სამხრეთ ჩინეთში მაშველები მეწყერის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შენზენში კვირას ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 33 შენობა დაინგრა.
როგორც ცნობილია, მაშველებმა ნანგრევებიდან შვიდი ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ სხეულზე მცირე დაზიანებები აეღნიშნებათ, ხოლო 91 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ცხრაასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.






























































