ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი გადახდის აპარატი მოიპარეს.
ძარცვის ფაქტი, როგორც იქვე მომუშავე ადამიანები ამბობენ, სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა. მათივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცავები პატრულირებდნენ.