https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჯიგრული” ინტერვიუ რამაზ ნიკოლაიშვილთან

18:08; 26.08.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსი” დაინტერესდა, იყო თუ არა კმაყოფილი მიმდინარე სამუშაოებით მინისტრი და მოხდება თუ არა მისი ოზურგეთის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენა 1 სექტემბერს, რომელსაც უშუალოდ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.

ინტერვიუს მინისტრთან და ნაციონალების სავარაუდო კანდიდატთან სტილის დაცვით, სრულად გთავაზობთ.

_ გამარჯობათ, ბატონო რამაზ!

_მოგესალმებით ქალბატონო ჟანა, როგორც ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურებით…

_ ვაი, მადლობა!

_ ვაიმე რატომ? არ გჯერა? მე რასაც ვამბობ, ყოველთვის გულწრფელი ვარ, გულწრფელად ასე ვფიქრობ და მართლა ვამბობ, შენ არ გჯერა თორემ…

_ ბატონო რამაზ, ახლა თეატრალურ მოედანზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეთ, როგორც ვხედავთ, სამუშაოები ჩქარი ტემპით მიმდინარეობს…

_ კი…

_ ალბათ, პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს, რადგან ინფორმაცია გვაქვს, რომ ამ დღეს პრეზიდენტი ჩამოდის და სწორედ აქ მოხდება თქვენი წარდგენა…

_ მართლა?! თქვენ ჩემზე მეტი გცოდნიათ. მაგარია, თუ ეგრე მოხდება, მე გამიხარდება ძაან. თქვენ არა? თქვენ ამ ქალაქში არ ცხოვრობთ? წამოდით, ბაღი ერთად ვნახოთ, ხომ ლამაზია? ისიამოვნეთ, ეს ხომ კეთდება, ეს ხომ ძაან მაგარია ოზურგეთისთვის. ამ ადგილას ერთ გამხმარ ნაძვის ხეს ვდგამდით და იმის გარშემო ვტრიალებდით. ნახე, რა ლამაზია, განათდება ჯიგრულად ეგ ყველაფერი, ეს ცენტრია და ძაან მაგარია.

_ ბატონო რამაზ, როგორც ვხედავთ, თქვენ კმაყოფილი ბრძანდებით მიმდინარე სამუშაოებით; ალბათ, საქმის კურსშიც იქნებით იმასთან დაკავშირებით, რომ სამაგიეროდ მოსახლეობაა უკმაყოფილო ამ მშენებლობით!

_ არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე?

_ თუნდაც ჩვენი გაზეთის საშუალებით.

_ მე თქვენს გაზეთს არ ვკითხულობ, მე შენს მასალებს არ ვკითხულობ. ძალიან ცოტა დრო მაქვს (არადა, არა ერთი ინტერვიუ გვაქვს ბატონ რამაზთან ჩაწერილი, სადაც ამბობს, როგორ იწყებდა თავის სამუშაო დღეს “გურია ნიუსის” კითხვით. ავტ.).

_ მაშინ გეტყვით: ამ ბინის მცხოვრებლებმა არაერთხელ მოგვმართეს დახმარებისთვის, რისი ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა გვაქვს კიდეც _ გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ წყალი ჩამოსდით, ბევრს გარემონტებული ბინა გაუფუჭდა… ჩვენ გაზეთს თუ არ კითხულობთ, შეგიძლიათ მათი განცხადებები მოიკითხოთ _ გამგეობაშიც მრავლად დევს, მათზე მოსახლეობას პასუხი არ მიუღია…

_ არ ვღებულობ მაგას…

_ ეს ხომ ფაქტია, ბატონო რამაზ!

_ “ქართულმა ოცნებამ” რომ 56 000 ლარი გადაგიხადათ, ეს ფაქტია, რომ მოგისყიდათ? არა, ხომ? ჰოდა, ზოგს ჰგონია, რომ გაიყიდეთ. ზოგს გაუჩნდა ეს კითხვები და გწერდნენ, რომ გაიყიდეთ და ასე შემდეგ. მე მაგალითად მივხვდი, რომ თქვენ კი არ გაიყიდეთ, არამედ აიღეთ რეკლამისთვის. შემდეგ გაგიჩნდათ 2-3 კამერა…

_ კამერები მანამდეც გვქონდა, ბატონო რამაზ…

– კაი ახლა, არ გვინდა პოლემიკაში შესვლა. ბევრი რაიონული ცენტრი არ იქნება ასე მოწყობილი, რომელიც ოზურგეთს მალე ექნება, სულ რამდენიმე დღეში, მე კმაყოფილი ვარ ნამდვილად…

_ მოხდება თუ არა თქვენი წარდგენა 1 სექტემბერს?

_ შეიძლება 1-ში მოხდეს. თუმცა შეიძლება ხვალაც, ზეგაც… არ ვიცი ზუსტად. ეს იქნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ეს ასე მოხდა, მე ჩავთვლი, რომ მე ვიქნები უბედნიერესი კაცი, თუ ჩემი კანდიდატურა დასახელდება და ამას ჩემი ქვეყანა გადაწყვეტს, ჩემი სამშობლო სადაც არის, იმ კუთხის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყო, დედას ვფიცავარ, ძაან მაგარი იქნება ჩემთვის. როგორც ერთი ქართველისთვის, იყო მაჟორიტარი დეპუტატი შენი კუთხიდან, ეს ძალიან დიდი პატივია. თქვენ, ალბათ, რაღაც კვლევებს ატარებთ როგორც ჟურნალისტები; ხომ ატარებთ გამოკითხვებს, ეკითხებით თქვენს მეგობრებს, საჯარო პირებს, მოსახლეობას, პოლიციელებს, პედაგოგებს და ყველა იძახის, რომ რამაზი ძაან მაგარია და ძაან უყვართ რამაზი?! მეც მეუბნებიან, თუნდ შეიძლება მატყუებენ, მე მართლა მინდა, რომ გამოვადგე ოზურგეთს. თუმცა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა რა. 22 წელი, გურიაში ერთი მეტრი ასფალტი არ იყო დაგებული, 22 წელი! თქვენ პოზიტივს უნდა უყურებდეთ, თუმცა კიდეც უნდა გააკრიტიკოთ, თუ ხედავთ რომ გასაკრიტიკებელია… მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრი გავაკეთე,

_ როდის მოხდება პრეზენტაცია, როდის გაიხსნება ეს მოედანი?

_ არ ვიცი. მე უნდა ვიცოდე?!

ამ საუბრის დროს, გზაზე ტელეკომპანია “მე-9 არხის” მანქანა გამოჩნდა და რამაზ ნიკოლაიშვილმა არც ეს ფაქტი დატოვა უყურადღებოდ.

რამაზ ნიკოლაიშვილი: – ისე, “ინფო 9” (ტვ-9) არ უნდა დავუძახოთ, არ უნდა ნახოს, რა კეთდება? ისე, რაღაც ინტერესი დაკარგა…

_ “გურია ნიუსმა”?!..

_ “გურია ნიუსი” ყოველთვის იყო ავანგარდში და ამას მე ძალიან ვაფასებ. გულწრფელად ვამბობ, რა. ნუ, ახლა ზედმეტი მოგდით ხანდახან; ნუ, ეგ ჩემი აზრია. თუ ჟანამ, დაწერა, მე არ მჯერა, მაგრამ, რომ ვიღაცას წყალი ჩამოუვიდა, იმ ვიღაცას ჰქონდა 40 წლის კარ-ფანჯარა დაყენებული, ქალბატონო ჟანა და მაშინ სტატისტიკა რატომ არ მოიყვანე, დღეს რომ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები აქვთ ჩასმული, ქვევით ღობეები რომ ჰქონდათ და დღეს ვიტრაჟებია, დაწერე ეგ ჟანა? არ დაწერე! რატომ?

_ ბატონო რამაზ, მე დავწერე ის, რასაც მოსახლეობა ამბობს, რაც ვნახე ჩემი თვალით და რაც დავაფიქსირე ვიდეო და ფოტომასალაში...

_ შენ უნდა მისცე მოსახლეობას ობიექტურად განსაჯოს, შენ ეუბნები მოსახლეობას, რომ ვიღაც ორ ადამიანს და სავარაუდოდ სამს, შეიძლება სარემონტო სამუშაოების დროს, ჩამოუვიდა წყალი. მე არ წამიკითხია, დედას გეფიცები, მაგრამ ამ ადამიანებს კარ-ფანჯარა, საიდანაც სიცივე შედიოდათ და ვერ იჭერდნენ სითბოს სახლებში, ხომ უფრო ძვირი უჯდებოდათ თავის სახლების გათბობა?

მეტალოპლასტმასის ფანჯრები რომ ჩავსვით, ეს დაწერე? არ დაწერე, ჟანა! არ გეცალა? ქვევით რომ “კლეტკებით” იყო შეღობილი და მაღაზიები რომ ულამაზესი ვიტრაჟებით შეიცვალა და გაკეთდა, კი, ბატონო, მესმის, ხმაურიც აწუხებთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ოზურგეთში, სადაც წლების განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა და ასეთი სილამაზეები კეთდება, ადამიანები უნდა შეიზღუდონ, გაგებით მიუდგნენ და თუ ვინმეს რაიმე გაუფუჭდა, მე ბოდიშს ვუხდი.

მშენებლებს ვესაუბრე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის დაზიანება, რაც მათ ჰქონდათ, ყველას გაუკეთებენ და მოუგვარებენ. აბა, რა სისულელეა, ისე ხომ არა მიატოვებენ?! ეს ჩვენი მიზანია, ის კი არა, რომ ვიღაცა გავაბრაზოთ; პირიქით, ვასიამოვნოთ ადამიანებს. ეს პროცესი არ გაჩერდება, კი დამთავრდება რამდენიმე დღეში, თუმც სამუშაოები გაგრძელდება. დაიწყება თეატრი… გვინდა, რომ ამ წელს სასტუმროც დავიწყოთ, ეს ქუჩა მთლიანად ასეთი ქვაფენილით გაკეთდება, მატარებლის სადგურიდან – თეატრამდე დამთავრებული.

_ ბატონო რამაზ, იქნებ, გვითხრათ, რომელი ორგანიზაცია ატარებს ამ სამუშაოებს?

_ ეს, ტენდერები ჩატარდება და გაირკვევა.

_ ვინც ახლა ატარებს სამუშაოებს, იმაზე გეკითხებით..

_ ეს თქვენ არ იცით?

_ არ ვიცით – უკვე ორ თვეზე მეტია ვითხოვთ პასუხს საჯარო ინფორმაციაზე და არ მოგვაწოდეს!

_ არ ვიცი, ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. მიწერეთ წერილობით და მოგწერენ…

_ მივწერეთ და არ გვიპასუხეს!

_ ეს ცუდია, რატომ არ მიწერეთ ლელა? (ეკითხება ლელა თავართქილაძეს, რომელმაც მინისტრის კითხვა უპასუხოდ დატოვა) არ ვიცი. მოკლედ, პროცედურა დაცულია, ციდან არაფერი არ ვარდება. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელიც მინისტრის დონეზე გადასაწყვეტი არაა, ხომ მეთანხმები, ჟანა? მთავარია, რომ კეთდება.

_ ბატონო რამაზ, როდის ჩამოდის პრეზიდენტი ოზურგეთში?

_ თქვენ თვლით, რომ მე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვარ? ან მოადგილე? მე საიდან უნდა ვიცოდე, აბა? ახლა მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, არ ვიცი, როდის ჩამოდის პრეზიდენტი, თუმცა, ის ძალიან ხშირად ჩამოდის და აქ რამდენიმე დღე იცხოვრა კიდეც. მას აქვს ხედვები, რომ უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს და ამის გგემებიც გვაქვს და ამაზე ვმუშაობთ და როდის ჩამოვა გურიაში, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს.

_ წარმატებებს გისურვებთ, ბატონო რამაზ!

_ წარმატებები მოდის იმ ხალხთან, ვინც 24 საათის განმავლობაში შრომობს, ვინც არ არის დაკავებული პოპულისტური განცხადებების კეთებით და ვისაც შეუძლია ღამე იძინოს მხოლოდ 4 საათი და დანარჩენი საათები თავისი ქვეყნისთვის დალიოს.

მე, ჩემი ცხოვრების წესით, ვარ მოწადინებული, ჩემო ჟანა, რომ ვემსახურო ჩემს საყვარელ ქვეყანას, ეს იქნება ოზურგეთი, თბილისი თუ ჩხოროწყუ, მნიშვნელობა არ აქვს, რა! ეს გურულებმა ყველაფერი კარგად იციან. თუ ვარ ღირსი წარმატების, ეს წარმატება მოვა! თუ არ ვარ ღირსი, არ მოვა!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“ჩემი მაცივარი საპირისპიროს ამბობს” _ ეკონომიკური ზრდა და სოფლის რეალური  გამოწვევები

22:07; 23 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა _ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

13:45; 22 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ღარიბაშვილი: წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს

20:05; 21 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით მიჩნდება ეჭვი…

13:45; 21 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის” კონკრეტულ “ჟურნალისტებს”, საზოგადოება ალბათ მიხვდება საით მიდის ეს ისრები

11:04; 21 სექტემბერი, 2026

ფულის "შეწერა" "ნაციონალურად"

სანამ გაძლებს შედუღებული მილები?!

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ჩემი მაცივარი საპირისპიროს ამბობს” _ ეკონომიკური ზრდა და სოფლის რეალური  გამოწვევები

22:07; 23.09.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რადიკალურად შეიცვლება

21:58; 23.09.2026
საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო