ევრო 2016-ის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი მატჩის გამართვამდე მარსელში ინგლისის ნაკრებისა და ქალაქის მაცხოვრებლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა გულშემატკივრები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს, ხოლო ინგლისის ნაკრების 2 გულშემატკივარი დააკავეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ერთ-ერთი გულშემატკივარი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, დაპირისპირების დროს მას სკამი მოხვდა თავში.
მაუწყებლის ცნობით, დაპირისპირება დედოფალ ვიქტორიას სახელობის პაბთან, მას შემდეგ მოხდა, რაც ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები დაბანაკდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები სკანირებდნენ:_ "ისლამური სახელმწიფო" სად ხარ?"
ინგლისის ფეხბურთის ნაკრების მხარდამჭერთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის, კევინ მაილსის თქმით, ადგილობრივი მაცხოვრებლები ინგლისელი გულშემატკივრების პროვოცირებას ცდილობდნენ.
"საფრანგეთის პოლიცია ძალიან მოდუნებული იყო და მათ ჩხუბის საშუალება მისცა, ხოლო სიტუაცია მოგვიანებით ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გაანეიტრალა, ხოლო ინგლისის ნაკრების რამდენიმე გულშემატკივარი, რომლებმაც მომხდარს პროვოკაცია უწოდეს, დააპატიმრა,"_განაცხადა მან.
ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებსა და მარსელის მაცხოვრებლებს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოს ნახვა მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ.
როგორც ცნობილია, ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩი, შაბათს, 11 ივნისს გაიმართება.