ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სტიქია უტევს. სურების ხეობაში, სოფელ შუა სურებში მეწყერმა სამანქანო გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით გზის გაწმენდა ადგილობრივი ძალებით უკვე მიმდინარეობს:
_ სამუშაოები დაწყებულია. მუნიციპალიტეტის ტრაქტორიც გზაშია და გზა მალე გაიწმინდება, _ გვითხრა კუჭავამ.