საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის გასაჯაროების შემდეგ გახდა ცნობილი.
„6. წმიდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე. იგი იყო დაბარებული საქართველოს საპატრიარქოში, მაგრამ არ გამოცხადდა. დაადგინეს: კონსტანტინეპოლის II კრების 26-ე და კართაგენის კრების მე-19 კანონების საფუძველზე, მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) აეკრძალოს მღვდელმოქმედება” – ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved


































































