ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, პარტია "თავისუფალი საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა ძიმისტარაშვილი საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს.
ძიმისტარაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “თავისუფალი საქართველო“ “პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანდა.
“დავტოვე “თავისუფალი საქართველო“, რადგან ეს პარტია კოალიციაში “პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად ეცდება ხმების მოპოვებას.
არანაირი საქმე არ მაქვს ისეთ პარტიასთან, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულია.“ _ ამბობს გოჩა ძიმისტარაშვილი, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში "პატრიოტთა ალიანსის" სიიდან მოხვდა, რომელიც აპრილში დატოვა და კუკავას პარტიაში გადაინაცვლა.