შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. მისი გახსნა კი "ბლექსი -არენას" დირექტორის დიმიტრი ბერიძის ინფორმაციით , ივლისის თვეშია დაგეგმილი. როგორც ბერიძე აღნიშნავს, 2016 წლის სრული პროგრამა მალე გახდება ცნობილი.
"გვაქვს ამბიციური გეგმები, ვგეგმავთ კონცერტებს, ასევე იგეგმება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, სპორტული, შეგვიძლია რომ გავმართოთ საცირკო წარმოდგენებიც, გამომდინარე დარბაზის უნივერსალებიდან , შეიძლება ბევრი სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება. პირველი ღონისძიება იქნება კონცერტი, თუ ვისი, შეგნებულად ვერ დავასახელებთ ჯერ, იმიტომ, რომ საბოლოო შეთანხმება კონტრაქტის სახით ჯერ არ არის მიღწეული, შესაბამისად , ჯერ ვერ გავამხელთ, ვისთან გვაქვს მოლაპარაკება. ძირითადად უცხო ქვეყნის მუსიკოსებზეა საუბარი, თუმცა კონფიდენციალურია, იმღერებენ ადგილობრივი მომღერლებიც.„_ამბობს დიმიტრი ბერიძე. მისივე ინფორმაციით, დარბაზში ყველა მისადგომი არის ადაპტირებული. “ შენობა გათვლილია შეზღუდული შესაზლებლობების მქონე პირთათვის, შუა იარუსში 25 ბეტლი არის განსაზღვრული მათთვის. დარბაზის მშენებლობა 200 მილიონ ლარს აჭარბებს. შენობა გათვლილია 25 000 მაყურებელზე"-ამბობს "ბლექსი -არენას" დირექტორი დიმიტრი ბერიძე "გურია ნიუსთან"
.