გავლენიანმა გაზეთმა "უოლ სტრიტ ჯორნალმა" ბოლო ათი წლის განმავლობაში აშშ–ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი 25 ტოპ-მენეჯერის სია გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდ ბონუსებს მაღალტექნოლოგიური და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები იღებენ. მათ ამ სიაში 7 წარმომადგენელი აღმოჩნდა. უოლ-სტრიტის კომპანიების ტოპ-მენეჯერებს 5 ადგილი ერგოთ.
აშშ–ის 25 ყველაზე მაღალანაზღაურებად ხელმძღვანელთა შორის წარმომადგენლები საყოფაცხოვრებო საქონლის, ელექტროენერგეტიკის, ფარმაცევტიკის, ნავთობწარმოების, უძრავი ქონების, ტურიზმისა და სამთო-მომპოვებელ სფეროში მომუშავე კომპანიების ტოპ-მენეჯერებსაც ჰყავთ.
აშშ–ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერი ლარი ელისონია, რომელიც, ამავე დროს, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია "ორაკლის" დამფუძნებელიცაა. მან ბოლო 10 წლის განმავლობაში 1,84 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
მეორეა ტურისტული ინტერნეტ-პორტალ IAC-ის ტოპ-მენეჯერი ბერი დილერი, რომელმაც ათ წელიწადში 1,14 მილიარდი დოლარი მიიღო.
მესამე ადგილი Occidental Petroleum Corp-ის გენერალურ დირექტორ რეი ირანს ხვდა წილად, რომელმაც 857 მილიონი გამოიმუშავა.






































































