https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

    ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

    ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უკმაყოფილო მოსახლეობა და კმაყოფილი გამგებელი

3:05; 16.05.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ ასეთია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის არაერთი მცხოვრების აზრი, რომლებსაც აქ ორი დღის განმავლობაში ვხვდებოდით.

_ სოციალური დახმარების თხოვნით დაწერ განცხადებას? უფრო და უფრო მაღალი ქულა მოგივა. სამსახურს მოითხოვ? ძველებურად ისევ “ჩაწყობა” და კაცი გჭირდება. ამათ რომ ჰკითხო, ვითომ არაა ფული და ნაცნობობა. ხმას ამოიღებ და უკმაყოფილებას გამოხატავ გამწარებული ადამიანი? დამთავრდა შენი საქმე, აკრული გაქვს იარლიყები: “ოპოზიციონერია,” “ოპოზიციონერთა კუთხეა”, “ოპოზიციური სოფელია”… ასე გვამკობენ ჩვენი ხელისუფალნი. არ უხარიათ, თუ გლეხიკაცი პირდაპირ, ილიას არ იყოს, ფერუმარილის გარეშე, ეუბნება სათქმელს? რომელი ტერორისტები ან ჯაშუშები ჩვენ ვართ, რომ მართალი სიტყვის თქმით საფრთხე შევუქმნათ საკუთარ თავს ან ქვეყანას? _ გულს იოხებენ ჩვენთან მოსაუბრე ლიხაურელები და განსაკუთრებით ხვნა-თესვის გამო სწუხან, რადგან, მათივე თქმით, სოფელში თითქმის ვერ ნახავთ ოჯახს, რომელსაც ნისიის გარეშე შეეძლოს სიმინდის დათესვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლიხაური სახელოვანი ისტორიის მქონე მრავალრიცხოვანი სოფელია. მის ჭირ-ვარამზე სრულყოფილად სასაუბროდ, ის ორი დღე, რომლის განმავლობაშიც აქაურებს შევხვდით, სრულყოფილად ვერ ასახავს ლიხაურელთა ყოფას, მაგრამ ზოგადი სურათის შესაქმნელად კმარა. ახლა სოფელში ხვნა-თესვისთვის ფაცი-ფუცია და ყველგან ერთი და იგივე ისმის: “ნისიად პენსიამდე”, “ნისიად თხილობამდე”, “ნისიად შემოდგომამდე”. 30-ლარიანი ვაუჩერი, რომლის დარიგებაც მოსახლეობისთვის ნახევარი წლით ადრე მოხდა, მათ გაჭირვებას ვერ შველის, რადგან ვიდრე ნაღდი ანგარიშსწორების დრო დადგა, საწვავის ფასი თითქმის 50 თეთრით გაიზარდა: _ ასეთი თაღლითური დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს _ რას შველის ეს ვაუჩერი, 1000 კვმ საყანე ფართობზე ხვნა-თესვის ხარჯსაც ვერ დაფარავს სრულად, _ გვეუბნებიან აქაურები.

ლიხაურელებს ძირითადი სახნავ-სათესი ფართობი _ 120 ჰა, ლეკიანში, ჩოლოქთან ახლოს, შკერიათად წოდებულ ტერიტორიაზე აქვთ.

_ თუმცა, ჯერ იქ არავინ წასულა, იმდენად ძვირია ხვნა-თესვის საფასური, წელს ჩოლოქთან, ალბათ, ბევრი ვერ დათესავს ყანას, _ ამბობს ლიხაურელი შოთა სალუქვაძე, _ იქ ზოგს 2 000 მეტრი აქვს, ზოგსაც _ 5 000. რას ვიზამთ 30-ლარიანი ვაუჩერით? ვერ იტყვი, რომ ამხელა სოფელში ვინმე კარგად ცხოვრობს _ ერთი ოჯახი არ იქნება, ყანა ნისიის გარეშე დათესოს. საწვავის გაძვირებასთან ერთად, ტრაქტორისტებმაც მოუმატეს ფასს, მათაც რა ჰქნან? ძველი ტრაქტორები ჰყავთ და სულ ფუჭდება. ჩვენთან 1 000 კვმ საყანე ფართობის დახვნა 35-40 ლარი ღირს, ჩოლოქთან მდებარე ფართობში კი 45 ლარს ამბობენ… იქ ბევრი ვერ დათესავს წელს.

მერაბ გირკელიძე ერთნაირად წუხს უმუშევრობასა და გაჭიანურებულ ხვნა-თესვაზეც: _ ეს ახალგაზრდები რომ უმუშევრები არიან, გულს მიკლავს. ჩემი ერთი შვილი მუშაობს, მეორე სახლში ზის. ასი კაციდან რომ ათიც არ მუშაობს, ეს ახალი ამბავი არაა. ხვნა-თესვა გვიანდება, ამინდიც გაჭირვეულდა _ თუ წვიმა არ მოვიდა, გაძნელდება დახვნა. ხელზე ფული არავის აქვს, ნისიად ხნავენ. სამუშაო რომ იყოს, ყანის დახვნა ვის გაუჭირდებოდა? ყოველ წელს ასეა, საქმე წინ არ მიდის.

ჩვენმა ლიხაურელმა რესპონდენტებმა ახალჩამოყვანილ ტრაქტორებზეც ისაუბრეს, რომლებიც ნაკლებ საწვავს მოიხმარენ, სწრაფად და შეფერხების გარეშე ხნავენ: _ თუმცა, შპს “მექანიზატორში” ნისიად ვერავის გაეკარები, ადგილზე უნდა გადაიხადო და თან, ერთი თვე მაინც მოცლა არ ექნებათო, უთქვამთ. სულ ოთხი ტრაქტორია და რამდენს გაწვდება? ტელევიზორში კი მოგორავს და მოგორავს იმდენი ტრაქტორები, თვლა არ აქვს. შარშან, თურმე, ლიხაურშიც მოუყვანიათ ერთი ახალი ტრაქტორი, ამიერიდან სოფლის იქნებაო, უთქვამთ და ოცი დღეც მდგარა ტრაქტორისტ ლევან გორდელაძის ოჯახში, მერე კი, როგორც მოიყვანეს, ისე წაუყვანიათ უკან, _ ამ ინფორმაციის მომწოდებელმა ვინაობის გამხელა არ ისურვა და მითითებულ ოჯახს მის გარეშე ვეწვიეთ.

_ ახალი ტრაქტორი მართლაც იდგა ჩემს ეზოში, ალბათ, 20 დღით, მაგრამ ეს არ იყო სოფლის. მე ვმუშაობდი იმ ორგანიზაციაში და ისე წამოვიყვანე სახლში. სოფლისთვის არ მოუციათ, _ ამბობს ლევან გორდელაძე.

კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი, რომ ის ახალი ტრაქტორი სოფელ ლიხაურისთვის იყო გამოგზავნილი, გორდელაძემ ისევ უარყოფითი პასუხი გაგვცა, თუმცა, საუბარში მისი მამა ბატონი ანზორი ჩაერთო: _ ადრე კი ითქვა, სოფლის იქნებაო, თუმცა, მერე რაღაც გაერთიანება მოხდა და წაიყვანეს. საერთოდ, წელს დახვნა-დათესვა შედარებით ძვირია, მაგრამ ტრაქტორისტებიც ხომ ჩვენი მეზობლები და ადამიანები არიან. მე ცოტა რაღაც გამეგება ხელობისა და ხშირად მაკითხავენ გასაკეთებლად. ძველი ტექნიკაა და სულ ფუჭდება, ბევრი ზეთი სჭირდება, ამორტიზირებულია ეს ტრაქტორები და ცალმხრივად ნუ ვიტყვით, რაც შეუძლიათ, ხელს უწყობენ ხალხს, რომ ნისიად დაუხნან. ერთი სიტყვით, ხარჯიანია ეს ძველი ტრაქტორები, რომლების ახლა საკუთრებაში გადასცეს ცალკეულ პირებს.

_ რად გინდა ჩემი გვარი და სახელი? მე არ მერქვას, ნეტავ, რაც მქვია! დახმარებას არ მაძლევენ და პოლისს, ჩემი რძალი მუშაობს, რაღაც 40 ლარს იღებს და ვინ ვარ, რომ გითხრათ, იმასაც გამომიგდებენ იქედან. დავრჩებით მერე ერთი ტომარა პურის ფქვილის გარეშე, _ გვითხრა ერთმა ქალბატონმა.

ტრაქტორისტი გივი შავიშვილი იმ დროს შეგვხვდა, როცა საყანე ფართობში მიდიოდა. მასთან გასაუბრება არ გაგვჭირვებია, ტრაქტორი გააჩერა და ხვნა-თესვის პრობლემებზე გვესაუბრა: _ მე 30 ლარს ვითხოვ 1000 კვმ საყანე ფართობის დახვნაში. ლიხაურში ექვსი ტრაქტორი მუშაობს სულ და ასე ვიცი, ყველა ამ ფასში ურიგდება მოსახლეობას. აბა, რა ვქნათ? თან ყველა ნისიაა, ხომ არ გგონიათ, ვინმეს ხელზე ფული აქვს? თხილის იმედად გვპირდებიან ვალის გადახდას, ზოგსაც პენსია ეიმედება. შენ ის თქვი, თხილის მოსავალი თუ არ იქნა! ყველაფერი ძვირია და უფრო ნაკლებად როგორ უნდა ვიმუშაოთ?

ლიხაურელთა შორის, სოციალურად დაუცველი და ინვალიდიც ბევრია, რომელთაც მრავალი პრობლემა აწუხებთ და საკმაო მორიდებით გამოთქვამენ საწუხარს.

თეა ბურჭულაძე 32 წლის, შეზღუდული შესაძლებლობის პირია _ აქვს ცერებრალური დამბლა. დედა, ნანი ბურჭულაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ერთჯერადი დახმარება გაუწია, პენსიასაც იღებს 100 ლარის რაოდენობით, თუმცა, პოლისის გამოყენებას ვერ ახერხებენ: _ ამ ზამთარში თეას შეტევითი ტკივილი ჰქონდა, ძლივს ჩავიყვანეთ საავადმყოფოში და იქ მთელი ამბავი დაგვჭირდა, რომ მოეხედათ. პოლისს ზედაც არ შეხედეს, მერე დარეკვით და ვიღაცის ჩარევით მოვაგვარეთ საქმე. ეტლიც არ აქვს ნორმალური, 32 წლისაა და ერთხელ თბილისში შემოწირული ეტლი აჩუქეს. მერე დიდი დრო გავიდა და საკმაოდ დაზიანდა, შეფერხებით მოძრაობს, ჩემი შვილისთვის ეტლი უმთავრესი რამ არის, რომ გადაადგილდეს თავისუფლად. რა ვქნა, თხოვნაც მერიდება და ვინმესთან მისვლაც, _ ამბობს ქალბატონი ნანი.

“გურია ნიუსი” გურიის ინვალიდთა ასოციაციის მენეჯერს, კუკური ლომაძეს დაუკავშირდა და თეა ბურჭულაძის მდგომარეობის შესახებ ესაუბრა. ბატონი კუკურის განცხადებით, მშობელმა საჭირო დოკუმენტაციით უნდა მიმართოს ასოციაციას, აიყვანენ აღრიცხვაზე და მალე მიიღებს ახალ ეტლს.

სოფელ ლიხაურში მცხოვრები სამამულო ომის მონაწილე ერთადერთი ქალბატონი, 90 წლის ქეთევან მელუა-დობორჯგინიძე 18 წლის ასაკში უკვე ფრონტზე იყო და ომის დამთავრებამდე ასეულობით კილომეტრი ფეხით განვლო რუსეთის, უკრაინის თუ ბელორუსიის ტრამალებზე. წიგნს სათვალის გარეშე კითხულობს, გაზეთს და ჟურნალს არ დატოვებს გადაუთვალიერებელს. ყველაზე ძალიან ის განიცადა, რომ გამარჯვების დღის ზეიმზე არავის გახსენებია: _ შარშან გამომიგზავნა მიშამ 200 ლარი, მადლობელი ვარ, მაგრამ წელს არ გავახსენდი არავის. ალბათ, მკვდარი ვგონივარ მაგათ, სოციალური დახმარებაც უბოდიშოდ მომიხსნეს, მიუტან ამბავს? მადლობელი ვარ, რომ მომიხსენით,-თქო, _ კეთილ ღიმილს ირონიას ატანს ქალბატონი ქეთევანი. ომის დღიურები, მშვენიერი კალიგრაფიით და ზუსტი ქრონოლოგიით აქვს შედგენილი, სად, როდის და რა ხანგრძლივობით იმყოფებოდა; _ მე მედდა ვიყავი, უმეტესად საკვების კონტროლი მევალებოდა. ჯერ მე უნდა გამესინჯა საჭმელი _ ასეთი იყო ფრონტის კანონი. ისე, ბევრს ახლა შინ არ აქვს ისეთი სამჯერადი საკვები, მაშინ ომში რომ აჭმევდა სტალინი ხალხს! _ ნიშნისგებით ამბობს ფრონტგამოვლილი ქალბატონი. მას უკვე შვილთაშვილის შვილები ჰყავს, ერთი ახლა შეეძინათ და როგორც მის ოჯახში ამბობენ, საკეისრო კვეთაში 1 200 ლარი აქვთ გადასახადი, თუმცა, ფული არ აქვთ და არ იციან, პატარა გიორგის სანამ ამყოფებენ საავადმყოფოში.

ამავე ოჯახის წევრი, ქალბატონ ქეთევანის რძალი, ნაირა დობორჯგინიძე საგონებელშია ჩავარდნილი: _ დახმარება და პოლისი მოგვიხსნეს, მრცხვენია თქმა, მაგრამ ამ მოხუცის პენსიის შემყურე ვართ. რძალმა საკეისრო კვეთით იმშობიარა. მრცხვენია საავადმყოფოში მისვლა _ ღმერთმა მაჩუქა პატარა გიორგი, იქ კი საყიდელი მყავს. ახლა პასპორტს დავტოვებთ, ალბათ, მაგრამ საიდან ვიშოვო ამდენი ფული? ნუთუ უფასო მშობიარობა არ უნდა იყოს ასეთი დემოგრაფიული მაჩვენებლის მქონე ქვეყანაში?

უკან დაბრუნებისას, ლიხაურის ცენტრში თავმოყრილ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცებს გავესაუბრეთ, რომელთაგან ერთი ამავე სოფლის რწმუნებული აღმოჩნდა.

_ ბატონო სოსო, სოფელში ბევრს საუბრობენ ხვნა-თესვის პრობლემებზე, ხალხს 1000 კვადრატული მეტრის ფართობის 35-40 ლარად დახვნა ძვირად მიაჩნია.

_ დახვნა ტრაქტორისტის საქმეა, მე ვერ ვეტყვი, უნდა დახნავს, უნდა ჴ არა! რა ქნას, ნისიად ხნავს.

_ ძალიან ბევრს საუბრობენ გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, წყალი, გზა და გაზი სანახევროდაც არ გვაქვსო, _ ამბობენ.

_ ერთბაშად მოსკოვი არ აშენებულა(?!) და გზა კეთდება, ვერ ხედავთ? გამორთე მაი აპარატი, მე გეუბნებით პეტრეს და თქვენ წერთ პავლეს(?).

_ ჩართულიც იმიტომაა, რომ რასაც ამბობ, იმას წერს. რამდენი უმუშევარია თქვენს 1000-კომლიან სოფელში, თუ დაგითვლიათ? ხალხი უკმაყოფილოა, ბევრია სოციალურად დაუცველი.

_ გათიშე ეგ, ნელ-ნელა კეთდება ყველაფერი. მე ვარ, პირადად, კმაყოფილი და ხალხი არის თუ არა კმაყოფილი, შენ ჰკითხე(?).

_ რომ ვკითხე, იმიტომ გეუბნებით. ხელფასი რამდენი გაქვთ, ბატონო სოსო?

_ შენ რამდენი გაქვს?

_ კითხვას მე გისვამთ საჯარო მოხელეს.

_ 560 ლარი.

_ კი იქნებით კმაყოფილი, იცით, თქვენ ასე ახალგაზრდას გაქვთ ასეთი ხელფასი, თქვენი თანატოლების 80% კი ამ ქვეყანაში და თქვენს სოფელშიც უმუშევარია. ეს არ გაწუხებთ?

_ მე არ დამითვლია, რა გინდათ თქვენ!

ასე შეწყდა ჩვენი საუბარი ლიხაურის გამგებელთან. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ ვეწვევით ამ სოფელს. ახლა აქ გზის საფარის დაგება დაიწყეს. მოასფალტება სოფლის ცენტრამდეა დაგეგმილი, თუმცა, ნიაბაურის უბნის მცხოვრებლები სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ამხელა ტექნიკა რაკი დაიძრა, ჩვენი დაფლეთილი გზებიც გააკეთონო.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გადარჩენილი ოშკი და იშხანი თურქული ოკუპაციის ცოცხალი ძეგლის სანაცვლოდ

"პრესკონფერენციაზე არასდროს ვსვამ ისეთ კითხვას, რომ მერე შემრცხვეს მისი გამოჩენა..."

ყველა სიახლე

საზოგადოება

სენაკში დაშავებული პაციენტები რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს

21:07; 6.03.2026
სამართალი

“იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”- ბრალდებულს 13 წელი მიესაჯა

19:52; 6.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19:35; 6.03.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

19:03; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი და კოსი საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

18:45; 6.03.2026
პოლიტიკა

ანიტა ჰიპერი: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას

18:38; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი: ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის

18:33; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები

18:09; 6.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

17:47; 6.03.2026
პოლიტიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი: საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის

17:18; 6.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:06; 6.03.2026
საზოგადოება

სენაკში ტაქსიში დაგროვილი გაზი აალდა – არიან დაშავებულები

16:54; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი

16:51; 6.03.2026
სამართალი

რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს გურიაში და რომელ წესს არღვევენ ხშირად მძღოლები (სტატისტიკა)

16:45; 6.03.2026
საზოგადოება

როგორ შევარჩიოთ საძინებლის ავეჯი

16:45; 6.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო