გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    თიბისის ციფრულ ბანკში  გულების მარათონი იწყება 

    საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

    სტიქიით დაზარალებულები ადეკვატური დახმარების მოლოდინში

    1176 სამშენებლო ობიექტიდან 218-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდა- შრომის ინსპექცია

    “ეს ომი ისრაელს არ დაუწყია”

    როდიდან გამოიდარებს საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    დასრულდა შუა ფარცხმისა და დაბის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები

    ზოგისთვის მხოლოდ “გაჭიანურებული პროცესი”, ზოგისთვის კი არასრულფასოვანი ბავშვობა!

    “როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები” _ დასვენებაზე ამღერებული მასწავლებლები ლანჩხუთის მესამე სკოლაში

    მაშო პაიჭაძე _ პატარა მლოცველ-მგალობელი

    ცეცხლოვანი შოუ და ბაიკერების მარში – ასე დახვდა ნეაპოლი თავის გმირებს

    “ჩემო სიყვარულო თბილისო” _ სოფი ლორენის ვაჟი თბილისს ქართულად უმღერის

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    ბებიას წესი და მარიფათი: „საფერცვალებოდ, პირველ რიგში,  ჭყინტი სიმინდი და კვახი უნდა მოვხარშო“

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ვიღუპებით ბატონო ზვიად!!!“

    გურიის პრეზიდენტი – “ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი”

    „ერთხელ პარლამენტში“

    „მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

    16 თავ-ხელმოკვეთილი ლიხაურელი _ გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები

    „ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!“

  • ფეისბუქსტატუსები

    პედიატრი: ეს პანიკური აშლილობაა, რომელიც შეიძლება ბავშვებზეც გავრცელდეს!

    ლევან ნიკოლეიშვილი: ამის პატიებაც კი არავისთვის არ შეიძლება

    “ტაძრის ქვით შემოსვისას, გუმბათიდან ჩამოვარდა” _ თეა დარჩია მიმართვას ავრცელებს

    “ეს ბოლო ძაღლია ჩემი სოფლის ქუჩაზე” _ რას წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე

    „გაუგონარი თავხედობის, დაუდევრობის და უკანონობის მომსწრე ვართ“

    “ეს ის ბიჭია, გუშინდელ ვიდეოზე თავები რომ გაიგიჟეთ” _ რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში

  • 21-ს ქვევით

    “რა? სად? როდის?”- ინტელექტუალური თამაშის შედეგები ჩოხატაურში

    “ტვინების ბრძოლა” – ვინ გახდნენ ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულები ჩოხატაურში

    “ლალი და მანანა” ჭანჭათის საჯარო სკოლის სცენაზე _ საოცრად არტისტული შესრულება

    ჩოხატაურში, მინი ფეხბურთში სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

    ვინ არიან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრებების გამარჯვებულები ჩოხატაურში

    ოზურგეთელი მოსწავლეების წარმატება – ინოვაციური ხედვები და მიდგომები

  • მსოფლიო

    ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების გადაწყვეტილებას ვეტო დაადო

    Spotify სამუშაო ადგილებს ამცირებს

    გაუქმებული ავიარეისები და ძლიერი ყინვა რუსეთში

    ვულკანის ამოფრქვევას 11 ტურისტი ემსხვერპლა (უცხოეთი)

    BBC – მაკრონს არ სჯერა ჰამასის დასასრულის- „ამას ათი წელი დასჭირდება“

    ამერიკელი სენატორები  ბაიდენს მოუწოდებენ აკრძალოს ფრენები ჩინეთთან

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ადმინისტრაციაში ცნობა პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ დაცული არ არის!

3:05; 1.05.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამდენიმე გაგზავნილ წერილზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მხოლოდ ერთხელ მივიღეთ პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის ცნობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაცული არ არის. მიუხედავად კანონის ვალდებულებისა, ადმინისტრაციის უფროსმა, დავით ტყეშელაშვილმა არ გვიპასუხა, სად არის დაცული აღნიშნული ინფორმაცია. “გურია ნიუსმა” კიდევ ერთი წერილი ცოტა ხნის წინ გააგზავნა და იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო ინფორმაცია ვერც ამჯერად მივიღეთ, სასამართლოს მივმართავთ.

ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილი თანამდებობის პირისთვის შეუფერებელ მდგომარეობაში მახათას მთაზე _ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალზე გამოჩნდა.

კადრებში, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, კარგად ჩანს, როგორ ერევა ფეხი საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც წონასწორობას ვერ ინარჩუნებს.

სააკაშვილი, საძირკვლამდე ისე მივიდა, რომ პატრიარქს არ დაელოდა და მოგვიანებით ილია მეორის სავარძელშიც ჩაჯდა; მისთვის მიცემული დისკის ჯიბეში ჩადებას დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ასევე უშედეგოდ დასრულდა ქვეყნის პირველი პირის მცდელობა, არ დაეხუჭა თვალები და მტკიცე მზერა ჰქონოდა.

ამ კადრების ნახვისას, საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ნაწილმა მიიჩნია, რომ პრეზიდენტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ შესაძლოა სააკაშვილს ნარკოტიკები ჰქონდა მიღებული.

სტუდია GNშ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს წითელი ღვინის დალევა უყვარს:

_ ძირითადად, სვამდა წითელ ღვინოს. ჭამაც და სმაც იცის თავისებური, გარკვეული წესების _ სადღეგრძელოების გარეშე და სხვა. შეუძლია დალიოს საკმაოდ ბევრი წითელი ღვინო, რომელმაც იცის თრობა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოვთქვამ ვარაუდს და არ ვიცი, მართალია თუ არა, რომ ეს არ იყო წითელი ღვინო _ უფრო შამპანურს ჰგავდა მისი მოქმედების მიხედვით, _ თქვა ბერძენიშვილმა.

პარტია “თავისუფალი საქართველო” მიხეილ სააკაშვილისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საგანგებო პრესკონფერნეციაზე პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ მიმი გაბრიჩიძემ განაცხადა:

_ ამგვარი ეჭვების არსებობა ქვეყნის პირველ პირზე, დამღუპველია საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის. აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარება, რომელიც უნდა განახორციელონ ევროპიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი ექსპერტიზის მიკერძოებულობაზე, _ აღნიშნა გაბრიჩიძემ.

ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ თრობას ხშირ შემთხვევაში ერთნაირი სიმპტომები აქვს. სამართალდამცველების თქმით, რთულია, სპეციალური შემოწმების გარეშე დაადგინო, რის ზემოქმედების ქვეშაა საეჭვო ადამიანი.

ოზურგეთის მთავარი პროკურორი, კახა კოჩივარი, კითხვაზე, როცა ადამიანს ფეხი ერევა, წონასწორობას ვერ ინარჩუნებს და ნივთს ჯიბეში დიდხანს ვერ იდებს, ნიშნავს თუ არა, რომ იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, გვპასუხობს, რომ არ იცის და ამ კითხვაზე პასუხი სპეციალისტებმა უნდა გაგვცეს.

ასეთივე პასუხს გვაძლევს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით ცირეკიძე:

_ ბატონო დავით, როდესაც ადამიანი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაა, როგორ უნდა მივხვდეთ? თუ ჯიბეში რაიმეს ვერ იდებს, თუ ფეხი ერევა, თუ თვალებს ვერ ახელს, შეიძლება ითქვას, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაა?

_ მაგ კითხვაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ. ამას ნარკოლოგი ადგენს.

_ ამ კითხვას თქვენ იმიტომ გისვამთ, რომ გამოცდილი ადამიანი ხართ, ბევრი ასეთი კატეგორიის ადამიანი გეყოლებათ დაკავებული…

_ ძალიან ბევრი თვისებები აქვს. არ ვიცი, ვერ გეტყვით.

_ ბატონო დავით, კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ და იმედია, ტელეფონს არ გაგვითიშავთ. ის ვიდეო თუ ნახეთ, როცა პრეზიდენტი მახათას მთაზე იყო?

_ არ მინახავს.

_ მას ის სიმპტომები ჰქონდა, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ.

_ ეგ შეიძლება გადაღლილობის ბრალიც იყოს. მე არ მინახავს პირადად, მაგრამ, ადამიანს შეიძლება ფეხი შეეშალოს გადაღლილობის გამო. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნარკოლოგს შეუძლია.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გურიის განყოფილების უფროსს, ტატო ვასაძეს აღნიშნული ვიდეო არ უნახავს და ამბობს, რომ შესაბამისი დასკვნის გარეშე კონკრეტული პასუხის მიღება შეუძლებელია:

_ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან როცა გვაქვს კონკრეტულ პირზე ინფორმაცია, გადაგვყავს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში და იქ არიან ექიმები, რომლებიც ადგენენ მიღებული აქვს თუ არა ნარკოტიკი მოქალაქეს.

_ როგორც გამოცდილი პოლიციელი, შეხედვით მიხვდებით, კონკრეტული პიროვნება ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა თუ ალკოჰოლის?

_ შეიძლება შეატყო. თუმცა, დაზუსტებისთვის სპეციალური დასკვნაა საჭირო.

_ ნახეთ თუ არა ვიდეო, რომელშიც პრეზიდენტი მახათას მთაზეა გადაღებული?

_ არ მინახავს.

_ პრეზიდენტი სწორედ იმ მდგომარეობაშია, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არ იყო ალკოჰოლური თრობა. ამიტომ, მხოლოდ პროფესიული თვალით გვაინტერესებს, როგორ შეიძლება ეს დადგინდეს სპეციალური გამოკვლევის გარეშე, გარეგნული დათვალიერებით…

_ არ ვიცი. ეს შეიძლება გითხრათ ექიმმა, რომელიც გამოკვლევას ატარებს.

გურიის ნარკოლოგიური ცენტრის უფროსი გია თავბერიძე, ჩვენს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომების შემდეგ ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ალკოჰოლი გამორიცხულია.

_ ბატონო გია, როგორ უნდა მივხვდეთ, ადამიანი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა თუ ალკოჰოლის?

_ ეს კლინიკურად გამომჟღავნდება. თუ ალკოჰოლი აქვს მიღებული, სუნი ექნება. ორთავეც შეიძლება ერთად ჰქონდეს მიღებული _ ჯერ ალკოჰოლი დალიოს, შემდეგ ნარკოტიკი გაიკეთოს ან სხვა სახით მიიღოს.

_ სიმპტომები როგორია _ რას აკეთებს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი?

_ სხვადასხვანაირი გამოვლინება აქვს. ზოგს ეიფორია აქვს, ზოგი მოდუნებულია, ზოგს ჭამის მადა ემატება _ სიმპტომები სხვადასხვანაირად გამოიხატება სხვადასხვა ნარკოტიკების მიღების შემდეგ.

_ როდესაც ჯიბეში ვერ იდებს რაღაც ნივთს, ერევა ფეხი, თვალებს ვერ ახელს?

_ ე.ი ჰალუცინოგენები _ ტაბლეტები აქვს მიღებული.

_ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ასე იყოს?

_ დიახ. ეგ სიმთვრალის ბრალი აღარ არის უკვე. არის სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. ამ ბოლო დროს არის ასეთი ნარკოტიკი _ “ნიანგი”, რომელსაც კუსტარულად ღებულობენ და რომელიც დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

_ ბატონო გია, ხომ არ გინახავთ ის ვიდეო, რომელშიც პრეზიდენტია გადაღებული მახათას მთაზე?

_ არა.

_ რაც სიმპტომები ჩამოგითვალეთ, ყველა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს.

_ მაგას ვერ გეტყვით. ეგ მე არ ვიცი. მაგ სიმპტომებით არ შეიძლება დასკვნის გაკეთება. შეიძლება, წნევის ცვალებადობა იყოს _ ან მაღალი ჰქონდეს, ან დაბალი. თქვენ არ იფიქროთ, რომ რაკი პრეზიდენტი ახსენეთ, იმიტომ ვამბობ ამას. უბრალოდ, მე გითხარით ის, რაც ვიცი.

უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მახათას მთაზე მყოფი პრეზიდენტის მდგომარეობა, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტისთვის სამარცხვინოა: _ აშკარად არაადეკვატური იყო ვითარების, სიტუაციის და მდგომარეობიდან გამომდინარე. ორიენტაციაში აშკარად ჰქონდა ჩავარდნები. მე არ ვარ სპეციალისტი და არ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, ეს იყო ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური ზემოქმედება, თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ თუ ეს მონტაჟი ან კიდევ ფაბრიკაცია არ არის, აშკარაა, რომ პრეზიდენტი არაფხიზელ მდგომარეობაში წარუდგინეს საზოგადოებას, რაც ქვეყნის ავტორიტეტისთვის სამარცხვინოა და ეს ჩვენს ხელისუფლებას, მინიმუმ, ჩრდილს აყენებს.

პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისის ერთ-ერთი ლიდერი მარინე სუნგულია ამბობს, რომ მახათას მთაზე მყოფი პრეზიდენტის ირგვლივ ბევრი შეკითხვა გაჩნდა: _ როცა ვიდეოს ვუყურებდი, გამიჩნდა შეგრძნება, რომ პრეზიდენტი თავს ფიზიკურად ვერ იმორჩილებდა და ქმედებებს გონებით ვერ აკონტროლებდა. იქ ძალიან ბევრი ნიუანსი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ერთი დეტალი დამამახსოვრდა _ როცა მას მიაწოდეს დისკი, სააკაშვილი ცდილობდა ჯერ პიჯაკის ჯიბეში ჩაედო, იქ რომ არ ჩაეტია, შარვლის ჯიბეზე გადაინაცვლა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან დისკი, თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე, ვერანაირად ვერ ჩაეტეოდა ჯიბეში (შარვლის და პიჯაკის ჯიბეში ჩადების კი არა, ჩატენვის მცდელობა ჰქონდა), რასაც ფხიზელ გონებაზე მყოფი კაცი არც კი ეცდებოდა. მისი გამომეტყველებაც იმაზე მეტყველებდა, რომ არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში. ის იმასაც კი ვერ მიხვდა, რომ პატრიარქის სავარძელში არ უნდა ჩამჯდარიყო, მაგრამ ფინალი, როცა სავარძელში ფეხები ერთმანეთს გადააჯვარედინა და ონავარი ბავშვივით იქნევდა, ჩემთვის დასტური იყო იმისა, რომ ის არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში. მე ვერ ვიტყვი, ეს იყო ალკოჰოლის თუ სხვა რაიმე ნარკოტიკის ზემოქმედება _ ეს სპეციალისტებმა უნდა დაადგინოს, თუმცა, ვიტყვი, რომ კადრებიდან გამომდინარე, ის ფხიზელი ნამდვილად არ ყოფილა, _ აღნიშნა სუნგულიამ.

სააკაშვილი მახათას მთაზე

სააკაშვილი მახათას მთაზე

სააკაშვილი მახათას მთაზე

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

07:02; 22 თებერვალი, 2021

სამი მოთხოვნა, რომლის დათმობას დათიაშვილი არ აპირებს

ადმინისტრაციის უფროსი მოქალაქეებს "მობოდიალე ადამიანებად" მოიხსენიებს!

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ მოვითმენთ” – თავდაცვის მინისტრი

16:19; 4.12.2023
საზოგადოება

რომელ პროდუქტზე რამდენით შემცირდა ფასი – საქსტატის კვლევა

16:03; 4.12.2023
მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების გადაწყვეტილებას ვეტო დაადო

15:43; 4.12.2023
მსოფლიო

Spotify სამუშაო ადგილებს ამცირებს

15:18; 4.12.2023
მსოფლიო

გაუქმებული ავიარეისები და ძლიერი ყინვა რუსეთში

14:29; 4.12.2023
საზოგადოება

“ბი­ჭე­ბი მან­ქა­ნა­ში და­იწ­ვნენ” – ცნობილია, ვინ არიან ავარიაში ტრაგიკულად დაღუპულები

14:20; 4.12.2023
პოლიტიკა

კომიტეტმა „სასაქონლო ნიშნების შესახებ” კანონში ცვლილების თაობაზე იმსჯელა

14:05; 4.12.2023
საზოგადოება

გურიაში, მანდარინის კრეფის სეზონი, აქტიურად დაიწყო

13:46; 4.12.2023
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

13:30; 4.12.2023
მსოფლიო

ვულკანის ამოფრქვევას 11 ტურისტი ემსხვერპლა (უცხოეთი)

13:24; 4.12.2023
პოლიტიკა

“ტყუილის ქადაგებით, კიდევ უფრო დააკლდებათ ამომრჩევლები”- კალაძე

13:06; 4.12.2023
საზოგადოება

„ჯერ  „ხამსას“ სეზონია“: გარჩეული ქაფშია, ერთი კილოგრამი 7 ლარად

12:53; 4.12.2023
პოლიტიკა

“სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ” _ ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

12:22; 4.12.2023
ფეისბუქსტატუსები

პედიატრი: ეს პანიკური აშლილობაა, რომელიც შეიძლება ბავშვებზეც გავრცელდეს!

12:00; 4.12.2023
საზოგადოება

ფაქტ-მეტრი:TikTok-ი საქართველოში პრორუსული პროპაგანდის მზარდი გამტარია

11:34; 4.12.2023

დღის ფოტო

დღის ფოტო

ისევ გურია “გურია ნიუსთან” ერთად

12:47; 23.11.2023
0

გომისმთაზე ბარაქიანად თოვს

13:16; 17.11.2023

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

პედიატრი: ეს პანიკური აშლილობაა, რომელიც შეიძლება ბავშვებზეც გავრცელდეს!

12:00; 4.12.2023
0

ლევან ნიკოლეიშვილი: ამის პატიებაც კი არავისთვის არ შეიძლება

19:09; 3.12.2023
გურია ნიუსი

[email protected]
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2023 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო