ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სულიკო ჭელიძის ოჯახი სტიქიამ უსახლკაროდ დატოვა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, კომისია უკვე გაემგზავრა სტქიის ზონაში და დამატებითი ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.
წუხანდელმა სტიქიამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურებში მცხოვრები ნოდარი კეკელიძის საცხოვრებელ სახლს სახურავი გადააძრო. მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები.
გამგეობაში სტიქიისგან მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ყოველ წუთს შედის.
შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები.