საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო სამ წელში სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს მნიშვნლოვანი ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობას და ხელისუფლების, მთავობის მხრიდან ჩაურევლობას ეხება.
"პირველ რიგში, ჩვენ, სასამართლო ყოველგვარი სახელისუფლებო წნეხისგან გავათავისუფლეთ", _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.


































































