გურიას რამდენიმე საათია სტიქია უტევს. გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანებულია გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები.
ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა სოფელ ხიდისთავში ხიდს ჯებირი გამოაცალა.
ამ დროისთვის სოფელში საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.








































































