2026

ჩოხატაურში წყალდიდობაა

ჩოხატაურში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა (ვიდეო)

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო