BBC -ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტიქიას ებრძვიან.
მეტეოროლოგების ცნობით, შტორმი, რომელიც ამერიკის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებს დაატყდა თავს, განსაკუთრებით სახიფათოა.
მაუწყებლის ინფორმაციით, უამინდობას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის დაღუპულია შვიდი წლის ბიჭი. ძლიერმა ქარმა ასევე საცხოვრებელი სახლების ნგრევა გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის სამხრეთ ნაწილს სხვადასხვა სიძლიერის ტორნადომ ოცჯერ გადაუარა.
როგორც ცნობილია, შობის წინ უამინდობა ამერიკისთვის უჩვეულო არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი წლის წინ მისისიპში ტორნადოს შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა ათეულობით ადამიანი.






































































