ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ფარცხმაში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერია ჩამოწოლილი. მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა:
_ სამანქანო გზაა დაზიანებული და უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სკოლის მოსწავლეებს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, _ გვითხრა კუჭავამ.