"მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" -ის ფარგლებში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო ხვნის ბარათებს მიიღებს. ბარათების მოკითხვა შესაძლებელია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მესამე სართულზე. საკონტაქტო პირი: ავთო ჩხაიძე. ტელ: 595 42 36 68
აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები არიან:
ფერმერები, რომელთა საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ჯამური ფართობი არ აღემატება 1,25 ჰა-ს.
ფერმერები, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ფართობების ჯამი არ აღემატება 1,25 ჰა-ს.
ამავე დროს, ფერმერთა საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰა-ს.
პროექტის ფარგლებში მოსარგებლეები მიიღებენ სუბსიდიას სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათის ან ''აგრო ბარათზე'' დარიცხული ქულების სახით.
(R)


































































