ინიციატივა გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უმოქმედო საწარმოების, სასაწყობო მეურნეობების, გაუქმებული ფერმების ფართების სიმბოლურ ფასად – 1 კვ. მეტრი 1 ლარად გადაეცეს იმ კომპანიებს, რომლებიც აიღებენ ვალდებულებას ნომინალურ ფასად შეძენილ ყოველ ასეთ 10 კვადრატულ მეტრზე, დაასაქმონ მინიმუმ ერთი ადამიანი.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს, რომ მოკლე დროში ქვეყანაში და, განსაკუთრებით რეგიონებში, დამატებით შეიქმნება ათეულ ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და რეალურად გაიზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც გაუჩნდებათ სტაბილური შემოსავალი.
_ მხოლოდ ოზურგეთის რაიონში, 70 საწარმო ფუნქციონირებდა. ეს იყო ჩაის ფაბრიკები, მეღორეობის და მეცხოველეობის ფერმები, წვენების და საკონსერვო საწარმოები, ხილის მიმღები და გადამამუშავებელი პუნქტები, კერამიკული საწარმოები და სხვა. პრაქტიკულად, არ იყო დარჩენილი სოფელი, სადაც ერთი ან ორი საწარმო არ იყო და ადამიანები საკუთარ საოჯახო მეურნეობაში საქმიანობის გარდა, სწორედ ამ საწარმოებში მუშაობით იღებდნენ ხელფასს. დღეს ამ საწარმოებისგან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს,“ _ თქვა ლევან კალანდაძემ.