შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.
უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები.
კერძოდ, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა 2009-2011 წლების განმავლობაში განხორციელდა.
საქმეზე დანიშნული პიროტექნიკური, ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამარხში ნაპოვნი 3062 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატების, "РПК" ხელის ტყვიამფრქვევისა და სხვა იარაღისთვის. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად.
3 ერთეული „МОН-50“ ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი; 1 ერთეული ამფეთქ-ცეცხლგამჩენი მუხტი; ტროტილის 39 კოჭა; 7 ერთეული „ВУЗ-4“ ტიპის ამფეთქი მოწყობილობა; 2 ერთეული ნაღმის ამფეთქის ელექტრო-დამრტყმელი მოწყობილობა;
21 ერთეული ამფეთქი კაფსულა; 17 ერთეული ელექტრო გასართი; 1 ერთეული „ТМ-62“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი; „ТМ-62“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმისთვის განკუთვნილი 1 ერთეული „МВЧ-62“ ტიპის ამფეთქი.
სროლისთვის ვარგისი, ქარხნული წესით დამზადებული, რუსეთის წარმოების, 9მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტი; კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩი; ქარხნული წესით დამზადებული, 7,62 მმ კალიბრის 40 ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, რომელიც განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისთვის; ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრის 10 ცალი სამხედრო – სპეციალური დანიშნულების ,,СП-6“ ვაზნები, განკუთვნილი ამავე კალიბრის იარაღებისთვის; ქარხნული წესით დამზადებული, სპეციალური დანიშნულების,,НРС“ მოდელის 7,62 მმ კალიბრის მზვერავის სასროლი დანა; 2 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „РГД-5“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „РГО“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 2 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალია; 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „УДЗ“ ტიპის ამფეთქი ფალია; 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „M-80“ ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „РПГ-22“ ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით,"სტეჩკინის" კონსტრუქციის პისტოლეტი და "АКС-74" მოდელის ცეცხლსასროლი ავტომატი ძებნილი იარაღების მონაცემთა ბაზაში აყვანილია აღრიცხვაზე, როგორც დაკარგული.
ტყვიამფრქვევისთვის, ავტომატებისთვის, კარაბინებისა და სხვა იარაღისთვის განკუთვნილი 1297 ცალი ვაზნა; 38 ცალი მჭიდი; 2 ერთეული „РГД-5“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 4 ერთეული „РГН“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული „РГО“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული საბოლე კოჭა; 1 ერთეული ტროტილის 75 გრ-იანი კოჭა; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 2 ერთეული „УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალია; ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 5 ერთეული „УДЗ“ ტიპის ამფეთქი ფალია; 8 ერთეული „РГД-5“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; 1 ერთეული „Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით; „M 79“ ტიპის ყუმბარმტყორცნისათვის განკუთვნილი 5 ერთეული გასროლა; 40 მმ-იანი ლულისქვეშა ყუმბარმტყოცნისთვის განკუთვნილი 6 ერთეული „ВОГ-25“ ტიპის გასროლა და ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 9 ერთეული „УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალია", – განაცხადეს შსს-ში.