https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მიწაში ჩაფლული საფრთხე საბჭოთა მემკვიდრეობიდან

14:12; 5.12.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"გურია ნიუსის" ყოველთვიური გადაცემის _ "არჩევანი _ მე!" თემა ამჯერად პესტიციდები იყო _ მცენარეთა დაცვის და მავნებლებთან ბრძოლის საშუალებები, რომლებიც, გარემოს ყველაზე უფრო გავრცელებული დამაბინძურებლებია.

ამჟამად პესტიციდებს მიეკუთვნება 1 000-ზე მეტი ნაერთი, რომლებიც სხვადასხვა ქიმიურ კლასებს წარმოადგენენ. საბჭოთა პერიოდიდან, როცა პესტიციდების უკონტროლო მოხმარების ბუმი იდგა, მემკვიდრეობად გვერგო სხვადასხვა პესტიციდებით დაბინძურებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უზარმაზარი ტერიტორიები, გრუნტის წყლები, წყალსატევები და ა. შ. 

საკვები პროდუქტების ხარისხის მთავარი მაჩვენებელი მასში პესტიციდების დონეა. ამ პროდუქტში კი ისეთი ქიმიური ნივთიერებების აღმოჩენა შეიძლება, რომლის ხმარება რამდენიმე ათეული წლის წინ აიკრძალა, თუმცა, მათი მდგრადი თვისებების გამო, ნიადაგსა და წყალს დღესაც აბინძურებს.

ვადაგასული პესტიციდები პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ისტორიული მწვავე პრობლემაა. ისე, როგორც სხვა რეგიონებში, გურიაშიც ათასობით ტონა შხამ-ქიმიკატი შემოდიოდა, რომელიც თითქმის ყველა დიდ სოფელში საწყობდებოდა. საქართველო ბევრ საერთაშორისო კონვენციასაა მიერთებული, რომლითაც ამ ადგილების აღრიცხვა-შესწავლა ევალება.

დღეს პესტიციდების ყოფილი საწყობები და ნაშთები, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, სამეურნეო და ბიზნესსაქმიანობისთვისაა გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესოპერატორებს კანონი ავალდებულებთ ამ მიმართულებით გამოიკვლიონ ტერიტორია. მაგალითად, ოზურგეთში, პესტიციდების ყოფილ უზარმაზარ საწყობში, დღეს შპს "გულისტანია" განთავსებული, რომელიც პურის ფქვილს და ქატოს აწარმოებს; პირუტყვის საბალახოოდაა ქცეული ანალოგიური საწყობი და მიმდებარე ტერიტორია ლანჩხუთში, სოფელ ნიგოითში. 

კიდევ მეტი _ ჩოხატაურში, სოფელ შუაფარცხმაში, პესტიციდების ყოფილ საწყობში მაკა ბერძენიშვილი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. იცის, რომ იქ ცხოვრება უსაფრთხო არაა, თუმცა, ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს.

გვიყვება, რომ ტერიტორია არავის შეუმოწმებია და მხოლოდ ის უთხრეს, რომ ადრე აქ ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა. ამბობს, რომ უსაფრთხოების მიზნით ეზოში მხოლოდ მიწა დაყარეს.

ბერძენიშვილების სახლის და კარმიდამოს მსგავსად, დღემდე არავის შეუმოწმებია სკოლა და ეზო, რომელიც რამდენიმე მეტრში მდებარეობს და სადაც დღემდე შემორჩენილია საწყობის ნანგრევები.

სკოლის დირექტორს ამ თემაზე კამერასთან საუბარი არ სურს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ საშიში არაფერია.

განსხვავებული მოსაზრება აქვს გამგებლის წარმომადგენელს შუაფარცხმის თემში, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს სოფლის მთავარი აგრონომი იყო _ ზურაბ გურგენიძე ამბობს, რომ წლების მანძილზე ამ თემით არავინ დაინტერესებულა და ჩვენ პირველები ვართ, რომლებმაც ამ საკითხზე კითხვები დასვეს. გურგენიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტერიტორიები აუცილებლად უნდა შემოწმდეს.

აღსანიშნავია, რომ სოფელი შუაფარცხმა ერთადერთი ადგილი არაა, სადაც პესტიციდების საწყობი იყო. საბჭოთა კავშირის დროს ქიმიურ ნივთიერებებს ყველა სოფელში ინახავდნენ. შესაბამისად, დღეს ყველა სოფელში ნახავთ მსგავს ადგილს _ ზოგან სასაფლაოა, ზოგან _ ყანები, ზოგან _ სახლებიც. არც ერთი მათგანი შემოწმებული და აღრიცხული არ არის. არადა, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ განსაკუთრებით საშიშია ვადაგასული პესტიციდები, რომლებიც ნიადაგში, წყალში ათეულობით წელს რჩება და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჯანმრთელობისა და გარემოსთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლების ვალდებულება რამდენიმე უწყებაზეა გადანაწილებული, რომლებმაც ადგილებზე ყოფილი საწყობების ნაშთები უნდა აღრიცხონ და მათი სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების ვარგისიანობა განსაზღვრონ, პრაქტიკულად, პასუხისმგებლობას ყველა თავიდან იცილებს _ კომენტარზე უარი თქვა სურსათის უვნებლობის ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელობამ, სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსებმა კი აღნიშნეს, რომ ამ პრობლემის მოგვარება მათ კომპეტენციაში არ შედის:

_ ჩვენ აღრიცხვას არ ვაწარმოებთ. ჩემს სამსახურში, რომელიც 2013 წლის აპრილში გაიხსნა ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და ამით არც არავინ დაინტერესებულა, არავის უკითხავს, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას ჩოხატაურის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა მანანა მინდაძემ.

_ ქალბატონო მანანა, არც გაინტერესებთ? იქნებ, იმ ადგილზე სასოფლო-სამეურნეო ფართობებია ან საცხოვრებელი სახლები?

_ ნამდვილად არ არის, რადგან ვიცი, მიწის პრივატიზაციის შემდეგ, სახელმწიფოს სასუქი არსად არ შემოუტანია. ზოგადად კი ეს საკითხი შესასწავლია. როგორც ვიცი, მაშინ პესტიციდები ძირითადად იყო კასრებში ან პოლიეთილენის დახურულ ჭურჭლებში. სითხის სახით შემოდიოდა და ბალახის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. შემდგომში რა ბედი ეწია, არ ვიცი _ როგორც გითხარით ინფორმაცია არ გვაქვს. ეს უფრო სურსათის უვნებლობამ და გარემოს დაცვამ უნდა შეისწავლოს, _ გვითხრა მინდაძემ.

პრობლემის სიმწვავის გამო, საკითხი გურიის სტრატეგიული განვითარების გეგმაშიც მოხვდა, რომელზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და მასში მხოლოდ ის ჩაწერეს, რომ პესტიციდების მიტოვებული საწყობების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

"ჩანაწერი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული გეგმის შემუშავების დროს, მსგავსი რამ არ დადასტურდა," _ განმარტა გადაცემაში სტუმრობისას გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, რომელიც სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეა და თავადაა პასუხისმგებელი სტრატეგიული გეგმის გახორციელებაზე.

გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ საწყობების ნარჩენები შესაძლოა დღესაც არსებობდეს:

_ სტრატეგიულ გეგმაში სწორედ ის წერია, რომ მისი შემუშავების დროს არ აღმოჩენილა ნაშთები და ასეთი საწყობები. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ იყოს.

_ ბატონო გია, ჩვენ სწორედ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ინფორმაცია არ არსებობს. თქვენ რას აკეთებთ ამ ინფორმაციის მოსაძიებლად _ თუ გაქვთ კონკრეტულ სამსახურებთან ურთიერთობა, მინიმუმ იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღოთ?

_ ამ თემით, ბუნებრივია დაინტერესებული ვარ, რადგან საფრთხის შემცველია, თუმცა, დღემდე მსგავსი სახის ინფორმაცია არც ერთი მუნიციპალიტეტიდან არ შემოსულა. რამდენიმე სოფელში მეც გახლდით, ბევრი შენობა ვნახე, სადაც შეიძლება საწყობები ყოფილიყო, მაგრამ ვერსად მსგავსი კვალი ვერ აღმოვაჩინეთ.

_ დაინტერესდით, მოიძიეთ და ვერსად ვერ აღმოაჩინეთ?

_ უკაცრავად, თქვენ როგორ ფიქრობთ _ გუბერნატორმა უნდა იაროს სოფელ-სოფელ ამ შენობა-ნაგებობებში?! ჩემთან ასეთი ინფორმაცია არ შემოსულა.

_ გუბერნატორი არ უნდა დაინტერესდეს იმ ფონზე მაინც, როცა მხარის სტრატეგიული განვითარების გეგმაში კონკრეტულად წერია, რომ ინფორმაცია პესტიციდების ყოფილი საწყობების შესახებ არ არსებობს, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს პრობლემური და მნიშვნელოვანი საკითხია?

_ ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ ასეთი რამ აღმოჩენილი იმ პერიოდისთვის არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დღემდე, ჩემთვის ცნობილი არ არის არც ერთი მუნიციპალიტეტისგან მსგავსი პრობლემის შესახებ. პირდაპირ წერია თეთრზე შავით გეგმაში, რომ აღმოჩენილი არ არის. აღმოჩენის შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, მივაქცევდით ყურადღებას.

_ ბატონო გია, რაც თქვენ ვერ აღმოაჩინეთ, ჩვენ ვიპოვეთ. მაგალითად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში, პესტიციდების ყოფილ საწყობში, დღეს ოჯახი ცხოვრობს… ეს საწყობი მდებარეობს სკოლის გვერდით; ასევე, ოზურგეთში პესტიციდების ყოფილი საწყობის ტერიტორიაზე განთავსებულია "გულისტანის" ქარხანა…

_ უამრავი საწყობი არსებობდა, ყველგან იყო. მე იმას ვამბობ, რომ არ არსებობს ინფორმაცია, გაჟონილია თუ არა პესტიციდები მიწაში და ა. შ. რაც შეეხება "გულისტანის" ქარხანას, დიდი ხნის წინ აშენებულია და ბუნებრივია, იქ შემოწმება მოხდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მისცემდნენ მშენებლობის უფლებას. რაც შეეხება სოფელ შუაფარცხმას, ამ თემით აუცილებლად დავინტერესდები და შევისწავლით.

_ შეგიძლიათ გვითხრათ, როდის გექნებათ ზუსტი მონაცემი, რა ადგილებზე იყო პესტიციდების საწყობები და რა მდგომარეობაა ახლა იქ?

_ ეს გეგმა შვიდწლიანია და შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ნებისმიერი შხამქიმიკატი სიცოცხლისთვის საშიშია, მით უმეტეს, თუ ნიადაგშია გაჟონვა. ამიტომ, პირველივე სხდომაზე დავავალებ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას და ამის შემდეგ მოხდება კონკრეტული ადგილების შესწავლა, _ აღნიშნა გუბერნატორმა.

ამავე გადაცემაში გავიდა სპეციალური სიუჟეტი იაღლუჯადან, სადაც ახლა პესტიციდების ნარჩენების პოლიგონია.

რა მდგომარეობაა ახლა სამარხში, არის თუ არა დაცული შენახვის პირობები და რა ვალდებულებები აქვს შესასრულებელი საქართველოს 2030 წლისთვის _ ამის გასაგებად შეგიძლიათ ნახოთ გადაცემა "გურია ნიუსის" ვებგვერდზე.

ამავე გადაცემიდან გაიგებთ, რა საფრთხეებზე საუბრობენ ტოქსიკოლოგები, რატომ არის მიტოვებული საწყობების ტერიტორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში, რას გამოიწვევს პესტიციდების ნარჩენებით მოწამვლა? ამ საკითხებზე "გურია ნიუსთან" შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ინგა ღვინერია საუბრობს; რა კონვენციებზეა მიბმული საქართველო, რა ვალდებულებები აქვს აღებული ქვეყანას პესტიციდების ნარჩენების დამუშავების, გატანის, განადგურების კუთხით, ასრულებს თუ არა საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს დადგენილ ვადებში; რა სამუშაოა ამ დრომდე გაწეული, აღრიცხულია თუ არა ყველა ის ადგილი, სადაც სახიფათო ქიმიური ნარჩენები იყო _ ამ და სხვა მნიშნელოვან კითხვებს ჩვენს გადაცემაშ პასუხი გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ანა ბერეჟიანმა გასცა.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში.
M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი.
გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს,
როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მეუღლეთა თბილი ურთიერთობა სიმსუქნეს იწვევს

რამდენი მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღეს პარტიებმა და კანდიდატებმა

ყველა სიახლე

საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

21:14; 17.09.2026
პოლიტიკა

კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

21:11; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა დარსალია ეუთოს სხდომაზე: რუსეთი ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას

20:31; 17.09.2026
პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო