თბილისის საქალაქო სასამართლომ „მრეწველების“ სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლემ ცესკოს დაავალა პარტია რეგისტრაციაში გაატაროს, მაგრამ თუ ცესკო სააპელაციო სასამართლოში შეიტანს სარჩელს, მაშინ „მრეწველებს“ მოუწევთ, მეორე ინსტანციის სასამართლოს დაელოდონ.
როგორც ცესკოში აცხადებენ, ხვალ 12 საათამდე უნდა ჩაბარდეთ გადაწყვეტილება და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოში. ამისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორდღიანი ვადა აქვს.
თავად მრეწველები აცხადებენ, რომ მათ ყველა დოკუმენტი ჰქონდათ იმისათვის, რომ სასამართლოს დოკუმენტი მათ სასარგებლოდ მიეღო.
როგორც „მრეწველთა“ პარტიის ლიდერი ამბობს, მათი რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხი გამოსაძიებელია.
_ „ოცნება“, რა თქმა უნდა, მოიგებს, მაგრამ დარჩენილი 5-6 პარტია ერთმანეთის კონკურენტები ვართ. ალბათ, ეს ვიღაცას აწყობდა, ამიტომ ეს უნდა გამოიძიონ. რაც ამ დღეების განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ და მისმა თანამშრომლებმა იკადრეს, მაგას ცოტა სხვანაირი მიდგომა უნდა, _ განაცხადა გოგი თოფაძემ.



































































