"მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების ინტერესი გაზრდილია სოფლის მეურნეობის მიმართ და უკვე არის ტენდენცია, ამ კუთხით მიიღონ განათლება, დღეისთვის ჩვენ საქართველოში მაინც გვჭირდება 3200 ვეტერინარი!" – თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მედიატურის მონაწილე ჟურნალისტებთან საუბრისას. "ასევე გვჭირდება 150 სურსათის უვნებლობის სპეციალისტი. ჩამოგვყავს და თანხას ვუხდით უცხოელ სპეციალისტებს. არსებობს პროგრამები, სრულფასოვანი სწავლება შეიძლება იყოს ჩვენთან და არა მაინც და მაინც უცხოეთში."
აქვე ითქვა ისიც, რომ აგრარული უნივერსიტეტი ზოოვეტერინარებს არ ამზადებს და უფრო მეტიც, უახლოეს წარსულში ქართველ ხალხს არწმუნებდნენ კიდეც, რომ ჩვენში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა არ აქვს.
ოთარ დანელიამ ისაუბრა ასევე ვეტერინარიის დეპარტამენტის მობილიზებულ მზადყოფნაზე, რომ ის ზრუნავს ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნებასა და კონტროლზე, ადგენს ცხოველებისა და ადამიანების საერთო საშიში მასობრივი, გადამდები დაავადებების გაჩენა-გავრცელების მიზეზებს და იღებს საჭირო ზომებს დაავადებების პრევენციის, პროფილაქტიკის, ლოკალიზაციისა დალიკვიდაციის უზრუნველსაყოფად.