დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა გერმანიის ეროვნულ ინტერესებში შედის. აღნიშნული განცხადება THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა გააკეთა.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ და საკუთარი სარგებლისთვის სისტემა დაიცვან.
"დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის განსხვავებული აზრი არ არსებობს, რადგან სოციალური სისტემებით არიან დაინტერესებული,"_აცხადებს მერკელი.
მისივე თქმით, ხანგრძლივი დროით მიღებული გადაწყვეტილებებისგან წარმოქმნილი პრობლემები შესაძლოა კრიზისის დროს გამოჩნდეს.
"ევროპის ეკონომიკურმა კრიზისმა აჩვენა, თუ როგორ სწრაფად შეიძლება ინტეგრაციისთვის ნაბიჯების გადადგმა, ხოლო გრძელვადიანი გადაწყვეტილებებით გამოწვეულმა პრობლემებმა, შესაძლოა, კრიზისის დროს თავი იჩინოს,"_აღნიშნა მერკელმა.






































































