https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა მოხდა შემოქმედში რვა წლის წინ

7:01; 10.01.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მან ამ პოსტზე “საკუთარ პროფილს მორგებული” კახა ასკურავა შეცვალა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შაფაქიძემ ოზურგეთი, ოჯახთან ერთად, 7 წლის წინ დატოვა და მშობლიურ რაიონს მხოლოდ გასულ წელს დაუბრუნდა. წასვლის მიზეზად კი საკმაოდ მძიმე ბრალდება _ მკვლელობაში თანამონაწილეობა სახელდება.
2003 წლის თებერვალში, გურიის ამჟამინდელი გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის ქორწილის მეორე დღეს, დღისით, მზისით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ცენტრში, ძმისა და მეგობრის თვალწინ 30 წლის ვანიკო ქილიფთარი მოკლეს. მომხდარი მკვლელობის მოწმე უამრავი ადამიანია, თუმცა, არავინ არის ისეთი, რომელმაც ვანიკოს მკვლელი დაინახა.
ამ მკვლელობის მიზეზის რამდენიმე ვერსია არსებობს: 8 წლის წინ, 16 წლის შემოქმედელი ახალგაზრდა, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგიტა სურგულაძე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. არსებული ვერსიით, მას დიდი რაოდენობით ფული ჰქონდა მოგებული ციხეში მყოფ პიროვნებასთან და ამ ფულის ამოღებაში ე.წ. “ძველი ბიჭები” იყვნენ ჩართულები. თუმცა, დღემდე დაუდგენელია, აიღო თუ არა ეს ფული სურგულაძემ, რადგან მოგებიდან მალევე ის გაუჩინარდა, მის ძებნაში კი პოლიციასთან ერთად “შავი სამყარო” და “გავლენიანი” ხალხი ჩაერთო. 
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სურგულაძის გაუჩინარებამ შემოქმედელი ახალგაზრდები ორ ბანაკად დაყო და მათ შორის დაპირისპირება დაიწყო. ამას ისიც დაემატა, რომ ვალერი ჩიტაიშვილის ქორწილიდან წამოსულ ქილიფთრების ბიძაშვილს მანქანაში გოჩა ჩიტაიშვილი და მისი მეუღლე ჩაუსხდნენ. გზაში მათ შელაპარაკება მოუვიდათ და გაბრაზებული ჩიტაიშვილი მეუღლესთან ერთად მანქანიდან გადავიდა. სწორედ ამ საკითხის გარჩევა მოხდა მეორე დღეს სოფლის ცენტრში. ვანიკო ქილიფთარს, მეგობართან და ძმასთან ერთად, ქალაქში ბიძაშვილის ამოსაყვანად გადაუწყვეტია წასვლა. სოფლის ცენტრში მისულებს თანასოფლელმა ახალგაზრდებმა მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. მანქანიდან პირველად ვანიკოს ძმა, კახა ქილიფთარი გადმოვიდა, რომელიც ბიჭებმა “გვერდით” გაიყვანეს. ძმას ვანიკოც გადმოყვა და დაიწყო შელაპარაკება, რომელსაც რამდენიმე წუთში გასროლის ხმა მოჰყვა.
_ ბიჭო, მომკლეს, _ ეს იყო ვანიკო ქილიფთარის ბოლო სიტყვები.
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ვანიკოს მკვლელობის მომენტში სოფლის ცენტრში 14 ადამიანი იდგა, უშუალოდ მკვლელობის ადგილზე კი _ 6. მკვლელობიდან რამდენიმე საათში ეს ადამიანები სოფლიდან გაუჩინარდნენ.
როგორც მოგვიანებით სასამართლო პროცესზე ავტომანქანის მძღოლმა და ქილიფთრების მეგობარმა კობა სიხარულიძემ თქვა, მას არ დაუნახავს ვინ ესროლა ვანიკოს. მკვლელის ვინაობა არც კახა ქილიფთარს დაუსახელებია.
ძმის მკვლელობიდან ძალიან მალე კახა ქილიფთარი დააკავეს და ბრალად იარაღის უკანონო შენახვა-ტარება წაუყენეს, თუმცა არსებობდა საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქილიფთარის დაპატიმრება ბევრის ინტერესში შედიოდა, რადგან მან კარგად იცოდა ძმის მკვლელის ვინაობა და შურისძიებას აპირებდა. უფრო მეტიც, არსებობს მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ ოზურგეთის პოლიციის იმდროინდელ უფროსს ზაზა ჩუბინიძეს ტელეფონით ვიღაც დაუკავშირდა და უბრძანა, სასწრაფოდ დაეკავებინათ კახა ქილიფთარი იარაღის უკანონო ტარებისთვის. მითითებული იყო დაკავების ადგილი, დრო და ისიც, თუ სად უნდა “ენახათ” იარაღი სამართალდამცველებს. კახა ქილიფთარი ამ ზარიდან ერთ საათში სოფელ წითელმთაში დააკავეს, თუმცა, ერთ თვეში გამოუშვეს. ცნობილია, მისი თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში, ვანიკო ქილიფთარის მკვლელობის დროს სოფლის ცენტრში მყოფი არც ერთი ახალგაზრდა ოზურგეთში და მით უმეტეს მშობლიურ სოფელში არ გამოჩენილა.
ძალიან მალე პოლიციამ საქმე გახსნილად გამოაცხადა და ვანიკო ქილიფთარის მკვლელად გოჩა ჩიტაიშვილი დაასახელა. საქმეში ჩიტაიშვილის აღიარებითი ჩვენებაც დევს, სადაც ნათქვამია, რომ იარაღი ქილიფთარს მან ესროლა. თუმცა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ვანიკოს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. დღემდე დაუდგენელია, ვის მიერ მოქნეული დანა მოხვდა ვანიკო ქილიფთარს.
ამ ამბიდან 2 წელიწადში საკუთარ ეზოში მოკლეს ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე კახა მენაბდე, რომელიც გუბერნატორის დღევანდელი მოადგილის ლაშა შაფაქიძის სიძე იყო. პოლიციის ვერსიით, მენაბდე სნაიპერის ტყვიით მოკვდა. საქმე დღემდე გაუხსნელია. თავიდან ეჭვი კახა ქილიფთარზე მიიტანეს, თუმცა, მას საკმაოდ მყარი ალიბი აღმოაჩნდა _ მენაბდის მკვლელობის ღამეს იგი გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს აწ უკვე ყოფილი უფროსის, შოთა ჭანუყვაძის სახლში იმყოფებოდა, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია.
მკვლელობის არა, მაგრამ სხვა რამდენიმე “საშიში” დანაშაულისთვის რამდენიმე თვის წინ კახა ქილიფთარი გაასამართლეს და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, როგორც საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას. ამ დაკავების შემდეგ, შემოქმედში 7 წლის წინ წასული ადამიანები ისევ დაბრუნდნენ და ჩვეულებრივი ცხოვრება განაგრძეს.
ვანიკო და კახა ქილიფთარების დედა ნაზი ქილიფთარი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელი მხოლოდ ჩიტაიშვილი არ არის და მკვლელები ხელისუფლებაში არიან:
_ უტყუარი ვერსიაა, რომ ლაშა შაფაქიძე ვანიკოს მკვლელობის დროს იქ იყო. მას დიდი ცოდვები მიუძღვის. მაგის მფარველი ვალერი ჩიტაიშვილი იყო და არის დღემდე.  დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია სამართალი, მე რომ ვნახო? _ გვითხრა ნაზი ქილიფთარმა.
_ ქალბატონო ნაზი, თქვენს შვილს, კახას 15 წელი მიუსაჯეს და თქვენი თქმით ამაში წვლილი იმ ადამიანებს მიუძღვით, რომლებიც ვანიკოს მკვლელობის დროს სოფლის ცენტრში იმყოფებოდნენ.
_ ამაში დიდი დამსახურება გუბერნატორ ჩიტაიშვილს და მის მოადგილე ქილიფთარს მიუძღვით. მათი მიზანი იყო, რომ კახა დიდი ხნით მოეშორებინათ და კარგი ცხოვრება ჰქონოდათ.
_ სანამ კახას არ დაიჭერდნენ, შაფაქიძე აქ ფეხს ვერ ჩამოადგამდა და არც ჩამოსულა, _ საუბარში ჩაგვერთო ოჯახის უფროსი რომან ქილიფთარი.
_ როგორც გვითხრეს, კახა ლაშა შაფაქიძეს ემუქრებოდა.
_ არა. სად ნახა რომ დამუქრებოდა?!
_ ოფიციალურად ვანიკოს მკვლელობის საქმე გახსნილია და მკვლელი, რომელმაც იარაღიდან ისროლა, სასჯელს იხდის. მაგრამ დასკვნის მიხედვით, ვანიკოს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
_ საქმის მასალების მიხედვით, ყველაფერში ჩვენ ვართ დამნაშავე. თითქოს ამათ დაიწყეს ჩხუბი. მაგათგან დიდი ფული აიღო პროკურატურამ და საქმეშიც ის დევს, რაც მათ აწყობდათ. სასამართლოზე არც მე და არც ჩემი მეუღლე არ გამოვუძახებივართ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულ მხარეს წარმოვადგენდით, _ ამბობს ნაზი ქილიფთარი.
მისივე თქმით, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი დამნაშავეებს მფარველობ: _ თუ გინდათ, რომ სიმართლით დაიწყოთ და სიმართლით დაამთავროთ, ამ საკითხს გვერდს ვერ აუვლით _ ესენი ამდენი წელია გუბერნატორის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. ჩემი შვილი დაჭრილი რომ დატოვა სოფლის ცენტრში, ჩიტაიშვილის ეზოში იდგა შაფაქიძე, სუფრა იშლებოდა და ქეიფს აპირებდა ქორწილის მეორე დღეს. ამ დროს დაურეკა მათ შოთიკო ჭანუყვაძემ, რა ქენით ვანიკო მოკალითო?! სწორედ ამ ზარის შემდეგ დატოვეს სოფელი.
_ ქალბატონო ნაზი, მკვლელობის მომენტში ხომ თქვენი მეორე შვილი იქ იმყოფებოდა? მას არ უთქვამს, რა მოხდა სინამდვილეში?
_ კახას ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია. ორმოცის სუფრისთვის რომ ვემზადებოდით, ახლობელმა ჰკითხა, რა მოხდაო და არაფერი მახსოვსო, _ უთხრა კახამ. სანახევროდ ჭკუაზე არ იყო. კახა საჩხუბრად გვერდით გაიყვანეს, რომ არ დაენახა, როგორ კლავდნენ მის ძმას. კობა სიხარულიძემ ყველაფერი უარყო, ვითომ არაფერი დაუნახავს, რადგან ასე აწყობდათ. მისი ჩვენებით, ავტომანქანას საკეტი გაუფუჭდა, იმას აკეთებდა და თავდახრილს არაფერი დაუნახავს.
_ ჩიტაიშვილი ხომ იხდის ვანიკოს მკვლელობისთვის სასჯელს? თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ რეალურად სხვაა დამნაშავე?
_ არის საკმაოდ მყარი ვერსია _ ვანიკოს ხელები დაუკავეს და ისე მოკლეს. თუკი დამნაშავეები არ არიან, რატომ იმალებოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში? მართალი კაცი არასდროს დაიმალება და არც არაფრის ეშინია. ჩიტაიშვილს და შაფაქიძეს ჰგონიათ, რომ კახა 15 წელი იჯდება ციხეში. არ იქნება ეს ასე.
_ ისეთი ვერსიაც არსებობდა, რომ კახა მენაბდე თქვენმა შვილმა შურისძიების მიზნით მოკლა, თუმცა მას ვერაფერი დაუმტკიცეს.
_ საბედნიეროდ, მენაბდის მკვლელობის მომენტში, კახა შოთიკო ჭანუყვაძესთან იმყოფებოდა სახლში. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მართლაც რთული იქნებოდა სიმართლის დამტკიცება.
ქილიფთრები მიიჩნევენ, რომ მენაბდის მკვლელობა არჩევნებს უკავშირდება, თუმცა, იმის გამო, რომ ეს საზარელი მკვლელობა სამართლადამცავებს დღემდე გამოუძიებელი აქვთ, ისევ, როგორც გოგიტა სურგულაძის გაუჩინარება, ბევრ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.
ამ თემაზე კომენტარებს ვალერი ჩიტაიშვილი არ აკეთებს, შაფაქიძეს კი ტელეფონით ვესაუბრეთ:
_ ბატონო ლაშა, თქვენ გუბერნატორის მოადგილე ხართ, ნაზი ქილიფთარი კი ფიქრობს, რომ მისი შვილის სიკვდილში წვლილი თქვენც მიგიძღვით…
_ მაპატიეთ, შეხვედრაზე ვარ და ვერ დაგელაპარაკებით. მოგვიანებით დაგირეკავთ, _ დაგვპირდა შაფაქიძე.
სამი დღე ისე გავიდა, რომ გუბერნატორის მოადგილეს პირობა არ გახსენებია, ამიტომ პირობის შესახსენებლად სამსახურში 6 იანვარს მივაკითხეთ, მაგრამ არ დაგვხვდა, სამხარეო ადმინისტრაციაში არც მისი ადგილსამყოფელი გაგვიმხილეს. ამიტომ დღეს მის კომენტარს ვერ შემოგთავაზებთ. თუ კი შაფაქიძეს ამ საკითხზე საუბრის სურვილი გაუჩნდება და მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აუხსნას რა მოხდა 2003 წლის თებერვალში, რატომ იყო ამდენი ხნის განმავლობაში ქალაქიდან წასული და სიძის მკვლელობის რა ვერსიებს განიხილავს, ჩვენ მის მოსაზრებებს აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რა დაებედა მიხეილ სააკაშვილს გურიაში სტუმრობის შემდეგ

2011 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ადმინისტრაციის შენახვაა

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

22:00; 18.09.2026
მსოფლიო

მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

21:10; 18.09.2026
პოლიტიკა

საგარეო უწყება: ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

19:17; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა

19:00; 18.09.2026
პოლიტიკა

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას გმობს

18:13; 18.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 18.09.2026
სამართალი

POG: გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს დანაშაული, გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება

17:33; 18.09.2026
ფინანსები

23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება

17:32; 18.09.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

16:17; 18.09.2026
პოლიტიკა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

16:07; 18.09.2026
პოლიტიკა

ე.წ. ჩორჩანასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას საქმეზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვაა დაგეგმილი, რის გამოც პროცესი დაიხურა

15:52; 18.09.2026
პოლიტიკა

ვინ არიან NGO-ები?- კობახიძის განმარტება „გამჭვირვალობის კანონსა“ და უცხოურ ჩარევებზე

15:32; 18.09.2026
პოლიტიკა

მიქანაძე: სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების საკითხზე მყისიერი რეაგირება გვექნება

15:26; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: 7 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 7,9%-ია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორუფციის სრულად აღმოფხვრაა

15:14; 18.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე: ბრალეულობის გამოვლენის შემთხვევაში კომპანიების პასუხისმგებლობა დადგება

15:03; 18.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო