https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საკუთრების გადაუჭრელი პრობლემის გამო ბათუმში აქცია გრძელდება

19:06; 22.06.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბათუმში, მთავრობის სახლის წინ, გონიოს მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავს. მოსახლეობის მოთხოვნაა ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება გონიოს მიწებთან დაკავშირებით, რომლის დაკანონებასაც ადგილობრივები უკვე წლებია ელოდებიან.

ცნობისთვის, გონიოში საკუთრების პრობლემასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა. ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ნათლად არის წარმოდგენილი რა პრობლემებს აწყდებოდა გონიოს მოსახლეობა წლების განმავლობაში და როგორ დაკარგა რამდენიმე საათში 271-მა ოჯახმა საკუთრება.

პრეისტორია

გონიოში მიწების ჩამორთმევა აჭარაში ერთ-ერთ პოლიტიკურ საკითხად ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში იქცა. ამ პერიოდში რეგიონში მიწის რეფორმა არ ჩატარდა და რეგიონის მოსახლეობამ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლა, რომ მიწა საკუთრებაში მიეღო.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლება მოსახლეობას შეპირდა, რომ მიწის რეფორმას დაასრულებდა. საქართველოს პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური კანონიც მიიღო, რომლის საფუძველზეც, 2006 წლის ბოლომდე აჭარაში, კერძოდ, ხელვაჩაურსა და ქობულეთის რაიონებში მიწის რეფორმა უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობაში კი შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირი, ლევან ვარშალომიძე თავმჯდომარეობდა. კომისიამ საკადასტრო რუკები შექმნა, დაადგინა ზღვრული ნორმები და განისაზღვრა სარეფორმო ფონდი. საჭირო იყო მხოლოდ ხელმოწერა, რომლითაც კონკრეტულ პირს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემოდა. ეს კი არ გაკეთდა, რისი ოფიციალური მიზეზიც დღემდე უცნობია.

2007 წლის დასაწყისში, ხელვაჩაურის რაიონის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ტურისტულ ზონებში შეესწავლა იმ პირების საკუთრების უფლება, რომლებმაც გამონაკლისის სახით ასლან აბაშიძის მმართველობის დროს მიწის რეფორმით მიიღეს საკუთრება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, გონიოსა და მახინჯაურის თემებში ასობით გლეხს საკუთრება ჩამოერთვა. კომისიის სხდომა 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. გონიოელებს საკუთრების უფლება ისე ჩამოართვეს, რომ არც ერთი მათგანი სხდომის გამართვის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა.

ამავე წლის შემოდგომაზე, საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა – რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. არჩევნების წინ კი, პრეზიდენტის 2007 წლის 25 სექტემბრის #525-ე ბრძანებულება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, კერძო თუ იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადაეცემოდათ კანონიერ მფლობელობაში არსებული ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. ამ  წესით აჭარაში ათასობით ოჯახმა ისარგებლა, მათ შორის, გონიოს მოსახლეობამაც.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2007 წლის 13 დეკემბერს, გონიოს ყოფილი საბჭოთა მეურნეობის დასახლებაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე პირადად მივიდა და საზეიმო ვითარებაში გადასცა კიდეც მიწის საკუთრების უფლების მოწმობა. მან მოსახლეობას უთხრა, რომ ეს პრეზიდენტის საჩუქარი იყო. გონიოს მოსახლეობა დღესაც ფიქრობს, რომ ეს "საჩუქარი" არჩევნებში ხმების მიღების სანაცვლოდ მიიღეს.

არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა _ ხელვაჩაურის რაიონის სოფელი გონიო ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცა. მანამდე ჯერ ასამდე ოჯახს, შემდეგ კი, 2010 წლის 9 ნოემბერს, ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ  271 ოჯახს ერთდროულად ჩამოართვა მიწაზე საკუთრების უფლება.

მას შემდეგ გონიოელებსა და სახელმწიფოს შორის დავები სასამართლო ინსტანციებში გაგრძელდა, რომელიც ფაქტობრივად იდენტური შედეგით დასრულდა – გონიოელებმა მიწაზე საკუთრების უფლება დაკარგეს.

2014 წლის 1 სექტემბერს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სადავო მიწების შემსწავლელმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ განმცხადებლები კატეგორიებად დაყო. განისაზღვრა, რომელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რა რაოდენობის ფართს განკარგავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რომელი ნაკვეთია არქეოლოგიური დაცვის ზონაში, ასევე, რომელია კერძო საკუთრება და ვის გაუუქმა წინა ხელისუფლებამ მათ მიერვე გაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება.

არსებული ვითარება

საბოლოოდ, დაახლოებით ერთი კვირის წინ ბათუმის საკრებულომ გამოაცხადა, რომ გონიოს მიწებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გასულ სამშაბათს გაასაჯაროებდა, თუმცა, გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობამ დღემდე არაფერი იცის, რის გამოც, ისინი უკვე ერთი კვირაა აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციებს მართავენ. დღეს კი, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ აქციის სამი მონაწილე კარვების გაშლისთვის დააკავა. მოგვიანებით, სასამართლომ განმარტა, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ პოლიციამ კანონი უხეშად დაარღვია და აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება შეუზღუდა.

"ჩვენი შეშფოთების საგანია პოლიციის ქმედება აქციასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებმა ყოველგვარი კანონის დაცვით, აბსოლუტურად ლეგალურად დაიკავეს  აჭარის მთავრობის სახლის წინ ტერიტორია, სადაც არ იყო გზის სავალი ნაწილი. ისინი იმყოფებოდნენ გაზონზე და ჰქონდათ უფლება როგორც კარვის გაშლის, ასევე ლეიბის. პოლიციამ არ მისცა ამის საშუალება, გამოიყენა ძალა მათ წინააღმდეგ, ამავდროულად, ააღებინა ყველა ის ნივთი, რომელიც მათ გაშლილი ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები რამდენიმე დღეა საკრებულოდან ითხოვენ გადაწყვეტილების მიღებას. საქმე ეხება გონიოს მიწებს.

როგორც იცით ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიას ამ საქმეზე გადაწყვეტილება სამშაბათს უნდა მიეღო და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები უნდა გამოეცა. რაც არ ხდება უკვე რამდენიმე წელია. ხალხს დაპირდნენ, რომ სამშაბათს მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის ფონზე ხალხმა გადაწყვიტა აქცია გაემართა არა საკრებულოს, არამედ აჭარის მთავრობის წინ. რასაც მოჰყვა გაძლიერებული ძალებით პოლიციის ჩარევა. შეხლა-შემოხლაც იყო აქციის მონაწილეებთან და დაკავებაც მოხდა.

გარდა ამისა, ამ ადამიანებს ჰყავდათ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც პოლიციამ თვითონ გაიყვანა ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ მაგისტრალზე, ჩვენ დავეწიეთ მათ და ვუთხარით რომ არანაირი უფლება არ ჰქონდა მოქალაქეებისთვის მიეთითებინათ სად უნდა წასულიყვნენ. პოლიციას ჩვენთვის ამ შემთხვევაში წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამის შემდეგ დავბრუნდით იმავე ადგილზე, თუმცა, მას შემდეგ, რაც სამარშრუტო ტაქსიდან აქციის მონაწილეებმა ისევ მოინდომეს ნივთების ჩამოზიდვა აჭარის მთავრობის სახლის წინ, პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა", _ აღნიშნავს ჭკადუა.

მისივე თქმით,  არჩილ ხაბაძის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ამ ადამიანებს რამდენჯერმე შესთავაზეს სხვა ალტერნატიული ფართები, სიცრუეა.

"ეს არის ტყუილი, ამ ადამიანებისთვის ამ ხნის განმავლობაში არავის არაფერი შეუთავაზებია. ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვართ. ბატონი ენვერ ირემაძის ინტერესებს ვიცავდით სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლომაც და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც თქვა, რომ ადმინისტრაციული ორგანო – ბათუმის საკრებულო ვალდებულია მოქალაქის საქმეზე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი გამოიტანოს, რასაც არ აკეთებდა ბათუმის საკრებულო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. წესით, მათი მხრიდან არ უნდა ყოფილიყო დაპირება, რომ მიმდინარე კვირის სამშაბათამდე გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებდა მიწის აღიარების კომისია. რა აზრი აქვს ამას, თუკი ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული აქვს  გადაწყვეტილება, რომელიც ენვერ ირემაძის სასარგებლოდ გამოიტანა სასამართლომ?! ანუ ან საკასაციო საჩივარზე უარი უნდა ეთქვათ და გამოეთხოვათ, ან უნდა ეთქვათ, რომ სამშაბათს გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანდნენ და ელოდებოდნენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. არათანმიმდევრულია როგორც ბათუმის საკრებულო, ასევე აჭარის მთავრობა. აჭარის მთავრობას პასუხისმგებლობას იმიტომ ვაკისრებთ, რომ დიდი ხანია ეს პრობლემაა რეგიონში და ისიც არ არის გარკვეული, რა ნაწილია გონიოში არქეოლოგიური ღირებულების მქონე.

ეს არის ისეთი პროცესი, რომელიც აუცილებლად ქუჩაში გაგრძელდება, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და ადამიანებს არ დაუძახებს მოსალაპარაკებლად. მათ უნდათ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს ადმინისტრაციულმა ორგანომ და არა დაპირებები, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ისინი თითქმის ერთი კვირაა ქუჩაში დგანან და გაჩერებას არ აპირებენ.

სამწუხაროდ, ამ პროცესის მუდმივი გაჭიანურება დასრულდა იმით, რომ ვიღებთ ძალიან მძიმე ემოციურ ფონს, პოლიციელებისგან არაკანონიერ ქმედებებს და ადამიანების დაჭერას, მაშინ, როცა ისინი კანონის დაცვით, კონსტიტუციურ უფლებას გამოხატავენ.

პირად საუბრებში პოლიციელები მათ ეუბნებიან, რომ ტურისტული სეზონია და როგორ შეიძლება მათ პროტესტი დავანახოთო. თურმე ტურისტებისთვის არასასიამოვნოა და ქალაქის იერსახეს ლახავს ის, რომ ადამიანებმა ევროპის მოედანზე კარავი გაშალონ", – აღნიშნავს ჭკადუა.

დაარღვია თუ არა პოლიციამ კანონი აქციის მონაწილეების დაკავებისას და რა ღონისძიება შეიძლება მოჰყვეს ამ ქმედებას, ამის გასარკვევად  "გურია ნიუსი" სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ფაქტის შეფასება ომბუდსმენის სპეციალურ განცხადებაში იქნება აღნიშნული, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება.

"სპეციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გავაკეთებთ. დოკუმენტების ნახვა მჭირდება. ზოგადად, გონიოს საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ფაქტს რამდენიმე წელია სწავლობს და არის  როგორც ჩვენს ანგარიშებში, ასევე სპეციალურ რეკომენდაციებშიც გაწერილი. გაცხადებული გვაქვს ჩვენი ხედვა ამ პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიმართებით. დღევანდელი ინცინდენტი ცალკე შეფასებას მიიღებს სახალხო დამცველის აპარატიდან", _ გვითხრა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა ციალა ქათამაძემ.

ცნობისთვის, გონიოს მიწებთან დაკავშირებით არჩილ ხაბაძემ გუშინ შემდეგი განმარტება გააკეთა:

"ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა გონიოს საკითხი მოგვარდეს ისე, რომ სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესები გათვალისწინებული იყოს. სამი წლის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ მოსახლეობას, თუმცა უშედეგოდ. ახლა ვმუშაობთ ბოლო ვარიანტზე, რომელიც სავარაუდოდ მათთვის მისაღები იქნება", _ აღნიშნა ხაბაძემ. 

ამავე თემაზე:

პროცესი ჭიანურდება _ ხალხის პროტესტით დაღლას ელოდებიან?!

გონიოში 271 ოჯახი რამდენიმე საათში წართმეული მიწის დაბრუნებას ითხოვს

საკუთრების უფლების დაცვის სფეროში პრობლემები ისევ არსებობს

გონიოს მიწებთან დაკავშირებით კომისია შეიქმნება

საკუთრების უფლების დაცვის სფეროში პრობლემები ისევ არსებობს

დაკანონებული იძულება _ რა ცვლილებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი კანონში

დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას

გონიოში კვლავ მიწებს ითხოვენ

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14 სექტემბერი, 2026

უნგრეთი ევროკავშრის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება

მიუსაფარ ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით პარლამენტმა ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო