https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ორი “უკანასკნელი მოჰიკანი” კორიფეთა პლაცდარმიდან

13:02; 6.02.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მეცნიერი ქალბატონები საკუთარ თავს, პირობითად, "უკანასკნელ მოჰიკანს"უწოდებენ, რადგან მოხდა ისე, რომ  "ახალ დროებაში" მათი უზადო განათლება და გამოცდილება, მრავალწლიანი მეცნიერული კვლევებით, შრომითა და პრაქტიკით განმტკიცებული, ვიღაცამ  "უსარგებლოდ"მიიჩნია.  "ოქროს კაპიტალი"კი,  როგორც ასეთ მეცნიერებს უწოდებენ კლასიკურ ქვეყნებში, ოზურგეთში,   ანასეულის განთქმული  ჩაისა  და  სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტის ახლანდელ ბაზაზე ისევ თავდაუზოგავად, უმეტესად, ენთუზიაზმით მოღვაწეობენ.

როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ახლა იმაზე საუბარი, როგორ და რატომ დაიშალა უზარმაზარი მნიშვნელობის საკავშირო ინსტიტუტი,  სხვა გზით წაგვიყვანს და ურჩევნიათ, დაუსრულებლად ისაუბრონ საყვარელ საქმიანობაზე. მეცნიერ ქალბატონებს ახლა  ერთი "თავსატეხი"აქვთ _ თხილის ახალ მავნებელს და  იმ სოკოვან დაავადებებს   აკვირდებიან, რამაც გასულ  წელს  ლამის მუსრი გაავლო თხილის პლანტაციებს და ბოლო წლებში ჩვენში ასე საკუთარი ინერციით დამკვიდრებულ კულტურას, სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი  ანგელინა ნიკოლაიშვილი ოზურგეთში დაიბადა და სკოლის დამთავრებისთანავე, 16 წლისამ, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში  საწარმოო მუშის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. ბიოლოგიის უდიდესმა სიყვარულმა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მცენარეთა დაცვის ფაკულტეტზე მიიყვანა.  სწავლის დამთავრების შემდეგ, როგორც თვითონ ამბობს, სამი წლის განმავლობაში "მაძიებელის" სტატუსით  იღვაწა და დაიცვა დისერტაცია თემაზე: "კეთილშობილი დაფნის მავნებლები და მათი ენტიმოფაგები".

_  მაშინ მავნებლებთან ბრძოლის ბიოლოგიური  მეთოდი პირველად დამუშავდა და დისერტაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიცავი.   სამეცნიერო საბჭოზე,  "ბიოლოგიურ მეცნიერებათა ხარისხის მოსაპოვებლად",  მოსკოვის  საატესტაციო კომისიამ  იმ წელსვე დამამტკიცა. ამის შემდეგ ჩემი სამეცნიერო მუშაობა  განეკუთვნებოდა კეთილშობილი დაფნის, ჩაის მცენარის, ციტრუსოვანების, დეკორატიული მცენარეების , სტევიის, აქტინიდიის, ბამბუკის და სხვა  მცენარეთა  მავნებლების  ბიოლიოგიის  და მათთან ბრძოლის ღონისძიებების შესწავლას. ამ მცენარეთა აგროწესების შექმნაში  აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული და  გამოქვეყნებული  მაქვს 120-მდე ნაშრომი, რომელიც შეეხება სუბტროპიკული კულტურების  მავნებელ დაავადებათა  ბიოლოგიის შესწავლას და მათ წინააღმდეგ  ბრძოლის  სისტემების შექმნას, _ გვიამბობს ქალბატონი ანგელინა.

მთავარი ნიშა მეცნიერი ქალბატონის მოღვაწეობისა არის ის, რომ  აღნიშნული  ათეულობით სამეცნიერო შრომის მიხედვით ხდებოდა მავნებლების წინააღმდეგ  მოქმედება, როგორც სსრ კავშირის მასშტაბით, ისე საზღვარგარეთაც. ნაშრომები ეხებოდა  ცალკეული სახეობების (მავნებლების) ბიოლოგიას, რომელთაგან  ბევრი ანგელინა ნიკოლაიშვილის მიერ პირველად იქნა აღმოჩენილი სუბტროპიკულ ზონაში! ეს ეხებოდა მრავალი კარანტინული სახეობების  პირველად აღწერას, მათ ბიოლოგიას  და ბრძოლის მეთოდების დასახვას, რომელთაგან მთავარი ყურადღება მიქცეული იყო ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდებზე;  ეს იყო ჩაის   მავნებლები , სულ ცოტა  _  95 სახეობა; დაფნის მავნებლები_ 100 სახეობა;   ზოგადად კი, სხვადასხვა კულტურებზე მავნებლები სხვადასხვა რაოდენობით იყო, ხშირად მიკროსკოპული და თვალით უხილავი, რომლის აღმოჩენას უდიდესი გონებრივი და ფიზიკური  შრომა სჭირდებოდა.
მთლიანობაში ამ სუბტროპიკული კულტურების  მავნე  ორგანიზმების  რაოდენობა   ყველა კულტურაზე შეადგენდა 900-მდე სახეობას, რაც კოლოსალური რიცხვია.
_ ერთი მავნებლის შესწავლას ზოგჯერ არა ერთი, არამედ სამი წელიც სჭირდებოდა. რამდენი უძილო ღამე და   შეუსვენებელი დღე მქონია, რომ ზუსტი შედეგი მიმეღო. ეს მარტო მე კი არ მიქნია. ჩემ გვერდით იდგნენ  ჩემზე მეტად ანთებული, საკუთარ საქმეზე გადაგებული მეცნიერები. ანასეულის ინსტიტუტი კორიფეთა  პლაცდარმი იყო და გული მტკივა, რომ ამხელა ცოდნის მქონე მეცნიერთა არმია, დღეს უმეტესად  "დაკონსერვებულია", რაც ქვეყნისთვის ასე საჭიროა და არც არასდროს იქნება ისეთი დრო, რომ ეს საჭირო არ იქნეს. სხვა საქმეა, როცა ამაზე უარს ამბობენ, _ გვეუბნება მეცნიერი ქალბატონი, რომლის შემართებამ,  შეუძლებელია, დღესაც არ აღაფრთოვანოს მნახველი.

ანგელინა ნიკოლაიშვილი ანასეულის ინსტიტუტში 10 წელი მუშაობდა მცენარეთა დაცვის განყოფილების გამგედ. ენტომოლოგთა  მსოფლიო კონფერენციებზე თუ საკოორდინაციო შეხვედრებზე მაშინდელი სსრკ-ს მასშტაბით, მუდამ მონაწილეობდა და სტუმრობდა  ტაშკენტს, ლენინგრადს, ბაქოს, ერევანს, კიშინიოვს თუ სხვა ქალაქებს.  ასევე ხშირად დადიოდა ამიერვკასიის  საკოორდინაციო თათბირებზე, ხოლო მისი შრომები ქვეყნდებოდა  ჟურნალში: "სუბტროპიკულ კულტურები", რომელიც მაშინ მსოფლიოს 90 ქვეყანაში  ვრცელდებოდა, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
_ მიუხედავად იმისა, რომ თავს არ ვზოგავდით და უამრავი მიკროსკოპული დაავადება აღმოგვიჩენია, რაც მცენარეს მხოლოდ  განადგურებას უქადდა, მიღწეულ წარმატება  არასოდეს მაკმაყოფილებდა. ყოველდღე ახლის ძიებისკენ მივისწრაფვოდი. მაგალითად, ჩაის მავნებლებს კრასნოდარის მხარეში და აზერბაიჯანშიც ვაკვირდებოდი. შუა აზიაში ლიმონი ტრანშეებშია მოთავსებული. დასაკვირვებლად დუშანბეშიც ჩავედი. ჩვენგან იქ  ლიმონი შეფუთული სახით იგზავნებოდა. ამასთან ერთად ვუგზავნილით რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოევლოთ დახურული გრუნტის პირობებში, _ იხსენებს ქალბატონი ანგელინა და ამბობს, რომ  იყო  არაჩვეულებრივი  მეგობრული გარემო, როცა ყველას უხაროდა ერთმანეთის წარმატება… თაობათა ცვლა არ ხდება. პროფესიები იკარგება.  ჯერ კიდევ ინერციით მიდის საქმე, თუმცა, უკვე დაეტყო გარემოს, თურმე როგორი საჭირო ყოფილა ჩვენი პროფესია. თურმე, როგორი საჭირო ყოფილა ამდენი კვლევა, ერთი მავნებლის აღმოსაჩენად რომ წლების მანძილზე ვიბრძოდით!

სოფლის მეურნეობის ასოცირებული დოქტორი,  მეცნიერი ქალბატონი   ცისანა ქაშაკაშვილი, რომელიც ახლა ანგელინა ნიკოლაიშვილთან ერთად სრული მობილიზებით აგრძელებს მოღვაწეობას და მათი შრომა ძირითადად ენთუზიაზმს ეყრდნობა, ხშირად იფიქრებ, რა ძალა აქვს ასეთი საკუთარი პროფესიის სიყვარულს, რომელიც მეტ წილს შენი საქმიდან  უანგაროდ გაკეთებინებს!  იღწვიან და არ დაეძებენ, არის თუ არა ვინმე მადლიერი, კონკრეტული ადამიანი იქნება ეს თუ მის უდიდებულესობა _ სახელმწიფო!

თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში დაიბადა. აქვე ვერცხლის მედალზე დაამთავრა საშუალო  სკოლა. შემდეგ კი წარჩინებით დაასრულა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი და იმავე  1963 წელს მუშაობა დაიწყო ანასეულის ცნობილ კვლევით ინსტიტუტში, სელექციის განყოფილებაში, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.   მალე ასპირანტურაშიც ჩააბარა სელექციის განხრით და დაიცვა დისერტრაცია თემაზე: "მასლეკოგამძლეობის  მემკვიდრეობის შესწავლა ლიმონის სახეობათა შორის  ჰიბრიდების F1 თაობაში".  1983 წლიდან უფროსი მეცნიერ-მუშაკი გახდა და მას შემდეგ 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა ციტრუსოვანებსა და სხვა სუბტროპიკულ კულტურებზე. ასევე უცხოეთში  გამოაქვეყნა ნაშრომი ქობულეთის იმუნიტეტის ინსტიტუტის  თანამშრომლებთან ერთად.
ლიმონის ახალი ფორმა _ "ბჟუჟი", რომელიც ქალბატონმა ცისანამ მიიღო, ხასიათდება მაღალი მასლენკო გამძლეობით, უხვმოსავლიანობით და საუკეთესო ორგანულ-ლეპტიკური თვისებებით.   ლიმონის ეს სახეობა მან მიიღო ვილაფრანკასა და მეიერის შეჯვარების მეთოდით. ამ ჰიბრიდმა იმავე წელს მოსკოვში გამოფენაზე პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა! ასევე ქალბატონ ცისანა ქაშაკაშვილს  ეკუთვნის მსხვილნაყოფა ფეიჰოას  სახეობის გამოყვანა, რომელიც სელექციის მეთოდით მიიღო და თესლით მიღებულ ნათესავებში გამორჩეულია.  ამბობს, რომ ფეიჰოა ჯერ ამერიკიდან აჭარაში შემოიტანეს, შემდეგ კი ხალხმა თესლით გაამრავლა. ასეთი გავრცელების დროს კი სულ სხვადასხვა სახეობა  (სხვადასხვა ზომის) მიიღება.
_ფეიჰოას მილიონობით ნათესარები გვქონდა.  აქედან ვარჩევდით საუკეთესო ფორმებს. ასევე გვქონდა ცალკე  სასელექციო ნაკვეთი, სადაც ვაკეთებდით ანალიზს,  ხდებოდა ჯიშთა გამოცდა,  რომ გამოგვერჩია საუკეთესო ფორმები.  ამის შემდეგ კი გამოცდილება გადაეცემოდა მეურნეობებს და ხდებოდა ჯიშების გავრცელება.

თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის მანძილზე ცისანა ქაშაკაშვილი ანასეულის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტშიც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. არაერთხელ იყო ოპონენტი აახალგაზრდა მეცნიერებისა, რომლებიც სადოქტორო დისერტაციას იცავდნენ.  როცა ვინმეს ვეხმარები, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს,  მგონია, რომ ეს სიცოცხლეს მიხანგრძლივებს. ვინ მოთვლის, რამდენი ადამიანისთვის გამიწვდია დახმარების ხელი და ამით ვსულდგმულობო, _ ამბობს ის.

ორი მეცნიერი ქალბატონი, რომლებიც ხუმრობენ, რომ "უკანასკნელი მოჰიკანის" ხვედრისანი გახდნენ არაერთ  მეცნიერთან ერთად, დროს არ კარგავენ და განსაკუთრებული ძალისხმევით მუშაობენ თხილის კულტურაზე.  აინტერესებთ თხილის ყვავილობა!

_ ჩვენ მუდამ ვიბრძოდით, ოღონდ მშვიდობიანი ფორმით!   ვსწავლობდით და  ვიკვლევდით უთვალავ ისეთ  მავნებლებსა თუ დაავადებათა სახეობებს, რომლებიც ციტრუსოვანებს თუ სრულიად სუბტროპიკულ კულტურებს სერიოზულ საფრთხეს უქადდა.  კეთდებოდა  უდიდესი  საქმე.    რამდენიც უნდა იძახონ, რომ  "იმ დროებაში"არაფერი კეთდებოდა, ახლანდელი დროება უფრო კარგად დაგვანახებს, თურმე როგორ საჭირო ყოფილა ის, რაც კეთდებოდა!  ახლა თხილის ყვავილობას უნდა დავაკვირდეთ! ნახეთ, ძალზე საშიში მეგალე ტკიპა შევიდა ყვავილში, თუმცა ჯერ არავინ იცის, როგორ შედის! აუცილებლად უნდა შევისწავლოთ და შედეგი დავდოთ! მეგალე ტკიპის შესვლის შემდეგ, ნაყოფის ჩამოყალიბების პროცესში, მას შეჰყვა სოკოვანი დაავადებაც და  გული გაუფუჭა, დაალპო ნაყოფი.  როგორც ვიცით,  გასულ წელს თხილს ნაყოფი  უმეტესად დამპალი ჰქონდა, _ გვეუბნება ქალბატონი ცისანა. გვითხრა ისიც, რომ  რომ ეს ახალი მავნებელი დაჭერილი ჰყავთ და ყველანაირად დააკვირდებიან. მეცნიერ ქალბატონებს  ახლა უდიდესი ინტერესი აქვთ, გაარკვიონ,  როგორ შედის მეგალე ტკიპა თხილის ყვავილში, რომელიც მერე წუწნის სანაყოფე მასას,  მის კვალს კი მიჰყვება სოკოვანი დაავადება,  წვიმის თუ ქარის მეშვეობით,  ადვილად აღწევს ნაყოფში და ალპობს. შედეგი კი სავალალოა _  თხილის პლანტაციებში მოსავალი განადგურდა და რაც მოიკრიფა,  უმეტესად  უხარისხო და დამპალი იყო!  საყურადღებოა ფაქტი _ მცენარეზე ერთბაშად დასახლდა როგორც საშიში მავნებელი, ისე სოკოვანი დაავადებაც!

დღევანდელი ბრძოლის მიზანი, რაც ჩვენს რესპოდენტ ქალბატონებს აქვთ დასახული, არანაკლებია, ვიდრე ის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა,  ათეულობით დისერტაცია  თუ სამეცნიერო ხარისხი, რაც მათ ბიოგრაფიას  ამშვენებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რამდენი პირველკლასელი იწყებს სწავლას ოზურგეთში

11:07; 14 სექტემბერი, 2026

თუ არ გსურთ დიაბეტით დაავადება, ნელა მიირთვით საჭმელი

2016 წელს რამდენ პირს შეეფარდა პატიმრობა და რამდენს - გირაო

ყველა სიახლე

საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო