"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია თანამდებობას საკუთარი სურვილით დატოვებს არასწორია. როგორც გვითხრეს, ნარმანია თანამდებობას შეინარჩუნებს და ეს საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება:
_ ბევრს წერენ, რომ ნარმანიას სახლში წასვლა მოუწევს, თუმცა, ყველა ცდება. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ის თანამდებობას არ დატოვებს და პოლიტიკოსები და ექპერტები ამ საკითხზე სულ ტყუილად აკეთებენ მავანისთვის სასურველ დასკვნებს, _ გვითხრა წყარომ.
ნარმანიას თანამდებობიდან შესაძლო წასვლას გამორიცხავენ მერიის პრესსამსახურშიც. უწყებაში განმარტავენ, რომ მერი საქმიანობას ჩვეულ რიტმში აგრძელებს და მის წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები მხოლოდ ჭორია.

































































