გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
24 დეკემბერს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 07:00 საათიდან 08:00 საათამდე გამოირთვება 35 კვ სალტე (ელექტროგადამცემი ხაზები: ნოსირი, ნოჯიხევი, წყემი, ტეხურა) სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბაშის მომსახურეობის ცენტრის 9479 აბონენტს (ქალაქი 2406 აბონენტი და სოფლები:7073 აბონენტი ნოსირი, კვათანა, ეწერი, სუჯუნა, მარანი-შრომა, წყემი, კეთილარი ); სენაკის მომსახურეობის ცენტრის 7384 აბონენტს (ქალაქი 3123 და 4261 აბონეტი სოფლები: ძველი სენაკი, ნოსირი, ნატოჩაო, გეჯეთი); ხობის მომსაურეობის ცენტრის 4345 აბონენტს (ქალაქი 2209 და 2145 აბოენტისოფლები: კოლხეთი. პირველი მაისი და ალიონი) და მარტვილის მომსახურეობის ცენტრის 12397 აბონენტს (ქალაქი 1889 აბონენტი და 10508 აბონენტი სოფლები: ჯოლევი, მუხურჩა, ონღია, კიწია, ნაგვაზაო, თამაკონი, ბანძა, ჭყონი, კურზუ, აბედათი).
სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.





































































