https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რვა გამოცდა გარდაუვალია

18:12; 22.12.2010
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიუხედავად სკოლის მოსწავლეების პროტესტისა, ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრი რვა გამოცდისთვის მზადებას მაინც აპირებს და მოსწავლეებს ცოდნისკენ მოუწოდებს. ისინი სკოლის მოსწავლეებს რეგიონებში სტუმრობენ და მეთორმეტე კლასელებთან საინფორმაციო შეხვედრებს აწყობენ.
გასულ კვირას ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ეროვნული გამოცდების ცენტრის წარმომადგენლები ია კუტალაძე და ივა მინდაძე იმყოფებოდნენ, რომლებიც ორი საათის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს არწმუნებდნენ, რომ წლების შემდეგ, როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდებიან, სიამაყით ეტყვიან, რომ მათ დროს დაიწყო რვა გამოცდის ჩაბარება. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს მათი ახალი წამოწყება და გახდება თუ არა ახალი თაობისთვის რვა საგანი საამაყო.
დღევანდელ ნომერში ამ შეხვედრის დეტალებს გაეცნობით, რომელიც, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის.
ია კუტალაძე: _ ეს პროექტი ახალია და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, როდესაც 2005 წელს, პირველად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება დაიგეგმა, ჩავდიოდით ყველა რეგიონში, ვხვდებოდით აბიტურიენტებს, ვაწვდით ინფორმაციას. დღეს მზად ვართ, ამ შეხვედრაზე მაქსიმალურად ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც თქვენ გაინტერესებთ საატესტაციო გამოცდებზე.
2010 წლის იანვარში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა ამ ახალი გამოწვევის შესახებ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა როგორც სკოლებისთვის, პედაგოგებისთვის, ასევე, ეროვნული საგამოცდო ცენტრისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ახალი პროექტი იყოს ობიექტური, სამართლიანი. პირველი პრობლემა იყო ის, რომ არ გვინდოდა, ეს გამოცდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მსგავსად, ჩატარებულიყო საგამოცდო ცენტრებში. გვინდა ჩატარდეს იქ, სადაც 12 წელი ისწავლა მოსწავლემ, ანუ მოსწავლეებს არ შეექმნათ დისკომფორტი.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით, გახლდათ ის, რომ  სასწავლო პროცესში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებობდა ხარვეზები. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ ამ სისტემაში, ვატარებთ სხვადასხვა კვლევას და ძალიან კარგად ვიცით, რა პრობლემებია და რა სირთულებთან გვაქვს საქმე. ამიტომ გადავწყვიტეთ, პირველ წელს, როცა ეს პროექტი შემოვა, მაქსიმალურად გაგვეთვალისწინება რეალობა და შედარებით ადვილი დავალებები შეგვეთავაზებინა მოსწავლეებისთვის. საკითხთა რაოდენობა შევზღუდეთ და დავტოვეთ მხოლოდ საკვანძო საკითხები, ის საკითხები, რომლის სწავლება აუცილებელია მოსწავლისთვის და რომელიც მან უნდა იცოდეს.
კუტალაძის თქმით, სწორედ სასწავლო პროცესში არსებულმა ხარვეზებმა უკარნახა პოლიტიკოსებს და საქართველოს პრეზიდენტს მიეღო გადაწყვეტილება, რომ  ამ გამოცდებით ბიძგი მიეცა, მასწავლებელს და სკოლას გასჩენოდა მეტი პასუხისმგებლობა, მასწავლებელს მეტი ცოდნა გადაეცა მოსწავლისთვის, უფრო მეტი ემუშავა მასთან.
_ გამოდიან ჩვენი ოპონენტები და ამბობენ, რომ წარმატებულ ქვეყნებში არ არსებობს საგამოცდო სისტემა, ეს არ დაიჯეროთ, ხშირ შემთხვევაში ადამიანები თავიანთი პოლიტიკური მიზნით, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, ბევრ ქვეყანაში ტარდება გამოცდები და მათ შორის წარმატებულ ქვეყნებშიც, _ განაცხადა ია კუტალაძემ.
ივა მინდაძე ამბობს, რომ რვა გამოცდა 20 მაისიდან დაიწყება და ივნისის პირველ კვირაში დასრულდება, რის შემდეგ, ორ კვირაში დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები. მინდაძემ ბავშვებს იმ პროგრამის შესახებ უამბო, რომლითაც მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ რვა გამოცდა. მისივე თქმით, ეს ადვილია, მთავარია ბავშვს ცოდნა ჰქონდეს. მანვე უპასუხა დარბაზში მსხდომ მეთორმეთეკლასელების შეკითხვებს.
_ გამოცდაზე იქნება თუ არა დამხარე საშუალებები?
_ ყველა სამუშაო ადგილზე დაგვხდებათ კალმისტარი და ფურცელი. კალკურატორების შეტანა არ შეიძლება, იგი კომპიუტერებშიც გათიშული იქნება.
_ რა დრო მოგვეცემა გამოცდის ჩასაბარებლად?
_ სავარაუდოდ, თითოეულ საგანში საათნახევარი.
_ მარტივი და რთული კითხვების პასუხები ერთნაირად ფასდება?
_ ერთნაირად ფასდება, იქნება უარყოფითი და დადებითი შეფასება.
_ თუ ვერ ჩავაბარე პირველ წელს სასკოლო გამოცდები, მეორე წელს უნდა ჩავაბარო?
_ მხოლოდ იმ გამოცდას ჩააბარებთ, რომელშიც ჩაიჭრებით. მაგრამ, იმედია, ყველა გადალახავს ამ გამოცდებს.
_ თუ ვერ გადავლახავ, ხომ დამენგრა ცხოვრება?! და რატომ უნდა დამენგრეს მომავალი ერთი საგნის გამო?
_ ყველას გისურვებთ, რომ ჩააბაროთ ეს გამოცდები, ვინმემ თუ ვერ ჩააბარა, მგონი ამით მომავალი არ დაენგრევა.
_ ატესტატის გამოცდა თუ ვერ ჩავაბარე, ეროვნულ გამოცდებზე ვერ გავალ?
_ სტუდენტობის წინა პირობა არის ის, რომ მოსწავლეს ჰქონდეს ატესტატი, ამის შემდეგ აბიტურიენტი ხდება, რაც მისთვის აუცილებელია. ორი კვირის განმავლობაში ხდება ცნობილი, ვინ მოიპოვა ატესტატი. თუ არ აქვს ადამიანს ატესტატი, მას არ აქვს უფლება, გავიდეს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე.
_ როდის შეგვეძლება ახალი პროგრამაზე მუშაობა ინტერნეტში?
_ ეს პროგრამა მარტში იქნება ვებ-გვერდზე. ამ ეტაპზე იგეგმება პრობაცია 7000-მდე მოსწავლისთვის, სამწუხაროდ, ოზურგეთი არ არის ჩართული ამ პროცესში.
_ არ გვინდა ფიზიკა, რა ვქნათ?
_ მე მინდა დაგეხმაროთ, ძალიან ვწუხვარ ფიზიკა, რომ არ იცით, ისე, როგორც საჭიროა. ეს პრობლემა ცნობილია და ვაცნობიერებთ, რასთან გვაქვს საქმე, არა მარტო ფიზიკა, ბევრი პრობლემა იყო: ტრიმესტრული სწავლება, ზოგ სკოლაში საერთოდ არ იყო ქიმიის მასწავლებელი, არსებობს ასეთი სკოლაც, სიზარმაცის ბრალიც არის, მოსწავლეებს არ უნდა ფიზიკის სწავლა, ზოგი სკოლის ბრალია, ზოგი კიდევ სახელმწიფოს, ბევრი კომპლექსური პრობლემაა, რომელიც სხვადასხვა მიზეზით არის განპიროვნებული. ფიზიკა თუ არ ვიცით, ეს ძალიან ცუდია, მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ ფიზიკას, ქიმიას და საერთოდ ყველა საგანს.
_ როდის გავიგებთ სატესტაციო გამოცდის შედეგებს?
_ ივნისის შუა რიცხვებში. შეიძლება იყოს მყისიერადაც.
_ პროექტის ავტორმა თავად თუ იცის საბუნებისმეტყველო საგნები?
_ ბევრი ავტორი ჰყავს ამ გამოცდებს, პროგრამისტები არიან. ცხადია, იციან ეს საგნები.
_ რატომ არ დაიწყეს ამ გამოცდების ჩატარება დაბალ კლასებში?
_ მახსოვს, 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების წინ, ძალიან დიდი მღელვარება იყო, მაშინაც ამბობდნენ, რომ რატომ იწყებთ წელსო, როდესმე ხომ უნდა დაიწყოს. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ შევხდებით ერთმანეთს, თქვენ იქნებით ამაყები, რომ სწორედ თქვენ იყავით პირველები, ვინც ჩააბარა ეს რვა გამოცდა.
_ ეროვნული გამოცდებზე შედარებით იოლი იქნება თუ არა?
_ გპირდებით იოლი იქნება.
_ შეგვიძლია თუ არა რომელიმე გამოცდაზე არ გავიდეთ?
_ შეუძლია მოსწავლეს არ გავიდეს რომელიმე გამოცდაზე, მაგრამ ვერ მიიღებს ატესტატს.
_ მოსწავლე, რომელსაც საგნებში 6,7 ქულა ეწერება, შეძლებს ამ გამოცდების ჩაბარებას?
_ არ ვიცი, მე ვერ გეტყვით, რომელ სკოლაში რისთვის იწერება ექვსი ან შვიდი ქულა.
და ბოლოს, გურიის ახალგაზრდულმა გაზეთმა ერთ-ერთ მთავარ შეკითხვაზე თვით ეროვნული საგამოცდო ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის კომენტარი მოიპოვა. შეკითხვაზე _ როგორ უნდა ჩააბაროს მოსწავლემ საბუნებისმეტყველო საგნები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში არ უსწავლიათ, _ ის პასუხობს:
_ შესანიშნავად ვიცი, რა პრობლემებიც არსებობს სწორედ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებასთან დაკავშირებით.  სხვათა შორის, ადრე მე ვიყავი ერთ-ერთი მომხრე იმისა, რომ 2011 წელს არ ჩაგვეტარებინა საატესტატო გამოცდები და ვადა გადაწეულიყო. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, სრულიად დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება დროულია. დავუშვათ, მეცხრე-მეათე კლასელებს ვუთხარით, ორი წელი გაქვთ წინ სამეცადინოდ, რადგან გამოცდების ჩაბარება მოგიწევთ. მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასელებს რას ვეუბნებით? _ იცით, თქვენ შეგიძლიათ არ იმეცადინოთ და მაინც მიიღებთ ატესტატს. ისეთი შეგძნება მაქვს, რომ თითქოს მათ ხელს ვკრავთ ასეთი გადაწყვეტილებით, თითქოს აღარ მაინტერესებს შენ ისწავლი, თუ არ ისწავლი, როგორი იქნები შემდეგ და იქნები თუ არა წარმატებული, შენზე უარს ვამბობ, სამაგიეროდ, მეცხრე კლასელებზე ვიზრუნებ აუცილებლად და სხვა თაობაზე… მე პირადად, არც ერთი მოსწავლე არ მემეტება იმისთვის, რომ სავალდებულო საგნებში საბაზისო, ელემენტარული ცოდნა არ ჰქონდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნაკლები პრობლემა შევქმნათ, მაგრამ, ასე ვთქვათ, იძულების მეთოდი გარკვეულ სიტუაციებში ძალიან კარგად მუშაობს და უფრო მეტსაც გეტყვით: როდესაც კითხვას სვამენ იმასთან დაკავშირებით, რაში მჭირდება ქიმია და ფიზიკა, როცა ჰუმანიტარულზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და მომავალი ფილოლოგი ან ისტორიკოსი ვარ, კატეგორიულად არ ვეთანხმები. მოსწავლეს თუ დღეს არ ესმის, რაში სჭირდება საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნა, მე ძალიან კარგად ვიცი, რაში დასჭირდება მომავალში. სჭირდება კერძოდ იმაში, რომ ეს არის მისი წარმატების საწინდარი. იმაზე უკეთ იმ უნარებს, რომელშიც ჩვენ გამოცდას ვუტარებთ აბიტურიენტებს,  მოსწავლეს არაფერი განუვითარებს ისე, როგორც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება. ვიმეორებ, არ მინდა უარი ვთქვა ამ თაობაზე და გავწირო წარუმატებლობისთვის. მართალია, ვაიძულებთ მე-12 კალესელებს, რომ აუცილებლად ისწავლონ, ან გაიმეორონ განვლილი მასალა, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს მათი მომავალი წარმატებისთვის კეთდება.
P.S. გასულ კვირას ქალბატონი მაია მიმინოშვილი ჩოხატაურში იმყოფებოდა. ამის შესახებ გურიის ახალგაზრდული გაზეთისთვის არავის უცნობებია. როგორც ჩანს, ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა არ მიიჩნია საჭიროდ შეხვედრაზე ჩვენი დასწრება, ან კიდევ ქალბატონ მიმინოშვილს არ სურდა ჟურნალისტებთან საუბარი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

14:49; 2 ივლისი, 2026
21-ს ქვევით

როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

21:13; 21 ივნისი, 2026
21-ს ქვევით

ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

10:39; 18 ივნისი, 2026
21-ს ქვევით

რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

15:32; 27 მაისი, 2026
21-ს ქვევით

შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

15:42; 18 მაისი, 2026

რატომ მოუხადა მოსწავლეებს ბოდიში მუზეუმის დირექტორმა

სიურპრიზი უცხოეთიდან დაბრუნებულ გუბერნატორს

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო