https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

52 დელეგატი გურიიდან სამებაში და პოლიტიკური შეფასებები _ რას ელოდებიან ახალი პატრიარქისგან?

11:46; 14.05.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

11 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა _ ის პატრიარქ შიო მესამედ იწოდება.

“ძნელია, ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის“, _ თქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ განაცხადა.

ოფიციალური ინფორმაციით, საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი დაესწრო.

“გურია ნიუსმა” სცადა გაერკვია რამდენი დელეგატი ესწრებოდა გურიიდან ეკლესიის გაფართოებულ კრებას სამების საკათედრო ტაძარში. ამის გასარკვევად შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურს, დეკანოზ ბასილ გოგოტიშვილს ვესაუბრეთ.

“შემოქმედის ეპარქიიდან იყო 52 დელეგატი“, _ გვითხრა დეკანოზმა ბასილ გოგოტიშვილმა და ისაუბრა არჩევნების შედეგის შესახებაც ისაუბრა: “ძალიან გაგვიხარდა ეს არჩევანი. ყველა კანდიდატი ღირსეული იყო და ღირსეულთა შორის ღირსეულმა გაიმარჯვა“.

“პატრიარქის, უწმინდესი ილია მეორეს გადაწყვეტილებით, მეუფე შიო მოსაყდრე გახლდათ 9 წლის განმავლობაში და ეკლესია რა გამოწვევების წინაშე დგას, მან კარგად იცის. ბრძანა კი თავის გამოსვლაში, რომ უწმინდესის დაწყებულ გზას გააგრძელებს და შეეცდება შეინარჩუნოს ის, რაც კი ამ წლების განმავლობაში უწმინდესმა შექმნა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, _ ამბობს მამა ბასილი.

შიო მესამეს პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში.

“სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის არჩევას.

უდიდესი პატივისცემით ვულოცავ მის უწმინდესობას, ვუსურვებ ღვთის წყალობასა და სულიერ სიმტკიცეს.

ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას!” _ დაწერა სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ.

პატრიარქის არჩევას გამოეხმაურა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, მინდია ჟღერია:

“სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს–პატრიარქის არჩევას!

ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის სულიერ მამას, კათოლიკოს–პატრიარქ შიო III-ს!”

განცხადება გაავრცელა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა კუნჭულიამ:

“საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III ჰყავს.

დიდი პატივისცემით ვულოცავ ამ ისტორიულ დღეს სრულიად საქართველოს.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გვჯერა, რომ თქვენი წინამძღოლობით ქართული ეკლესია კვლავაც სიბრძნის, ერთიანობისა და სულიერი სიმტკიცის გზით ივლის, იმ დიდი მემკვიდრეობის ერთგულად, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დაგვიტოვა.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. თქვენი ლოცვა–კურთხევა არ მოკლებოდეს საქართველოსა და ქართველ ხალხს“, _ ამბობს პაატა კუნჭულია.

პარტია “ახალის” ლიდერი ჩოხატაურში, ბაჩო ახალაძე ამბობს, რომ ახალი პატრიარქის პირობებში საზოგადოება მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას ელოდება:

“გურიაში და ზოგადად რეგიონებში ეკლესიას მხოლოდ რიტუალური ფუნქცია აღარ უნდა ჰქონდეს. როდესაც საზოგადოებაში არის სიღარიბე, მიგრაცია, ახალგაზრდების გადინება, განათლებისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეფიციტი, ეკლესია ვერ დარჩება მხოლოდ ტაძრის კედლებში.

ვფიქრობ, ახალი პატრიარქის პირობებში საზოგადოება სწორედ მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას ელოდება: საგანმანათლებლო პროექტებს, ახალგაზრდებთან რეალურ მუშაობას, ოჯახების მხარდაჭერას, ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებზე გახსნილ საუბარს.

ეკლესიის ავტორიტეტი ყველაზე მეტად მაშინ იზრდება, როცა ის ადამიანების ყოველდღიურ ტკივილთან დგას და არა მხოლოდ საკურთხეველთან. ამიტომ, დღეს ეკლესიის როლი უნდა იყოს არა მხოლოდ სულიერი, არამედ სოციალური თანადგომაც _ განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ადამიანები ხშირად მიტოვებულად გრძნობენ თავს“, _ ამბობს ბაჩო ახალაძე ჩვენთან საუბრისას.

გარდა ამისა, ახალაძის თქმით, ბოლო წლებში გაჩნდა განცდა, რომ ეკლესიის ნაწილი ზედმეტად დაუახლოვდა ამან გარკვეულწილად დააზიანა მისი ნეიტრალური სულიერი ავტორიტეტი:

“ვფიქრობ, ახალი პატრიარქის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ნდობის აღდგენა იქნება _ იმის ჩვენება, რომ ეკლესია დგას საზოგადოების და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარეს.

როდესაც ეკლესია ძალიან ახლოს დგას ხელისუფლებასთან, ჩნდება რისკი, რომ კრიტიკული ხმა დაკარგოს. არადა, ეკლესიის ისტორიული მისია ყოველთვის იყო სიმართლის თქმა, მათ შორის ხელისუფლების მიმართაც, როცა ამას საზოგადოებრივი სამართლიანობა მოითხოვდა.

თუ ახალი პატრიარქი შეძლებს რეალური პოლიტიკური დისტანციის შენარჩუნებას, ეკლესია ბევრად უფრო გამაერთიანებელი და სანდო ინსტიტუცია გახდება ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა“, _ ამბობს ახალაძე.

შიო მესამეს გაპატრიარქებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს ბიძინა და ეკატერინა ივიანიშვილებმა:

“თქვენო უწმინდესობავ,

გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს–პატრიარქად არჩევას.

დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედაეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა.

თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა, ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა.

ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა.

გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს.

ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო“, _ ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა “ნაციონალურმა მოძრაობამ“: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ქრისტიანულ–დემოკრატიულ და კონსერვატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, პატივისცემით მიესალმება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას კათოლიკოს–პატრიარქის არჩევის შესახებ. გულითადად ვულოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას სრულიად საქართველოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს“.

“საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, შიო III-ს წარმატებას ვუსურვებთ ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში.

გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია დარჩება მშვიდობის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენი“, _ აცხადებს გახარიას პარტია “საქართველოსთვის“.

“მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ის გზა, რაც არის ქართული ეკლესიის გზა – დამოუკიდებლობის გაძლიერება და ერთობის კონსოლიდაცია, საზოგადოების ერთობის. ამისათვის ერთი ნაბიჯი არის, რომელსაც მე ვისურვებდი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სურვილს იზიარებს ძალიან ბევრი ადამიანი – ის, რომ პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას, რომ შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი“, _ აცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შესაძლოა, ახლადარჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ “სინდისის პატიმრების” გათავისუფლების საკითხი დააყენოს _ როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე ხელისუფლებასთან იმსჯელებენ:

“ადრე ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან. გიდასტურებთ, დიახ, ასე იქნება. ახლა ძალიან რთულია გეგმებზე საუბარი, როდის, რა იქნება“, _ თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ახალარჩეული პატრიარქი ბერად 1993 წლის 5 იანვარს აღიკვეცა. 1995 წლის 19 აგვისტოს დიაკვნად ეკურთხა, 1996 წლის 6 მაისს კი მღვდლად, ეპისკოპოსად 2003 წლის 7 სექტემბერს აკურთხეს, 2009 წლის 20 სექტემბერს მთავარეპისკოსობა ებოძა, 2010 წლის 2 აგვისტოს კი სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტობა ებოძა. უკვე 9 წელია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სახელს ატარებს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გადაწყვეტილებით.

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მიტროპოლიტი მისი მოვალეობებს ასრულებდა.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

შიო მესამე
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17 სექტემბერი, 2026

ექიმები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საკითხზე განცხადებას ავრცელებენ

"ნახეთ, რას გავს სოფლის ცენტრი _ გეგონება, ტანკმა "იდრიფტავაო" - გამოხმაურება გურიაში გზების რეაბილიტაციის შესახებ მთავრობის განკარგულებაზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

21:14; 17.09.2026
პოლიტიკა

კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

21:11; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა დარსალია ეუთოს სხდომაზე: რუსეთი ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას

20:31; 17.09.2026
პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო