"ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება" _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც დაადასტურა "გურია ნიუსის" მიერ დილით გავრცელებული ინფორმაცია და დღეს თანამდებობა დატოვა:
_ დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევის თუ პოლიტიკაში წასვლის შესახებ, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად;.
ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი, ამეღო უდიდესი პასუხიმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე, ჩვენს გუნდთან გამეგრძელებინა ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.



































































