თხილის ცხვირგრძელა _ ხოჭოს ფაზაში აზიანებს კვირტს, ნასკვს ყლორტს, ხოლო მატლი _ ნაყოფს.
ბრძოლა: დაზიანებული ნაყოფის შეგროვება და დაწვა.
მეგალე ტკიპა _ აზიანებს საფოთლე და სანაყოფე კვირტებს.
ბრძოლა: შემოდგომა-ზამთარში დაზიანებული ტოტების შეჭრა და დაწვა.
შავი ხარაბუზა _ აზიანებს გამერქნებულ ორგანოებს. დაზიანებული ყლორტები ხმება.
ბრძოლა: ტოტებისა და ყლორტების შეჭრა დაზიანების ადგილიდან 10-15 სმ-ით ქვემოთ და დაწვა. ღონისძიება ტარდება ადრე გაზაფხულზე.
ნაცარი _ აავადებს ფოთლებსა და ყლორტებს.
ბრძოლა: ჩამოცვენილი ფოთლების შეგროვება და დაწვა; 1%-იანი კოლოიდური გოგირდის შესხურება 2-3-ჯერ ვეგეტაციის პერიოდში, 10-15 დღის შუალედით.
ჯაბა ჭეიშვილი, ასოციაცია “ელკანას” კოორდინატორი გურიაში