შეხვედრაზე დეპუტატმა წარადგინა ანგარიში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში მიღებული მონაწილეობის შესახებ 2011 წლის ივლისის დასაწყისიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ირინა საჯაია და პეტრე სალუქვაძე, ასევე “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” წარმომადგენლები.
დეპუტატების შეხვედრა თვის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. 24 ივლისს, სოფელ თხინვალის დეპუტატმა, მერაბ ხომერიკმა ხალხმრავალ აუდიტორიას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა: “მიმაჩნია, განვლილი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ჩემი საქმიანობა წარვმართე კანონის სრული დაცვითა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით”, _ აღნიშნა ხომერიკმა, რომელმაც დიდი დრო დაუთმო სოფლის განვითარების პროგრამაზე საუბარს.
აღნიშნულ შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.