
"სოფელში სერიოზული ზარალი არ არის. დილაადრიან მოვიარე თემის ორივე სოფელი. ქაქუთსა და ჭანიეთში ამ დროისთვის შუქი არ არის, ერთ უბანში ელექტროსადენების ბოძია დაზიანებული. თუ სხვაგან არის რაიმე მიზეზი, დავუკავშირდები რაიონულ სერვისცენტრს," _ გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელში მერაბ ბერაძემ.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსის გია ნაკაიძის თქმით, ამ დილით სოფელ ჭანიეთში ენერგო სამსახურის წარმომადგენლები წავლენ.
_არის დაზიანებები, თუმცა დღის ბოლომდე აღდგება და სოფელს საღამომდე დენი მიეწოდება, _ გვითხრა მან.