ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თხილის ქურდობის ფაქტები გახშირდა. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რამდენიმე სოფელში – ნაგომარში, ლიხაურში, ორმეთში, ცხემლისხიდში, თხილი ზოგან 100 კგ, ზოგან 300 კგ გაიტანეს სახლებიდან.
შსს პრესსამსახური თხილის ქურდობის ფაქტს მხოლოდ სოფელ ლიხაურში ადასტურებს:
"შემოსულია პოლიციაში ამასთან დაკავშირებით შეტყობინება, სოფელ ლიხაურიდან. გამოძიება დაწყებულია სსკ 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს, სხვა დანარჩენ სოფლებში მსგავსს ინფორმაციას არ ვფლობთ", _აცხადებენ შსს პრესსმასხურში.
თხილის ქურდობის ფაქტს "გურია ნიუსთან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ნაგომარში მიხეილ ცქიტიშვილი ადასტურებს:
"ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ჩემს სოფელში თენგიზ თავართქილაძეს მოპარეს თხილიო, სახლიდან გაიტანესო და არ ვიცი, ეს გავიგე რომ დაკარგა თხილიო", _ ამბობს ცქიტიშვილი.