რამდენიმე წუთია ზესტაფონში დაიწყო საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრა, სადაც მასპინძლის სტატუსით მოთამაშე თერჯოლის "საპოვნელას" ლანჩხუთის "გურია"უპირისპირდება.
ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა "გურიამ" შინ 3:0 მოიგო, მაგრამ მეორე წრისთვის, გურულების დარად თერჯოლელებმაც გადაახალისეს და გააძლიერეს შემადგენლობა.
პირობითად მასპინძლისათვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. "საპოვნელა" 8 ქულით ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება დღევანდელ მეტოქეს.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობით დაიწყეს შეხვედრა:
გურია – იმერლიშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი, ბენეტი, ნუნიესი, კვეკვესკირი, ზაზულია, გამყრელიძე, ალავერდაშვილი, მოროზენკო, ჟუნიორი.
საპოვნელა – სომხიშვილი, ჩიკვილაძე, ჭელიძე, ვაჭარაძე, ოდიკაძე, შარიქაძე, კოშკაძე, ბოლქვაძე, მაკარიძე, მიქაბერიძე, დვალი.
მსაჯი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)